სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის ცე­მა­ში ბრალ­დე­ბულ ივა­ნე ბე­გი­აშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ 3 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. დაც­ვის მხა­რე მო­ი­თხოვ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერთი სახე არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 20 აპ­რილს ჩა­ი­ნიშ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ 4 მარტს სცე­მა. გე­დე­ნი­ძე "ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე" აქ­ცი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით, "შე­მო­უ­ლა­წუ­ნე" აშუ­ქებ­და, რო­დე­საც ერთ-ერთი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ ის "პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა", ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ფო­ტო­კა­მე­რა და­უმტვრია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ძა­ლა­დო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, ერთი პირი - ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 188-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ ივანე ბეგიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

პროკურატურა ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 აპრილს ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი - ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ