პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსით მგზავრობა ძვირდება
ტაქსით მგზავრობა ძვირდება

ავ­ტო­გა­ზის ფა­სის გაზ­რდამ და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ მძღო­ლე­ბი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო

ავ­ტო­გა­ზის ფა­სის მა­ტე­ბა და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ტაქ­სე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ ტა­რიფ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა. ადრე თუ ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა 3-4 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და, ფას­მა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა 5 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტოს. ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ის კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი ბენ­ზინ­ზე ჰყავთ. მათ სეს­ხი დო­ლარ­ში აქვთ გა­მო­ტა­ნი­ლი და ამი­ტომ იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან მგზავ­რო­ბა გა­აძ­ვი­რონ.

ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ტი­პის საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 55-დან 60 თეთ­რით შემ­ცირ­და. სა­მა­გი­ე­როდ, 5 თეთ­რით გაძ­ვირ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გაზი და ბენ­ზინს უკვე დი­დად აღარ ჩა­მორ­ჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, "ვი­სოლ­ში" 1 კბ/მ ავ­ტო­გა­ზი უკვე 1.20 ლარი ღირს. არ­სე­ბუ­ლი სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა აი­სა­ხა ტაქ­სე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზეც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბას მას­შტა­ბუ­რი სახე 1 თვე­ში მი­ე­ცე­მა. ამ­ჟა­მად ნა­წი­ლი ძვე­ლი ტა­რი­ფის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ახერ­ხებს.

"ბოლო დროს საწ­ვა­ვის ფას­მა იკლო, გაზი კი, პი­რი­ქით, გაძ­ვირ­და. ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ავ­ტო­გა­ზი­სას მი­უ­ახ­ლოვ­და. რა თქმა უნდა, ეს ფა­სის მო­მა­ტე­ბას გა­მო­იწვვს. აბა, რა გა­მო­დის, ზა­რალ­ზე ხომ არ ვი­მუ­შა­ვებთ, რა­ღაც ხომ უნდა დაგ­ვრჩეს? ახლა სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3 ლა­რად, ხოლო ცენ­ტრი­დან გა­რე­უ­ბან­ში 6 ლა­რად მივ­დი­ვართ. ეს იმი­ტომ, რომ უმე­ტე­სო­ბას ავტმო­ბი­ლი გაზ­ზე გვყავს და ხარ­ჯი დიდი არ არის. ახლა ფასი მო­ი­მა­ტებს. სხვე­ბის არ ვიცი, მაგ­რამ მე იგი­ვე თან­ხას აღარ დავ­ჯერ­დე­ბი, არ "მა­წყობს",- ამ­ბობს თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლი გია ლონ­და­რი­ძე.

თა­მაზ ახალ­კა­ცი უკვე 4 წელ­ზე მე­ტია "ტაქ­სა­ობს". იგი სხვე­ბის მსგავ­სად ტა­რი­ფის მო­მა­ტე­ბა­ზე სა­უბ­რობს. მან "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ავ­ტო­გა­ზი არ გა­ი­აფ­დე­ბა, მგზავ­რო­ბას გა­აძ­ვი­რებს. სხვა­ო­ბა კი 1 ან 2 ლარი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ტაქსით მგზავრობა ძვირდება

ტაქსით მგზავრობა ძვირდება

ავტოგაზის ფასის გაზრდამ და ლარის გაუფასურებამ მძღოლები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო

ავტოგაზის ფასის მატება და ლარის გაუფასურება ტაქსების მიერ დაწესებულ ტარიფზე აუცილებლად აისახება. ადრე თუ ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ფასმა უახლოეს მომავალში შეიძლება 5 ლარამდე მოიმატოს. ტარიფის ცვლილებაზე საუბრობენ ის კომპანიებიც, რომლებსაც ავტომობილი ბენზინზე ჰყავთ. მათ სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი და ამიტომ იძულებულნი არიან მგზავრობა გააძვირონ.

ზაფხულიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება დაახლოებით 55-დან 60 თეთრით შემცირდა. სამაგიეროდ, 5 თეთრით გაძვირდა საავტომობილო გაზი და ბენზინს უკვე დიდად აღარ ჩამორჩება. მაგალითად, "ვისოლში" 1 კბ/მ ავტოგაზი უკვე 1.20 ლარი ღირს. არსებული საფასო ცვლილება აისახა ტაქსების მუშაობაზეც. მათი ინფორმაციით, მომსახურების გაძვირებას მასშტაბური სახე 1 თვეში მიეცემა. ამჟამად ნაწილი ძველი ტარიფის შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ახერხებს.

"ბოლო დროს საწვავის ფასმა იკლო, გაზი კი, პირიქით, გაძვირდა. ამან გამოიწვია ის, რომ ბენზინის ღირებულება ავტოგაზისას მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ეს ფასის მომატებას გამოიწვვს. აბა, რა გამოდის, ზარალზე ხომ არ ვიმუშავებთ, რაღაც ხომ უნდა დაგვრჩეს? ახლა საბურთალოს ტერიტორიაზე 3 ლარად, ხოლო ცენტრიდან გარეუბანში 6 ლარად მივდივართ. ეს იმიტომ, რომ უმეტესობას ავტმობილი გაზზე გვყავს და ხარჯი დიდი არ არის. ახლა ფასი მოიმატებს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე იგივე თანხას აღარ დავჯერდები, არ "მაწყობს",- ამბობს თბილისელი მძღოლი გია ლონდარიძე.

თამაზ ახალკაცი უკვე 4 წელზე მეტია "ტაქსაობს". იგი სხვების მსგავსად ტარიფის მომატებაზე საუბრობს. მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ავტოგაზი არ გაიაფდება, მგზავრობას გააძვირებს. სხვაობა კი 1 ან 2 ლარი იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია