მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლაც oh my god" - ოზურგეთის გამგებლის ახალი 43 000 ლარიანი მანქანა და მისი განმარტება
"მართლაც oh my god" - ოზურგეთის გამგებლის ახალი 43 000 ლარიანი მანქანა და მისი განმარტება

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯერ კი­დევ არ და­ვი­წყე­ბია აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ავ­თან­დილ ბე­რი­ძის "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" სკან­და­ლი. ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ფილ თუ მოქ­მედ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ უკ­ვირს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ოზურ­გე­თის გამ­გებ­ლის, მე­რაბ ჭა­ნუყ­ვა­ძის მან­ქა­ნამ დე­პუ­ტა­ტი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი გა­ო­ცა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ფოტო "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ოზურ­გე­თის გამ­გებ­ლის ახა­ლი მან­ქა­ნა. მარ­თლაც oh my god:)))", - და­წე­რა ნა­დი­რაშ­ვილ­მა ფო­ტოს აღ­წე­რა­ში.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გამ­გე­ბელ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი წი­ნა­სა­ა­ხალ­წოდ შე­ი­ძი­ნა. ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ერთი თვის წინ "გუ­რი­ა­ნი­უ­სიც" წერ­და:

"ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით დარ­ჩი­ამ და გამ­გე­ბელ­მა მე­რაბ ჭა­ნუყ­ვა­ძემ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ სა­კუ­თარ თავს სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თეს და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი - 40 000 ლა­რი­ა­ნი LEXUS GX 470 და 43 000 ლა­რი­ა­ნი TOYOTA FJ CRUISER შე­ი­ძი­ნეს. ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერგო, ასე­ვე, სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვის, გაწ­ვე­ვი­სა და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ილია ლეჟა­ვას - ღი­რე­ბუ­ლე­ბით 5 ათას 609 ლარი და 10 თეთ­რი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი მე­რაბ ჭა­ნუყ­ვა­ძე ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს:

"ეს სა­კი­თხი საკ­რე­ბუ­ლო­ზეც გა­ვი­ტა­ნეთ - და­მო­უ­კი­დებ­ლად არა­ფე­რი გა­დაგ­ვი­წყვე­ტია. უფრო მეტს გე­ტყვით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხე­ილ გო­გო­ტიშ­ვი­ლი ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის შეს­ყიდ­ვა­საც ითხოვ­და...

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იქნა იმით, რომ ჩვენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, 2014 წლის 15 ივ­ნი­სის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, გა­ას­ხვი­სა უკვე გა­უქ­მე­ბუ­ლი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი ხუთი ერ­თე­უ­ლი მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი "ნივა" და ორი ერ­თე­უ­ლი და­ბა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­და ჩვე­ნი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხა­რისხს.

ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კის ქონა, არა­მედ ის, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას შევ­თა­ვა­ზოთ უკე­თე­სი და ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სი. დრო­უ­ლად მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბა მათი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად.

ვი­ნა­ი­დან, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას ბა­ლანსზე ერი­ცხე­ბო­და მხო­ლოდ 2003 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დეს ბენც 320", რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო, მოკ­ლე­ბუ­ლი იყო იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ დრო­უ­ლად მო­ეხ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გამო, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხელი ეშ­ლე­ბო­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ამ მიზ­ნით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ და­გეგ­მა მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა 50 000 (ორ­მოც­და­ა­თი ათა­სი) ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ჭა­ნუყ­ვა­ძემ.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"მართლაც oh my god" - ოზურგეთის გამგებლის ახალი 43 000 ლარიანი მანქანა და მისი განმარტება

"მართლაც oh my god" - ოზურგეთის გამგებლის ახალი 43 000 ლარიანი მანქანა და მისი განმარტება

საზოგადოებას ჯერ კიდევ არ დავიწყებია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის "ტოიოტა პრადოს" სკანდალი. ქართველ მოსახლეობას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები არ უკვირს, თუმცა ამჯერად ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის მანქანამ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გაოცა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აღნიშნული ავტომობილის ფოტო "ფეისბუქში" გამოაქვეყნა.

"ოზურგეთის გამგებლის ახალი მანქანა. მართლაც oh my god:)))", - დაწერა ნადირაშვილმა ფოტოს აღწერაში.

როგორც აღმოჩნდა, გამგებელმა ავტომობილი წინასაახალწოდ შეიძინა. ამ ამბის შესახებ ერთი თვის წინ "გურიანიუსიც" წერდა:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ წინასაახალწლოდ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთეს და ძვირადღირებული მანქანები - 40 000 ლარიანი LEXUS GX 470 და 43 000 ლარიანი TOYOTA FJ CRUISER შეიძინეს. ახალი ავტომობილი ერგო, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროს ილია ლეჟავას - ღირებულებით 5 ათას 609 ლარი და 10 თეთრი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ეს საკითხი საკრებულოზეც გავიტანეთ - დამოუკიდებლად არაფერი გადაგვიწყვეტია. უფრო მეტს გეტყვით, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი ახალი ავტომანქანის შესყიდვასაც ითხოვდა...

ზემოაღნიშნული განპირობებული იქნა იმით, რომ ჩვენმა წინამორბედმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, გაასხვისა უკვე გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ხუთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი "ნივა" და ორი ერთეული დაბალი გამავლობის ავტომობილი, რომელთა არსებობაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ჩვენი ფუნქციების გახორციელების ხარისხს.

ჩვენი თვითმიზანი არ არის კომფორტული და ძვირადღირებული ავტომობილების პარკის ქონა, არამედ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ უკეთესი და ხარისხიანი სერვისი. დროულად მოვახდინოთ რეაგირება და გადაადგილება მათი საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად.

ვინაიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობას ბალანსზე ერიცხებოდა მხოლოდ 2003 წელს გამოშვებული ავტომანქანა "მერსედეს ბენც 320", რომელიც, ფაქტობრივად, ამორტიზირებულია და მუნიციპალიტეტი, როგორც აღმასრულებელი ორგანო, მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მოეხდინა რეაგირება და გადაადგილება საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად. აღნიშნული პრობლემის გამო, ხშირ შემთხვევაში, ხელი ეშლებოდა მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებას და ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაგეგმა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ფარგლებში", - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

იხილეთ ბმული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია