მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტი" განახლდა
პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტი" განახლდა

პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში ეთ­ნი­კუ­რად ქის­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის გაგ­ზავ­ნა გა­ნახ­ლდა. სო­ფელ დუ­ის­ში მცხოვ­რებ 18 წლის ბეს­ლან მარ­გოშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი 2015 წლის 12 იან­ვრი­დან ეძებ­დნენ. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეს­ლან მარ­გოშ­ვი­ლი სი­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" (ISIS) მებ­რძო­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია.

"12 იან­ვარს გა­ვი­და სახ­ლი­დან და მას შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს. შუ­ა­დღის ორი სა­ა­თი იყო, სახ­ლში რომ მო­ვე­დი, გო­გოს ვკი­თხე, ბეს­ლა­ნი სად არის მეთ­ქი და გა­ვი­დაო, ომა­ლო­ში მივ­დი­ვა­რო, ასე უთ­ქვამს. იმის შემ­დეგ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ქა­ლაქ­ში ერთხე­ლაც არ არის ეგ ბიჭი ნამ­ყო­ფი. არ­ცერ­თი სა­ბუ­თი არ ჰქონ­და, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბაც სახ­ლში გვაქვს. ფული არ ჰქონ­და, ისეა გა­სუ­ლი. მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა, დედა, მე თურ­ქეთ­ში ვარო", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ბეს­ლან მარ­გოშ­ვი­ლის დე­დამ, მა­ნია ფა­რე­უ­ლი­ძემ.

ბეს­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მა­მის თქმით, მან 13 იან­ვარს შს ახ­მე­ტის სამ­მარ­თვე­ლოს დუ­ი­სის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბას მი­მარ­თა იმის და­სა­ზუს­ტებ­ლად, ჰქონ­და თუ არა მის შვილს მე­ო­რე პას­პორ­ტი.

"მე­ო­რე დღეს დუ­ი­სის პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვე­დი. ვკი­თხე, პას­პორ­ტი სად აქვს მეთ­ქი აღე­ბუ­ლი და უფ­ლე­ბა არ გვაქვს, რომ გი­თხრა­თო. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, პას­პორ­ტი სად ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. სახ­ლში გვაქვს მისი პას­პორ­ტი, არ­ცერ­თი სა­ბუ­თი არ ჰქონ­და, არ­ვი­ცი აუ­ღეს, თუ ისე გა­და­იყ­ვა­ნეს. მარ­ტო არ წა­ვი­დო­და, ეგ ყვე­ლამ იცის. კა­პი­კი ფული არ ჰქონ­და, ალ­ბათ ვი­ღაც და­ეხ­მა­რა. ვე­ლო­დე­ბით, რო­დის ჩა­მო­ვა... ან ჩა­მო­ვა, ან არა..." - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ნო­დარ მარ­გოშ­ვილ­მა.

შსს-ს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ზე დაყ­რდნო­ბით, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს აქვს გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბეს­ლან მარ­გოშ­ვილ­ზე 2015 წლის იან­ვარ­ში გა­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­რი­ა­ში კი ის თურ­ქე­თის გავ­ლით მოხ­ვდა.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის ცნო­ბი­ლია იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბაც, რომ­ლებ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში 18 წლის ახალ­გაზ­რდის გა­დაყ­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტი" განახლდა

პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების "ექსპორტი" განახლდა

პანკისის ხეობიდან სირიაში ეთნიკურად ქისტი ახალგაზრდების გაგზავნა განახლდა. სოფელ დუისში მცხოვრებ 18 წლის ბესლან მარგოშვილს ოჯახის წევრები 2015 წლის 12 იანვრიდან ეძებდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბესლან მარგოშვილი სირიაში იმყოფება და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) მებრძოლების შემადგენლობაშია.

"12 იანვარს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ მინახავს. შუადღის ორი საათი იყო,  სახლში რომ მოვედი, გოგოს ვკითხე, ბესლანი სად არის მეთქი და გავიდაო, ომალოში მივდივარო, ასე უთქვამს. იმის შემდეგ არ დაბრუნებულა. ქალაქში ერთხელაც არ არის ეგ ბიჭი ნამყოფი. არცერთი საბუთი არ ჰქონდა, პირადობის მოწმობაც სახლში გვაქვს. ფული არ ჰქონდა, ისეა გასული. მეორე დღეს დამირეკა, დედა, მე თურქეთში ვარო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბესლან მარგოშვილის დედამ, მანია ფარეულიძემ.

ბესლან მარგოშვილის მამის თქმით, მან 13 იანვარს შს ახმეტის სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებას მიმართა იმის დასაზუსტებლად, ჰქონდა თუ არა მის შვილს მეორე პასპორტი.

"მეორე დღეს დუისის პოლიციაში მივედი. ვკითხე, პასპორტი სად აქვს მეთქი აღებული და უფლება არ გვაქვს, რომ გითხრათო. მაინტერესებდა, პასპორტი სად ჰქონდა აღებული. სახლში გვაქვს მისი პასპორტი, არცერთი საბუთი არ ჰქონდა, არვიცი აუღეს, თუ ისე გადაიყვანეს. მარტო არ წავიდოდა, ეგ ყველამ იცის. კაპიკი ფული არ ჰქონდა, ალბათ ვიღაც დაეხმარა. ველოდებით, როდის ჩამოვა... ან ჩამოვა, ან არა..." - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ მარგოშვილმა.

შსს-ს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ბესლან მარგოშვილზე 2015 წლის იანვარში გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი. საქართველოდან სირიაში კი ის თურქეთის გავლით მოხვდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობაც, რომლებმაც სავარაუდოდ, პანკისის ხეობიდან სირიაში 18 წლის ახალგაზრდის გადაყვანის ორგანიზება განახორციელეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა