პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?
როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?

მისი კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე უკვე 20 წელ­ზე მე­ტია არ­სე­ბობს. დარ­გის სტრა­ტე­გი­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი საქ­მი­ა­ნო­ბა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­სჯის სა­გა­ნი. მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე. რო­გორ კეთ­დე­ბა ბიზ­ნე­სი ჰა­ერ­ში. ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა TV"-ს გა­სა­ცე­მა "ბიზ­ნეს- PRESS"-ში, 23 მარტს 22:30 სა­ათ­ზე ისა­უბ­რა.

-ამ­ბო­ბენ, რომ ფული ჰა­ე­რი­დან არ მო­დის, მაგ­რამ რო­გორ კეთ­დე­ბა ფული ჰა­ერ­ში?

-მე მინ­და გი­თხრათ, რომ ფული ჰა­ერ­ში არ არის, ფული დე­და­მი­წა­ზეა, ფული მი­წა­ზე იშო­ვე­ბა. ამი­ტომ ჰა­ერ­ში ფული ძა­ლი­ან ძნე­ლი სა­შოვ­ნია. ბიზ­ნე­სიც ძა­ლი­ან მძი­მეა, სა­ა­ვი­ა­ციო ბიზ­ნე­სი ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ბიზ­ნე­სად მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლი­ო­ში.

- იყო პე­რი­ო­დი, როცა "აირ­ზე­ნა" ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცი­ის ფლაგ­მა­ნი იყო. რო­გორ გახ­და "აირ­ზე­ნა" ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცი­ის ფლაგ­მა­ნი?

-სი­ტყვა ფლაგ­მა­ნი არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში რა როლს თა­მა­შობს ავი­ა­კომ­პა­ნია. მე ვთვლი, რომ ჩვენ დღე­საც ფლაგ­მა­ნე­ბი ვართ იმი­ტომ, რომ ჩვენ ვა­კე­თებთ იმ საქ­მეს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტი არა­ვინ აკე­თებს.

-ანუ?

- ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, იგი­ვე 2008 წლის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ შე­წყვი­ტა ფრე­ნა, ერ­თა­დერ­თი ჩვენ დავფრი­ნავ­დით და ერთი სა­ა­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბაც კი არ გვქო­ნია. ყვე­ლა რე­ისს გან­რი­გის მი­ხედ­ვით ვას­რუ­ლებ­დით.

- იმ პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნა", ფაქ­ტობ­რი­ვად, ბაზ­რის მო­ნო­პო­ლის­ტი იყო.

-მო­ნო­პო­ლის­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა.

-ბაზ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი ეკა­ვა...

-ეს არას­დროს ყო­ფი­ლა, სა­ა­ვი­ა­ციო წე­სით და კა­ნო­ნით, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი წე­რენ, ჩვენ ბაზ­რის წილი 50 %-ზე მეტი არას­დროს გვქო­ნია. და ჩვენ არას­დროს ვი­ყა­ვით მარ­ტო - პა­რი­ტეტ­ზე ფრენ­დნენ უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი. როცა მარ­ტო არ ხარ და მარ­ტო არ ფრენ, ეს უკვე მო­ნო­პო­ლის­ტო­ბა არ არის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?

როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?

მისი კომპანია ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია არსებობს. დარგის სტრატეგიულობიდან გამომდინარე მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მათ შორის პოლიტიკურ დონეზე. როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში. ამის შესახებ კომპანია "აირზენას" დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა "პალიტრა TV"-ს გასაცემა "ბიზნეს- PRESS"-ში, 23 მარტს 22:30 საათზე ისაუბრა.

-ამბობენ, რომ ფული ჰაერიდან არ მოდის, მაგრამ როგორ კეთდება ფული ჰაერში?

-მე მინდა გითხრათ, რომ ფული ჰაერში არ არის, ფული დედამიწაზეა, ფული მიწაზე იშოვება. ამიტომ ჰაერში ფული ძალიან ძნელი საშოვნია. ბიზნესიც ძალიან მძიმეა, საავიაციო ბიზნესი ერთ-ერთ უმძიმეს ბიზნესად მიიჩნევა მსოფლიოში.

- იყო პერიოდი, როცა "აირზენა" ქართული ავიაციის ფლაგმანი იყო. როგორ გახდა "აირზენა" ქართული ავიაციის ფლაგმანი?

-სიტყვა ფლაგმანი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში რა როლს თამაშობს ავიაკომპანია. მე ვთვლი, რომ ჩვენ დღესაც ფლაგმანები ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც საქართველოში მეტი არავინ აკეთებს.

-ანუ?

- ყველასთვის ცნობილია, იგივე 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყანაში ყველა ავიაკომპანიამ შეწყვიტა ფრენა, ერთადერთი ჩვენ დავფრინავდით და ერთი საათით დაგვიანებაც კი არ გვქონია. ყველა რეისს განრიგის მიხედვით ვასრულებდით.

- იმ პერიოდში კომპანია "აირზენა", ფაქტობრივად, ბაზრის მონოპოლისტი იყო.

-მონოპოლისტი არასდროს ყოფილა.

-ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ეკავა...

-ეს არასდროს ყოფილა, საავიაციო წესით და კანონით, რომელსაც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები წერენ, ჩვენ ბაზრის წილი 50 %-ზე მეტი არასდროს გვქონია. და ჩვენ არასდროს ვიყავით მარტო - პარიტეტზე ფრენდნენ უცხოური კომპანიები. როცა მარტო არ ხარ და მარტო არ ფრენ, ეს უკვე მონოპოლისტობა არ არის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია