სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ფულსა და სახლს ფლობს ირმა ნადირაშვილი და აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მას სახლი ზღვის პირას
რამდენ ფულსა და სახლს ფლობს ირმა ნადირაშვილი და აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მას სახლი ზღვის პირას

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ხში­რად აკ­რი­ტი­კებს. Ambebi.ge თა­ვად ნა­დი­რაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და. ირმა ნა­დი­რაშ­ვილს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის ორი წევ­რი ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი, მე­უღ­ლე და­ვით და­ღე­ლიშ­ვი­ლი და პა­ტა­რა ნი­კო­ლო­ზი, რო­მე­ლიც წყვი­ლის ვა­ჟია.

ნა­დი­რაშ­ვილს დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში აქვს შევ­სე­ბუ­ლი. ირმა ნა­დი­რაშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს აქვთ 4 სახ­ლი. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, და­ვით და­ღე­ლიშ­ვილს აქვს 188 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შინ­დის­ში, შინ­დის­ში აქვს აგა­რა­კი, რომ­ლის ფარ­თიც 387 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს და ასე­ვე 144 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მქო­ნე ბინა თბი­ლის­ში, შავი ზღვის ქუ­ჩა­ზე.

წყვი­ლი შინ­დისს ხში­რად სტუმ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქნე­ბას, ის ფლობს ბი­ნას თბი­ლის­ში რო­ბა­ქი­ძის გამ­ზირ­ზე და ბა­თუმ­ში, ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. სახ­ლი ზღვის პი­რას "ორბი ჯგუფ­ში" მდე­ბა­რე­ობს. ით­ქვა, რომ ეს ბინა ნა­დი­რაშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აჩუ­ქა გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის და ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა დე­პუ­ტატ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­შინ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა სახ­ლში გა­დახ­დი­ლი თან­ხის ქვი­თა­რი გა­ე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა.

რო­გორც ნა­დი­რაშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2013 წელს, 60 518 ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო მისი მე­უღ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი 83 850 ლარი იყო. აქე­დან და­ვით და­ღე­ლიშ­ვილ­მა 10 550 ლარი აიღო დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის გამ­გებ­ლის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას, ხოლო 73 300 ლარი ჩუ­ღუ­რე­თის გამ­გებ­ლის რან­გში. 2014 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნა­დი­რაშ­ვილს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ 10 005 ლარი ბი­ნის ქირა აქვს გა­დახ­დი­ლი. სახ­ლი მას ქუ­თა­ის­ში ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მას "თი ბი სი" ბან­კში სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე ჰქონ­და 2 000 ლარი (კრე­დი­ტი +), ხოლო მის მე­უღ­ლეს და­ვით და­ღე­ლიშ­ვილს 35 000 დო­ლა­რი (კრე­დი­ტი +).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რამდენ ფულსა და სახლს ფლობს ირმა ნადირაშვილი და აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მას სახლი ზღვის პირას

რამდენ ფულსა და სახლს ფლობს ირმა ნადირაშვილი და აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მას სახლი ზღვის პირას

უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ძვირადღირებული შენაძენის გამო, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხშირად აკრიტიკებს. Ambebi.ge თავად ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. ირმა ნადირაშვილს დეკლარაციაში ოჯახის ორი წევრი ჰყავს მითითებული, მეუღლე დავით დაღელიშვილი და პატარა ნიკოლოზი, რომელიც წყვილის ვაჟია.

ნადირაშვილს დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის აგვისტოში აქვს შევსებული. ირმა ნადირაშვილს და მის მეუღლეს აქვთ 4 სახლი. როგორც დეკლარაციით ირკვევა, დავით დაღელიშვილს აქვს 188 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი შინდისში, შინდისში აქვს აგარაკი, რომლის ფართიც 387 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ასევე 144 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინა თბილისში, შავი ზღვის ქუჩაზე.

წყვილი შინდისს ხშირად სტუმრობს. რაც შეეხება თავად ირმა ნადირაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქნებას, ის ფლობს ბინას თბილისში რობაქიძის გამზირზე და ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. სახლი ზღვის პირას "ორბი ჯგუფში" მდებარეობს. ითქვა, რომ ეს ბინა ნადირაშვილს მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა გაწეული სამუშაოსთვის და ერთგულებისთვის, თუმცა დეპუტატმა ეს ინფორმაცია მაშინ კატეგორიულად უარყო და საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა სახლში გადახდილი თანხის ქვითარი გაესაჯაროვებინა.

როგორც ნადირაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, მისმა შემოსავალმა 2013 წელს, 60 518 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი 83 850 ლარი იყო. აქედან დავით დაღელიშვილმა 10 550 ლარი აიღო დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის პოსტზე მუშაობისას, ხოლო 73 300 ლარი ჩუღურეთის გამგებლის რანგში. 2014 წლის დეკლარაციაში ნადირაშვილს მითითებული აქვს, რომ 10 005 ლარი ბინის ქირა აქვს გადახდილი. სახლი მას ქუთაისში ჰქონდა დაქირავებული.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, უმცირესობის წევრის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას "თი ბი სი" ბანკში სახელფასო ბარათზე ჰქონდა 2 000 ლარი (კრედიტი +), ხოლო მის მეუღლეს დავით დაღელიშვილს 35 000 დოლარი (კრედიტი +).

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა