კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოზარდების "სასტიკი" დიეტები
მოზარდების "სასტიკი" დიეტები

16 წლის ნა­ტას პირ­და­პირ გაკ­ვე­თილ­ზე მჯდომს წა­უ­ვი­და გული და სკა­მი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ია­ტაკ­ზე გა­გორ­და;

მას­წავ­ლე­ბელ­საც და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­საც გუ­ლე­ბი და­უ­ხეთ­ქა...

როცა 10 წუ­თის შემ­დე­გაც ვერ მო­ვი­და გონს, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გა­მო­უ­ძა­ხეს და მხო­ლოდ ექიმს გა­უმ­ხი­ლა ანამ - ნა­ტას უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი:

- 3 დღეა, არც არა­ფე­რი უჭა­მია და წყლის და­ლე­ვაც კი შე­ზღუ­და იმის გამო, რომ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ჩვე­ნე­ბი­დან მოხ­სნეს, მისი საყ­ვა­რე­ლი კა­ბე­ბი კი სხვას გა­და­უ­ლო­ცეს: ზედ­მეტ სამ კი­ლოგ­რამს ვიდ­რე არ და­აგ­დებ, იმე­დი არ გქონ­დეს, რომ პო­დი­უმ­ზე და­გაბ­რუ­ნებ­თო. ნა­ტას კი ძა­ლი­ან უნდა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­დეს და სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­დეს. მის­თვის დიდი სტრე­სი იყო და­სა­წყის­ში­ვე ასე­თი უარ­ყო­ფა. და­ი­ფი­ცა: სი­ცო­ცხლის ფა­სად რომ და­მიჯ­დეს, მა­ინც და­ვიბ­რუ­ნებ სა­სურ­ველ წო­ნა­სო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ასე არ შე­იძ­ლე­ბო­და-მეთ­ქი, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რა და აი, შე­დე­გიც...

გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და რამ­დე­ნი­მე გა­დას­ხმა დას­ჭირ­და, რომ ფეხ­ზე დად­გო­მა და წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეს­ძლე­ბო­და. ექიმ­მა სას­ტი­კად აუკ­რძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დი­ე­ტა და მშობ­ლებს მისი ფსი­ქო­თე­რა­პევტთან მიყ­ვა­ნა ურ­ჩია:

- პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა არას­რულ­წლო­ვა­ნი და ცოტა უფ­რო­სი გო­გო­ნე­ბი ჩვენ­თან მსგავ­სი და კი­დევ უფრო მძი­მე პრობ­ლე­მე­ბით მოჰ­ყავთ. "გამ­ხდარ­მა მო­დამ" მო­ზარ­დებს ფსი­ქი­კა ლა­მის და­უნ­გრია. მარ­თა­ლია, სიმ­სუქ­ნეც არ არის მო­სა­წო­ნი, მაგ­რამ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე დი­ე­ტის დაც­ვა ისე­თი­ვე და­ნა­შა­უ­ლია, რო­გორც ია­ტაკ­ქვე­შა აბორ­ტე­ბი ან ექიმ­ბა­შე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო გარ­თუ­ლე­ბებ­ზე. მე თუ მკი­თხავთ, და­სა­ჭე­რია ყვე­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვინც არას­რულ­წლო­ვან მო­დე­ლებს ამუ­შა­ვებს და თან - ატე­რო­რებს, სი­გამ­ხდრეს აძა­ლებს... რე­ა­ლუ­რად, ნა­ტას თა­ვის სი­მაღ­ლეს­თან შე­და­რე­ბით იდე­ა­ლუ­რი წონა აქვს და ერთი-ორი კი­ლოგ­რა­მის მო­მა­ტე­ბა მო­უხ­დე­ბო­და კი­დეც. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებს ნორ­მა­ლუ­რი აღ­ნა­გო­ბის ქა­ლე­ბი კი არა, ძვალ­ზე გა­დაკ­რუ­ლი ტყა­ვე­ბი სჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ მე­ზი­ზღე­ბა ე.წ. "მა­ღა­ლი მოდა" და არა­სო­დეს ვუ­ყუ­რებ თუნ­დაც, მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და სა­მო­დე­ლო სახ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებს. მათი მო­დე­ლე­ბი ქა­ლე­ბი კი არა, სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ზექ­ტუ­რი­დან გაყ­ვა­ნი­ლი, ზომ­ბი­რე­ბუ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი მგო­ნია...

- არც ასეა ალ­ბათ საქ­მე! - ვცა­დე აზრი შე­მეც­ვლე­ვი­ნე­ბი­ნა მო­დის "მო­ძუ­ლე" ექი­მის­თვის, მაგ­რამ არც მო­მის­მი­ნა:

- და­მი­ჯე­რეთ, არც ერთ ნორ­მა­ლურ მა­მა­კაცს არ მოს­წონს გამ­ხდა­რი ქალი, რო­მელ­საც არც საჯ­დო­მი აქვს, არც - მკერ­დი და ნეკ­ნე­ბიც გათ­ბო­ბის "ბა­ტა­რე­ი­კის" მსგავ­სად აქვს ამოჩ­რი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მო­ზარ­დებს ამის და­ჯე­რე­ბა არ უნ­დათ და "სას­ტიკ" დი­ე­ტებს მი­მარ­თა­ვენ. შე­დე­გად, არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად იმა­ხინ­ჯე­ბენ თავს, არა­მედ ფსი­ქი­კა­საც ის­პო­ბენ და ჯან­მრთე­ლო­ბა­საც გა­მო­უს­წო­რე­ბელ დარ­ტყმას აყე­ნე­ბენ...

ექიმ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ იმ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­საც გა­ვე­სა­უბ­რე, სა­დაც გო­გო­ნა სამ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, და­დის. ქალ­ბა­ტო­ნი ნანა შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მომ­ხდა­რით:

- რა ვქნა, ასე­თი სას­ტი­კია მო­დის სამ­ყა­რო; თუ სტან­დარ­ტებს არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, ყუ­რა­დღე­ბას ვერ მი­ვიქ­ცევთ. ნა­ტას აღარ მო­უხ­და ის კა­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც დიდ იმედს ვამ­ყა­რებთ მო­დის კვი­რე­ულ­ზე და ამი­ტომ ჩა­ვა­ნაც­ვლეთ სხვა მო­დე­ლით. ასე­თი რამ ხდე­ბა ხოლ­მე და არ მე­გო­ნა, ამ გო­გო­ნას ასე­თი რე­აქ­ცია თუ ექ­ნე­ბო­და...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მოზარდების "სასტიკი" დიეტები

მოზარდების "სასტიკი" დიეტები

16 წლის ნატას პირდაპირ გაკვეთილზე მჯდომს წაუვიდა გული და სკამიდან გადმოვარდნილი იატაკზე გაგორდა;

მასწავლებელსაც და თანაკლასელებსაც გულები დაუხეთქა...

როცა 10 წუთის შემდეგაც ვერ მოვიდა გონს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოუძახეს და მხოლოდ ექიმს გაუმხილა ანამ - ნატას უახლოესმა მეგობარმა მომხდარის მიზეზი:

- 3 დღეა, არც არაფერი უჭამია და წყლის დალევაც კი შეზღუდა იმის გამო, რომ სამოდელო სააგენტოში ჩვენებიდან მოხსნეს, მისი საყვარელი კაბები კი სხვას გადაულოცეს: ზედმეტ სამ კილოგრამს ვიდრე არ დააგდებ, იმედი არ გქონდეს, რომ პოდიუმზე დაგაბრუნებთო. ნატას კი ძალიან უნდა ცნობილი მოდელი გახდეს და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. მისთვის დიდი სტრესი იყო დასაწყისშივე ასეთი უარყოფა. დაიფიცა: სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაინც დავიბრუნებ სასურველ წონასო. ვეუბნებოდი, - ასე არ შეიძლებოდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და აი, შედეგიც...

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე გადასხმა დასჭირდა, რომ ფეხზე დადგომა და წონასწორობის შენარჩუნება შესძლებოდა. ექიმმა სასტიკად აუკრძალა ნებისმიერი სახის დიეტა და მშობლებს მისი ფსიქოთერაპევტთან მიყვანა ურჩია:

- პირველი შემთხვევა არ არის, როცა არასრულწლოვანი და ცოტა უფროსი გოგონები ჩვენთან მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე პრობლემებით მოჰყავთ. "გამხდარმა მოდამ" მოზარდებს ფსიქიკა ლამის დაუნგრია. მართალია, სიმსუქნეც არ არის მოსაწონი, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დიეტის დაცვა ისეთივე დანაშაულია, როგორც იატაკქვეშა აბორტები ან ექიმბაშების მიერ ჩატარებული ოპერაციები, რომელთაც ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ სამედიცინო გართულებებზე. მე თუ მკითხავთ, დასაჭერია ყველა სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ვინც არასრულწლოვან მოდელებს ამუშავებს და თან - ატერორებს, სიგამხდრეს აძალებს... რეალურად, ნატას თავის სიმაღლესთან შედარებით იდეალური წონა აქვს და ერთი-ორი კილოგრამის მომატება მოუხდებოდა კიდეც. სამოდელო სააგენტოებს ნორმალური აღნაგობის ქალები კი არა, ძვალზე გადაკრული ტყავები სჭირდებათ. ამიტომ მეზიზღება ე.წ. "მაღალი მოდა" და არასოდეს ვუყურებ თუნდაც, მსოფლიოში განთქმული სააგენტოებისა და სამოდელო სახლების ჩვენებებს. მათი მოდელები ქალები კი არა, საავადმყოფოს პროზექტურიდან გაყვანილი, ზომბირებული მიცვალებულები მგონია...

- არც ასეა ალბათ საქმე! - ვცადე აზრი შემეცვლევინებინა მოდის "მოძულე" ექიმისთვის, მაგრამ არც მომისმინა:

- დამიჯერეთ, არც ერთ ნორმალურ მამაკაცს არ მოსწონს გამხდარი ქალი, რომელსაც არც საჯდომი აქვს, არც - მკერდი და ნეკნებიც გათბობის "ბატარეიკის" მსგავსად აქვს ამოჩრილი. სამწუხაროდ, მოზარდებს ამის დაჯერება არ უნდათ და "სასტიკ" დიეტებს მიმართავენ. შედეგად, არა მხოლოდ გარეგნულად იმახინჯებენ თავს, არამედ ფსიქიკასაც ისპობენ და ჯანმრთელობასაც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ...

ექიმთან საუბრის შემდეგ იმ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელსაც გავესაუბრე, სადაც გოგონა სამ წელიწადზე მეტია, დადის. ქალბატონი ნანა შეწუხებული იყო მომხდარით:

- რა ვქნა, ასეთი სასტიკია მოდის სამყარო; თუ სტანდარტებს არ დავემორჩილებით, ყურადღებას ვერ მივიქცევთ. ნატას აღარ მოუხდა ის კაბები, რომლებზეც დიდ იმედს ვამყარებთ მოდის კვირეულზე და ამიტომ ჩავანაცვლეთ სხვა მოდელით. ასეთი რამ ხდება ხოლმე და არ მეგონა, ამ გოგონას ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია