პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს
სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ხვალ, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­დე­ბა. სხდო­მა, რო­მელ­ზეც მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს, ხვალ, 14:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი. პრო­ცე­სი დღეს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა გა­და­ი­დო.

დე­პუ­ტატ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი რო­ლანდ ახა­ლა­ია, შეხ­ვდა მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ნა ესე­ბუ­ას, რო­მელ­საც მის მე­უღ­ლეს­თან, მსჯავ­რდე­ბულ კა­ხა­ბერ ლა­ტა­რი­ას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ უკა­ნო­ნოდ მო­თხო­ვა თით­ქოს­და ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, არარ­სე­ბუ­ლი "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ან­გა­რიშ­ზე ჩა­ე­რი­ცხა 150 000 ლარი, რის­თვი­საც გა­დას­ცა სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენ­და რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ახ­ლო­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის სე­რი­ოჟა გვა­რა­მი­ას კუთ­ვნილ კერ­ძო კომ­პა­ნია "სა­ნის" სა­ბან­კო ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მა­რი­ნა ესე­ბუა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბას. მან მე­ო­რე დღეს, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 150 000 ლარი შე­ი­ტა­ნა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას მიერ მი­თი­თე­ბულ შპს "სა­ნის" სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლად იქნა გა­ხარ­ჯუ­ლი ხსე­ნე­ბუ­ლი ფირ­მის კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის.

"ანა­ლო­გი­უ­რი ხერ­ხით, 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ, ალექ­სან­დრე ტყე­ბუ­ჩა­ვას, ზუ­რაბ ხარ­გე­ლი­ას და და­ვით კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს უკა­ნო­ნოდ მოს­თხო­ვა, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ 60 000 ლარი შე­ე­ტა­ნათ კვლავ მისი ახ­ლო­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის სე­რი­ოჟა გვა­რა­მი­ას ფირ­მის შპს "სა­ნის" ან­გა­რიშ­ზე.

2009 წლის 25 დე­კემ­ბერს, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახ­ლო­ბელ­მა პირ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ 60 000 ლარი ჩა­რი­ცხა "სა­ნის" სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ჯა­რი­მის ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი იქნა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის თან­ხა, სა­ერ­თო ჯამ­ში 90 000 (ოთხმოც­და­ა­თი ათა­სი) ლარი, რის სა­ნაც­ვლო­დაც ბრალ­დე­ბუ­ლებს გა­უ­ფორმ­დათ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბი და სას­ჯე­ლის სა­ხით და­ნიშ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჩა­ეთ­ვა­ლათ პი­რო­ბი­თად. რაც შე­ე­ხე­ბა შპს "სა­ნის" სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასა­ხუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ოქ­მში და სრუ­ლად იქნა გა­ხარ­ჯუ­ლი რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ახ­ლობ­ლის ფირ­მის შპს "სა­ნის" კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამას­თან, ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, რო­ლანდ ახა­ლა­ია მოქ­მე­დებ­და პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბით და სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. "მან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით გა­და­ა­მე­ტა მისი, რო­გორც სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს, რა­მაც მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია. საქ­მე­ზე ამ დრო­ი­სათ­ვის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში. ახა­ლა­ია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს და პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად აფა­სებს. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 33-ე მუხ­ლი კი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, 3-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სხდომა, რომელზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ხვალ, 14:00 საათზეა დანიშნული. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოთხოვა თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

პროკურატურის განცხადებით, მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის.

"ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს "სანის" ანგარიშზე.

2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა "სანის" საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული როლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს "სანის" კომერციული მიზნებისთვის", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.

ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებით, როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. "მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეზე ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.  ახალაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლი კი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ