პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაგიხადოს ბიძინამ" - გამოსასახლებლად მისული კერძო იპოთეკარი დაზარალებულს დაუპირისპირდა
"გადაგიხადოს ბიძინამ" - გამოსასახლებლად მისული კერძო იპოთეკარი დაზარალებულს დაუპირისპირდა

კას­პში კერ­ძო იპო­თე­კარ თეა ქარ­და­ვა­სა და იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბულ და­ვით ქო­ქა­ევს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ქარ­და­ვა პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით ქო­ქა­ე­ვის 8 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბას ითხოვს.

და­ვით ქო­ქა­ე­ვის სახ­ლი სა­ხელ­მწი­ფომ ქარ­და­ვას­გან აღე­ბუ­ლი სეს­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და. ამ აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სწო­რედ იპო­თე­კარ­მა თეა ქარ­და­ვამ მი­ი­ღო და იყი­და.

"ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე ხომ მე­უბ­ნე­ბო­დი, ბი­ძი­ნა გა­დაგ­ვიხ­დის, ბი­ძი­ნაო, ჰოდა ეხლა გა­და­გი­ხა­დოს ბი­ძი­ნამ. ჩემ­თვის არა­ფე­რი თან­ხა არა გაქვს მო­ცე­მუ­ლი", - უთხრა თეა ქარ­და­ვამ და­ვით ქო­ქა­ევს.

და­ვით ქო­ქა­ევ­მა თეა ქარ­და­ვას­გან 13 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის სეს­ხი 2011 წელს აიღო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ქო­ქა­ე­ვი ქარ­და­ვას პრო­ცენტს ხან სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვით, ხან ხელ­ზე აძ­ლევ­და.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბით, 7% უნდა გა­და­მე­ხა­და და ვუხ­დი­დი კი­დეც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში იმა­ზე მეტი თან­ხა მაქვს გა­დახ­დი­ლი, რაც სეს­ხად ავი­ღე. მაგ­რამ ხელ­ზე გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი არ ჩა­მით­ვა­ლეს, სა­სა­მარ­თლო­ზე ეს ვერ და­ვამ­ტკი­ცე და სახ­ლიც აუქ­ცი­ონ­ზე გა­მი­ყი­დეს", - აცხა­დებს და­ვით ქო­ქა­ე­ვი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

"გადაგიხადოს ბიძინამ" - გამოსასახლებლად მისული კერძო იპოთეკარი დაზარალებულს დაუპირისპირდა

"გადაგიხადოს ბიძინამ" - გამოსასახლებლად მისული კერძო იპოთეკარი დაზარალებულს დაუპირისპირდა

კასპში კერძო იპოთეკარ თეა ქარდავასა და იპოთეკით დაზარალებულ დავით ქოქაევს შორის დაპირისპირება მოხდა. ქარდავა პოლიციის დახმარებით ქოქაევის 8 სულიანი ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

დავით ქოქაევის სახლი სახელმწიფომ ქარდავასგან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო  აუქციონზე გაყიდა. ამ აუქციონში მონაწილეობა სწორედ იპოთეკარმა თეა ქარდავამ მიიღო და იყიდა.

"ამდენი ხნის მანძილზე ხომ მეუბნებოდი, ბიძინა გადაგვიხდის, ბიძინაო, ჰოდა ეხლა გადაგიხადოს ბიძინამ. ჩემთვის არაფერი თანხა არა გაქვს მოცემული", - უთხრა თეა ქარდავამ დავით ქოქაევს.

დავით ქოქაევმა თეა ქარდავასგან 13 000 ლარამდე ოდენობის სესხი 2011 წელს აიღო. გარკვეული პერიოდის მანძილზე ქოქაევი ქარდავას პროცენტს ხან საბანკო გადარიცხვით, ხან ხელზე აძლევდა.

"სინამდვილეში, სიტყვიერი შეთანხმებით, 7% უნდა გადამეხადა და ვუხდიდი კიდეც. საბოლოო ჯამში იმაზე მეტი თანხა მაქვს გადახდილი, რაც სესხად ავიღე. მაგრამ ხელზე გადახდილი თანხები არ ჩამითვალეს, სასამართლოზე ეს ვერ დავამტკიცე და სახლიც აუქციონზე გამიყიდეს", - აცხადებს დავით ქოქაევი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა