პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 თვის ორსული - გამგებელმა და გუბერნატორმა მაიძულეს გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა
7 თვის ორსული - გამგებელმა და გუბერნატორმა მაიძულეს გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა

თე­ო­ნა ტა­ვე­ლიშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ო­ბა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 4 თე­ბერ­ვალს და­წე­რა. ამას წინ უძღო­და პო­ლი­ცი­ა­ში 7 თვის ორ­სუ­ლის რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვა, შე­მოწ­მე­ბა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გო­ნე­ბის და­კარ­გვა. სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ბელ­მა გი­ორ­გი გზი­რიშ­ვილ­მა და კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვილ­მა მას შრო­მის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი - ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

თე­ო­ნა ტა­ვე­ლიშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში 2010 წლი­დან მუ­შა­ობ­და მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად. 2011–2012 წლებ­ში, აშშ-ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 2012 წლის ივ­ლის­ში, ის სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა.

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა გი­ორ­გი გზი­რიშ­ვილ­მა 7 თვის ორ­სუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2015 წლის 18 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თე­ო­ნა ამ­ჟა­მად მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან (1 წლის და 7 თვის) ერ­თად ამე­რი­კა­ში, ძმას­თან იმ­ყო­ფე­ბა. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მას­თან ინ­ტერ­ვიუ სკა­ი­პით ჩა­წე­რა.

-თე­ო­ნა, რა­ტომ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან?

- მე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ თუ გა­მო­ი­თხოვთ და გა­ეც­ნო­ბით, მი­თი­თე­ბუ­ლი მაქვს, რომ ვარ შვი­დი თვის ორ­სუ­ლი და ვი­თხოვ­დი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას. მინ­დო­და და­მე­წე­რა, თქვე­ნი სი­ტყვი­ე­რი და­ვა­ლე­ბით ვწერ ამ გან­ცხა­დე­ბას მეთ­ქი, მაგ­რამ იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ დღე­ებ­ში, რომ ამის და­წე­რაც კი ვერ გავ­ბე­დე.

ეს იყო ზე­წო­ლა და და­ვა­ლე­ბა პი­რა­დად გამ­გებ­ლის­გან და გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან, რომ მე და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში სუ­ლე­ლი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, რომ რო­დე­საც შვიდ თვე­ზე მეტი ხნის ორ­სუ­ლი ხარ და უკვე დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა გე­კუთ­ვნის, (მით უმე­ტეს, რომ დეკ­რე­ტუ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო ფურ­ცე­ლი მი­ტა­ნი­ლი მქონ­და გამ­გე­ო­ბა­ში და 2 თე­ბერ­ვალს იყო გახ­სნი­ლი), 4 თე­ბერ­ვალს სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა.

მინ­დო­და 183 დღე მე­სარ­გებ­ლა ორ­სუ­ლო­ბის და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით, ხოლო შემ­დეგ და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის წარ­დგე­ნას და ბავ­შვის მოვ­ლის გამო სრუ­ლად, 730 დღით სარ­გებ­ლო­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, რომ გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა... იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი.

-ვინ და რო­გორ გა­ი­ძუ­ლებ­დათ?

- ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო. მე ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. დეკ­რე­ტუ­ლის ფურ­ცე­ლი რომ წა­მო­მე­ღო კლი­ნი­კი­დან, სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა წარ­მედ­გი­ნა ცნო­ბა, რომ ნამ­დვი­ლად და­საქ­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. გამ­გე­ო­ბა­ში დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და მო­ვი­თხო­ვე, მო­ე­ცათ ცნო­ბა, რომ ნამ­დვი­ლად ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ გამ­გე­ბელ­მა ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სას მი­თხრა, რომ მე ამ ცნო­ბას ვერ მი­ვი­ღებ­დი. მე და შენ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო­თო. ვუ­თხა­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს არ მი­წყობს, რომ სამ­სა­ხურ­ში კი­დევ ვი­ა­რო-მეთ­ქი. ისევ მი­თხრა, რომ ცნო­ბას ვერ მი­ვი­ღებ­დი. ვკი­თხე, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ასე­თი ცნო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ არ გას­ცეს, ის არის, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი არ იყო და ხომ ისევ ვმუ­შა­ობ მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, კი მუ­შა­ო­ბო.

მე­ო­რე დღეს გამ­გე­ბელს ისევ მივ­წე­რე, და­ვუ­რე­კე, რომ იქ­ნებ მო­ა­ხერ­ხოთ და და­მე­ლა­პა­რა­კოთ, ცნო­ბას რა­ტომ არ მაძ­ლევთ-მეთ­ქი. ვე­რაფ­რით ვერ შედ­გა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა. სა­ღა­მოს ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ი­ნა­ხა, რომ გამ­გე­ო­ბას­თან იდგა გამ­გებ­ლის მან­ქა­ნა. სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, მოდი ახლა მი­ვა­კი­თხო­თო. მი­ვე­დით, გამ­გე­ბე­ლი გა­რეთ გა­მო­ვი­და და ჩემს მე­უღ­ლეს უთხრა, რომ უნდა დავ­წე­რო გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ, რად­გან კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კო­მი­სი­ის ერთ-ერთ წევრთან მე და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი აზრი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სიც­რუე და ისე­დაც იცი­ან, ვინ უნდა გა­იყ­ვა­ნონ-მეთ­ქი. რო­გორც გამ­გე­ბელ­მა თქვა, ეს სი­ტყვე­ბი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ყუ­რამ­დე მი­სუ­ლა და ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. გამ­გე­ბელ­მა მი­თხრა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რად­გან ამ სი­ტყვებს იძა­ხი, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი არ ხარ და გან­ცხა­დე­ბა უნდა და­წე­როო.

აქვე მინ­და ვთქვა, რომ ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მი­ზეზს და სა­ბაბს ეძებ­დნენ, უნ­დო­დათ რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ეპო­ვათ. სა­მარ­თლებ­რი­ვი დარ­ღვე­ვა ვე­რა­ფე­რი მი­პო­ვეს, ვერ მა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ ორ­სუ­ლო­ბის გა­მოც, ერ­თა­დერ­თი დარ­ჩა – მა­ი­ძუ­ლებ­დნენ თვი­თონ და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა. გამ­გე­ბე­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ მე ვი­ყა­ვი ისეთ გუნდში, რო­მე­ლიც მას სა­ბო­ტაჟს უწყობს. არა­ნა­ირ გუნდში არ ვი­ყა­ვი, დავ­დი­ო­დი სამ­სა­ხურ­ში, ბო­ლომ­დე ვე­დე­ქი მას გვერ­დში. ახლა ამ­ხე­ლა მუც­ლით ვარ, მაგ­რამ თა­ვი­დან უფრო გა­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია ორ­სუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა. ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე ვი­ყა­ვი ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში და მის და­ვა­ლე­ბებს ვას­რუ­ლებ­დი.

-ვიცი, რომ თქვენ გუ­ბერ­ნა­ტორს შე­ეხ­მი­ა­ნეთ, რად­გან რო­გორც თქვით, ისიც იყო ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში, რომ თქვენ, 7 თვის ორ­სულს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა და­გე­წე­რათ.

- ვი­საც ვიც­ნობ­დი და რაც შე­მეძ­ლო, ყვე­ლა შე­ვა­წუ­ხე. ვი­თხოვ­დი, იქ­ნებ ვინ­მემ მი­აწ­ვდი­ნოთ ხმა გუ­ბერ­ნა­ტორს, რომ ცნო­ბა მომ­ცენ, ეს დო­კუ­მენ­ტი მე­კუთ­ვნის და დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­დე მეთ­ქი. მა­ნამ­დე გამ­გე­ო­ბის შიდა უა­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნაც და­მი­წე­რეს, თით­ქოს რა­ღაც დარ­ღვე­ვე­ბი იყო, რა­ზე­დაც მე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი დავ­წე­რე, ყვე­ლა ბრალ­დე­ბა გა­ვა­ბა­თი­ლე.

მე ვი­საც და­ვა­რე­კი­ნე გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვილ­მა მას უთხრა, რომ ის ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ­და და პრინ­ცი­პის ამ­ბა­ვი იყო, რომ ამ სა­კი­თხზე ჩემს მე­უღ­ლეს­თან ელა­პა­რა­კა პი­რა­დად.

რო­გორც ეს გა­ვი­გეთ, ჩემი მე­უღ­ლე და­უ­კავ­შირ­და მას და უთხრა, რომ შენ პი­რა­დად გქო­ნია ჩემ­თან სა­სა­უბ­რო და მე ჩა­მო­ვა­ლო. შეხ­ვედ­რა იმა­ვე დღეს შედ­გა. 20 ან 21 იან­ვა­რი იყო. გუ­ბერ­ნა­ტო­რის სა­მუ­შაო ოთახ­ში ჩემს მე­უღ­ლეს სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ბე­ლიც დახ­ვდა. ნა­წყე­ნი იყო გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რომ მე ეს სი­ტყვე­ბი ვთქვი და ვი­ღა­ცებს და­ვა­რე­კი­ნე მას­თან და ირაკ­ლის პრინ­ცი­პის ამ­ბა­ვი იყო, რომ მე აუ­ცი­ლებ­ლად და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა. გუ­ბერ­ნა­ტორ­მა თქვა, რომ მომ­ცემ­დნენ დეკ­რე­ტუ­ლის თან­ხას, ოღონდ თან უნდა მი­მე­ყო­ლე­ბი­ნა პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, იმი­ტომ რომ, ეს იყო ირაკ­ლის პრინ­ცი­პი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

7 თვის ორსული - გამგებელმა და გუბერნატორმა მაიძულეს გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა

7 თვის ორსული - გამგებელმა და გუბერნატორმა მაიძულეს გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა

თეონა ტაველიშვილი საგარეჯოს გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობდა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 4 თებერვალს დაწერა. ამას წინ უძღოდა პოლიციაში 7 თვის ორსულის რამდენიმესაათიანი დაკითხვა, შემოწმება და ნერვიულობის ნიადაგზე გონების დაკარგვა. საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მას შრომის კოდექსით გათვალისწინებული - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

თეონა ტაველიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. 2011–2012 წლებში, აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლების და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2012 წლის ივლისში, ის საგარეჯოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა 7 თვის ორსული თანამდებობიდან 2015 წლის 18 თებერვალს გაათავისუფლა. თეონა ამჟამად მეუღლესთან და შვილთან (1 წლის და 7 თვის) ერთად ამერიკაში, ძმასთან იმყოფება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასთან ინტერვიუ სკაიპით ჩაწერა.

-თეონა, რატომ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

- მე დავწერე განცხადება, მაგრამ თუ გამოითხოვთ და გაეცნობით, მითითებული მაქვს, რომ ვარ შვიდი თვის ორსული და ვითხოვდი დეკრეტულ შვებულებას. მინდოდა დამეწერა, თქვენი სიტყვიერი დავალებით ვწერ ამ განცხადებას მეთქი, მაგრამ იმდენად დაძაბული და შეშინებული ვიყავი იმ დღეებში, რომ ამის დაწერაც კი ვერ გავბედე.

ეს იყო ზეწოლა და დავალება პირადად გამგებლისგან და გუბერნატორისგან, რომ მე დამეწერა განცხადება. სხვა შემთხვევაში სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ როდესაც შვიდ თვეზე მეტი ხნის ორსული ხარ და უკვე დეკრეტული შვებულება გეკუთვნის, (მით უმეტეს, რომ დეკრეტულის საავადმყოფო ფურცელი მიტანილი მქონდა გამგეობაში და 2 თებერვალს იყო გახსნილი), 4 თებერვალს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დამეწერა.

მინდოდა 183 დღე მესარგებლა ორსულობის და მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულებით, ხოლო შემდეგ დაბადების მოწმობის წარდგენას და ბავშვის მოვლის გამო სრულად, 730 დღით სარგებლობას ვაპირებდი, მაგრამ მაიძულებდნენ, რომ განცხადება დამეწერა... იძულებული გავხდი.

-ვინ და როგორ გაიძულებდათ?

- ყველაფერი ასე დაიწყო. მე ჩაჩავას კლინიკაში ვიყავი რეგისტრირებული. დეკრეტულის ფურცელი რომ წამომეღო კლინიკიდან, სამსახურიდან უნდა წარმედგინა ცნობა, რომ ნამდვილად დასაქმებული ვიყავი. გამგეობაში დავწერე განცხადება და მოვითხოვე, მოეცათ ცნობა, რომ ნამდვილად ვმუშაობდი, მაგრამ გამგებელმა ტელეფონით საუბრისას მითხრა, რომ მე ამ ცნობას ვერ მივიღებდი. მე და შენ უნდა ვილაპარაკოთო. ვუთხარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს, რომ სამსახურში კიდევ ვიარო-მეთქი. ისევ მითხრა, რომ ცნობას ვერ მივიღებდი. ვკითხე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასეთი ცნობა შეიძლება დაწესებულებამ არ გასცეს, ის არის, რომ დასაქმებული არ იყო და ხომ ისევ ვმუშაობ მეთქი? მიპასუხა, კი მუშაობო.

მეორე დღეს გამგებელს ისევ მივწერე, დავურეკე, რომ იქნებ მოახერხოთ და დამელაპარაკოთ, ცნობას რატომ არ მაძლევთ-მეთქი. ვერაფრით ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა. საღამოს ჩემმა მეუღლემ დაინახა, რომ გამგეობასთან იდგა გამგებლის მანქანა. სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო. მეუღლემ დამირეკა, მოდი ახლა მივაკითხოთო. მივედით, გამგებელი გარეთ გამოვიდა და ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ უნდა დავწერო განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რადგან კონკურსის მიმდინარეობისას კომისიის ერთ-ერთ წევრთან მე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და ისედაც იციან, ვინ უნდა გაიყვანონ-მეთქი. როგორც გამგებელმა თქვა, ეს სიტყვები გუბერნატორის ყურამდე მისულა და ძალიან გაბრაზებული ყოფილა. გამგებელმა მითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ამ სიტყვებს იძახი, ჩვენი გუნდის წევრი არ ხარ და განცხადება უნდა დაწეროო.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი გათავისუფლებისათვის მიზეზს და საბაბს ეძებდნენ, უნდოდათ რამე ხელჩასაჭიდი ეპოვათ. სამართლებრივი დარღვევა ვერაფერი მიპოვეს, ვერ მათავისუფლებდნენ ორსულობის გამოც, ერთადერთი დარჩა – მაიძულებდნენ თვითონ დამეწერა განცხადება. გამგებელი მიიჩნევდა, რომ მე ვიყავი ისეთ გუნდში, რომელიც მას საბოტაჟს უწყობს. არანაირ გუნდში არ ვიყავი, დავდიოდი სამსახურში, ბოლომდე ვედექი მას გვერდში. ახლა ამხელა მუცლით ვარ, მაგრამ თავიდან უფრო გასაფრთხილებელია ორსულის ჯანმრთელობა. ღამის 11 საათამდე ვიყავი ხოლმე სამსახურში ივლის-აგვისტოში და მის დავალებებს ვასრულებდი.

-ვიცი, რომ თქვენ გუბერნატორს შეეხმიანეთ, რადგან როგორც თქვით, ისიც იყო ჩართული ამ პროცესებში, რომ თქვენ, 7 თვის ორსულს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაგეწერათ.

- ვისაც ვიცნობდი და რაც შემეძლო, ყველა შევაწუხე. ვითხოვდი, იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა გუბერნატორს, რომ ცნობა მომცენ, ეს დოკუმენტი მეკუთვნის და დეკრეტულ შვებულებაში გავიდე მეთქი. მანამდე გამგეობის შიდა უადიტის სამსახურის დასკვნაც დამიწერეს, თითქოს რაღაც დარღვევები იყო, რაზედაც მე ახსნა-განმარტებითი ბარათი დავწერე, ყველა ბრალდება გავაბათილე.

მე ვისაც დავარეკინე გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილმა მას უთხრა, რომ ის ჩემს მეუღლეს ძალიან კარგად იცნობდა და პრინციპის ამბავი იყო, რომ ამ საკითხზე ჩემს მეუღლესთან ელაპარაკა პირადად.

როგორც ეს გავიგეთ, ჩემი მეუღლე დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ შენ პირადად გქონია ჩემთან სასაუბრო და მე ჩამოვალო. შეხვედრა იმავე დღეს შედგა. 20 ან 21 იანვარი იყო. გუბერნატორის სამუშაო ოთახში ჩემს მეუღლეს საგარეჯოს გამგებელიც დახვდა. ნაწყენი იყო გუბერნატორი, რომ მე ეს სიტყვები ვთქვი და ვიღაცებს დავარეკინე მასთან და ირაკლის პრინციპის ამბავი იყო, რომ მე აუცილებლად დამეწერა განცხადება. გუბერნატორმა თქვა, რომ მომცემდნენ დეკრეტულის თანხას, ოღონდ თან უნდა მიმეყოლებინა პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, იმიტომ რომ, ეს იყო ირაკლის პრინციპი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა