პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სალომე ჭაჭუას უკრაინელი პარტნიორი და რა საერთო მიზანი აქვთ მოცეკვავეებს
ვინ არის სალომე ჭაჭუას უკრაინელი პარტნიორი და რა საერთო მიზანი აქვთ მოცეკვავეებს

გუ­შინ­წინ­დე­ლი "პრო­ფი­ლის" შემ­დეგ, სა­დაც მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა ახალ მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი სა­ჭო­რაო თემა მი­ე­ცა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძი­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას და­შო­რე­ბის თე­მას­თან ერ­თად, სა­ლო­მეს ცხოვ­რე­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი მაქ­სი­მის გა­მო­ჩე­ნას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. რო­გორც გა­და­ცე­მი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, მაქ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ სა­ლო­მეს­თვის ჩა­მო­ვი­და და ახლა უკვე მის სტუ­დი­ა­შიც ას­წავ­ლის.

"არი­ან მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რი. ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, რომ უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რი მყავს. პარტნი­ო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც უცხო­ე­თის შე­ჯიბ­რე­ბებ­ში აპი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ვე­ძებ­დი მე­წყვი­ლეს. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო. უმ­რავ­ლე­სო­ბას აქეთ ჩა­მოს­ვლა არ უნ­დო­და. ძა­ლი­ან კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან სა­ქა­რარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ რა­ტომ­რაც მე მინ­დო­და, რომ უცხო­ე­ლი მე­წყვი­ლე მყო­ლო­და. იქ უფრო მე­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს ცეკ­ვე­ბი და მინ­დო­და ჩემ­ზე ბევ­რად კარ­გი მეწ­ვი­ლე მყო­ლო­და. ცეკ­ვის სიძ­ლი­ე­რის მხრივ ვგუ­ლის­ხმობ. მაქ­სი ჩემ­ზე კარ­გად ცეკ­ვავს... თავ­მდაბ­ლო­ბის მხრივ არ ვამ­ბობ, მარ­თლა ასეა", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ამ.

რო­დე­საც მაია ასა­თი­ან­მა მაქ­სიმს მი­მარ­თა შე­კი­თხვით, თუ რო­გორ გა­იც­ნეს ეთ­მა­ნე­თი მან და სა­ლო­მემ, მაქსმა უპა­სუ­ხა, რომ ჯერ სა­ლო­მეს ვერ­სი­ის მოს­მე­ნა სურ­და.

"მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი რო­დე­საც ვე­ძებთ მე­წყვი­ლეს, არის ასე­თი სა­ი­ტე­ბი ცეკ­ვის, სა­დაც ათავ­სებ შენს რე­გა­ლი­ებს, ვინ ხარ, რა კლა­სი გაქვს... ორი სა­ი­ტი არ­სე­ბობს ასე­თი, მე რო­გორც ვიცი. იქ უთი­თებ შენს მე­ილს, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს და ა.შ. მაქსმა გა­და­წყვი­ტა, რომ მო­ე­წე­რა მე­სი­ჯის სა­ხით, ანუ ტე­ლე­ფონ­ზე. ისე მოხ­და, რომ მე მისი ცეკ­ვის ვი­დე­ო­ე­ბი ვერ ვნა­ხე. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, არ ვუ­პა­სუ­ხე. მან მომ­წე­რა, რომ მეც ვე­ძებ მე­წყვი­ლეს და გა­ვა­კე­თოთ ცეკ­ვის "პრო­ბიო", - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მემ.

მაქსს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს და მი­აჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, ვი­ნა­ი­დან სა­ლო­მეს მსგავ­სი მე­წყვი­ლე იპოვ­ნა.

"წე­ლი­წა­დი ვი­ყა­ვი მე­წყვი­ლეს გა­რე­შე, მერე ეს მომ­ბეზ­რდა და შე­ვე­დი სა­იტ­ზე, და­ვი­ნა­ხე ლა­მა­ზი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან, მო­მე­წო­ნა. პირ­ვე­ლი ეს იყო რაც შევ­ნიშ­ნე, ვნა­ხე ნო­მე­რიც ეწე­რა, მივ­წე­რე ესე­მე­სი და სამი დღე არ მი­პა­სუ­ხა. მივ­წე­რე, მე ვარ მაქ­სი­მი უკ­რა­ი­ნი­დან, ვცეკ­ვავ ამ­დე­ნი წე­ლია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია ჩემს შე­სა­ხებ. სულ ეს იყო, ორი თუ სამი დღე გა­ვი­და და და­მა­ვი­წყდა კი­დეც ეს ესე­მე­სე­ბი. სამი დღის შემ­დეგ მო­ვი­და პა­სუ­ხი. ზუს­ტად არ მახ­სოვს რა მომ­წე­რა. "ბო­დი­ში, ესე­მე­სებ­მა დიდ­ხანს ვერ მო­აღ­წია შე­ნამ­დე", - თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი.

პირ­ვე­ლი­ვე ჩა­მოს­ვლა­ზე თავი ვიგ­რძე­ნი, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. არ ვიცი, ასე მი­მი­ღეს. ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ა­ნო და ეს მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­მი­ღეს რო­გორც ში­ნა­უ­რი. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, მოვ­სინ­ჯეთ ორ დღე­ში, ოთხი დღის შემ­დეგ კი ჩე­მოდ­ნე­ბით ჩა­მო­ვე­დი. აქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მაქვს უკვე.

ძა­ლი­ან ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი შემ­თხვე­ვით ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. ასეც მოხ­და... როცა ჩა­მო­ვე­დი და სა­ლო­მეს­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, ვერც მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და... ჩემ­თვის არა­ვის აუხ­სნია, ვი­ნაა ეს გო­გო­ნა, რას წარ­მო­ად­გენს. ასე გა­მო­ვი­და, ძა­ლი­ან ირბლი­ა­ნი ვარ", - აღ­ნიშ­ნა მო­ცეკ­ვა­ვემ.

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ამ მაქსთან ერ­თად სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა.

"ჩვენ უკვე ორ ტურ­ნირ­ზე ვი­ყა­ვით და სა­ბო­ლო­ოდ მინ­და, რომ სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში კარგ შე­დე­გებს მი­ვაღ­წიო. მაქსსაც ასე­თი სურ­ვი­ლი აქვს და გვინ­და, რომ სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში კარგ შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ოთ. ყვე­ლა­ზე კარ­გად ცეკ­ვა­ში მაქსს შე­ვე­წყვე. არ ვიცი რა­ტომ და რო­გორ მოხ­და, მაგ­რამ ძა­ლა­ინ მარ­ტი­ვად შე­ვე­წყვეთ.

ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მაა კარ­გი შე­დე­გი. იმას ვცდი­ლობთ, რომ რე­ი­ტინ­გის და მე­წყვი­ლე­ე­ბის მხრივ შე­ვი­დეთ ჯერ­ჯე­რო­ბით მსოფ­ლი­ოს 50-ულში და მერე ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა. მაქ­სი ჩემს სტუ­დი­ა­ში არის ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფი. ერ­თად ვას­წავ­ლით და ცალ­კე ჯგუ­ფე­ბიც გვყავს", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ამ.

სა­უბ­რის და­სას­რულს მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე მო­რიგ კო­მენ­ტარს აკე­თებს

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ არის სალომე ჭაჭუას უკრაინელი პარტნიორი და რა საერთო მიზანი აქვთ მოცეკვავეებს

ვინ არის სალომე ჭაჭუას უკრაინელი პარტნიორი და რა საერთო მიზანი აქვთ მოცეკვავეებს

გუშინწინდელი "პროფილის" შემდეგ, სადაც მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ახალ მეწყვილესთან ერთად გამოჩნდა, საზოგადოებას ახალი საჭორაო თემა მიეცა. სოციალურ ქსელებში მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას დაშორების თემასთან ერთად, სალომეს ცხოვრებაში უკრაინელი მაქსიმის გამოჩენას განიხილავენ. როგორც გადაცემიდან გახდა ცნობილი, მაქსი საქართველოში საგანგებოდ სალომესთვის ჩამოვიდა და ახლა უკვე მის სტუდიაშიც ასწავლის.

"არიან მოცეკვავეები, რომლებსაც ჰყავთ უცხოელი პარტნიორი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, რომ უცხოელი პარტნიორი მყავს. პარტნიორი აუცილებელია, როდესაც უცხოეთის შეჯიბრებებში აპირებ მონაწილეობას. წელიწადნახევარი ვეძებდი მეწყვილეს. ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო. უმრავლესობას აქეთ ჩამოსვლა არ უნდოდა. ძალიან კარგი მოცეკვავეები არიან საქარართველოში, მაგრამ რატომრაც მე მინდოდა, რომ უცხოელი მეწყვილე მყოლოდა. იქ უფრო მეტად არის განვითარებული ეს ცეკვები და მინდოდა ჩემზე ბევრად კარგი მეწვილე მყოლოდა. ცეკვის სიძლიერის მხრივ ვგულისხმობ. მაქსი ჩემზე კარგად ცეკვავს... თავმდაბლობის მხრივ არ ვამბობ, მართლა ასეა", - განაცხადა სალომე ჭაჭუამ.

როდესაც მაია ასათიანმა მაქსიმს მიმართა შეკითხვით, თუ როგორ გაიცნეს ეთმანეთი მან და სალომემ, მაქსმა უპასუხა, რომ ჯერ სალომეს ვერსიის მოსმენა სურდა.

"მოცეკვავეები როდესაც ვეძებთ მეწყვილეს, არის ასეთი საიტები ცეკვის, სადაც ათავსებ შენს რეგალიებს, ვინ ხარ, რა კლასი გაქვს... ორი საიტი არსებობს ასეთი, მე როგორც ვიცი. იქ უთითებ შენს მეილს, ტელეფონის ნომერს და ა.შ. მაქსმა გადაწყვიტა, რომ მოეწერა მესიჯის სახით, ანუ ტელეფონზე. ისე მოხდა, რომ მე მისი ცეკვის ვიდეოები ვერ ვნახე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. მან მომწერა, რომ მეც ვეძებ მეწყვილეს და გავაკეთოთ ცეკვის "პრობიო", - აღნიშნა სალომემ.

მაქსს უკვე საქართველოში ცხოვრების უფლება აქვს და მიაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანია, ვინაიდან სალომეს მსგავსი მეწყვილე იპოვნა.

"წელიწადი ვიყავი მეწყვილეს გარეშე, მერე ეს მომბეზრდა და შევედი საიტზე, დავინახე ლამაზი გოგონა საქართველოდან, მომეწონა. პირველი ეს იყო რაც შევნიშნე, ვნახე ნომერიც ეწერა, მივწერე ესემესი და სამი დღე არ მიპასუხა. მივწერე, მე ვარ მაქსიმი უკრაინიდან, ვცეკვავ ამდენი წელია, ჩვეულებრივი ინფორმაცია ჩემს შესახებ. სულ ეს იყო, ორი თუ სამი დღე გავიდა და დამავიწყდა კიდეც ეს ესემესები. სამი დღის შემდეგ მოვიდა პასუხი. ზუსტად არ მახსოვს რა მომწერა. "ბოდიში, ესემესებმა დიდხანს ვერ მოაღწია შენამდე", - თუ რაღაც ამდაგვარი.

პირველივე ჩამოსვლაზე თავი ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. არ ვიცი, ასე მიმიღეს. ამბობენ, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიანო და ეს მართალი აღმოჩნდა. მიმიღეს როგორც შინაური. ბევრი არ მიფიქრია, მოვსინჯეთ ორ დღეში, ოთხი დღის შემდეგ კი ჩემოდნებით ჩამოვედი. აქ ცხოვრების უფლება მაქვს უკვე.

ძალიან ძალიან გაგვიმართლა. ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდება ცხოვრებაში. ასეც მოხდა... როცა ჩამოვედი და სალომესთან ერთად ქუჩაში გავედი, ვერც მივხვდი, რა ხდებოდა... ჩემთვის არავის აუხსნია, ვინაა ეს გოგონა, რას წარმოადგენს. ასე გამოვიდა, ძალიან ირბლიანი ვარ", - აღნიშნა მოცეკვავემ.

სალომე ჭაჭუამ მაქსთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენ უკვე ორ ტურნირზე ვიყავით და საბოლოოდ მინდა, რომ სპორტულ კარიერაში კარგ შედეგებს მივაღწიო. მაქსსაც ასეთი სურვილი აქვს და გვინდა, რომ სპორტულ კარიერაში კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ყველაზე კარგად ცეკვაში მაქსს შევეწყვე. არ ვიცი რატომ და როგორ მოხდა, მაგრამ ძალაინ მარტივად შევეწყვეთ.

ჩვენი უახლოესი გეგმაა კარგი შედეგი. იმას ვცდილობთ, რომ რეიტინგის და მეწყვილეების მხრივ შევიდეთ ჯერჯერობით მსოფლიოს 50-ულში და მერე ვნახოთ, როგორ იქნება. მაქსი ჩემს სტუდიაში არის ერთ-ერთი ქორეოგრაფი. ერთად ვასწავლით და ცალკე ჯგუფებიც გვყავს", - განაცხადა სალომე ჭაჭუამ.

საუბრის დასასრულს მოცეკვავეებმა სექსუალური ცეკვა შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: სალომე ჭაჭუასთან დაშორების შესახებ გიორგი ვარდოსანიძე მორიგ კომენტარს აკეთებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება