"ეგეც თქვენი ოცნება და რეალობა!" - ზაზა კორინთელი (ზუმბა) "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღისით მის სახლში მომხდარ არასასიამოვნო ამბავს ავრცელებს.
"ეხლა, ერთ რამეს გეტყვით ცენზურის დაცვის გარეშე და თუ გნებავთ, ბავშვები გაიყვანეთ მაინც. ამ პოსტს ამაღამვე წავშლი ან "ტუ"-ებს დავადებ გინების ადგილას))), თუმცა საერთოდ არ მეცინება!
დღეს დღისით, მზისით 15:00-ზე (კიდევ კარგი სახლში ვიყავი) გავიგე ხმამაღალი ბრახუნი და შუშის მსხვრევის ხმა. თავიდან ვიფიქრე, რომ ალბათ სადარბაზოში მუშებს რაღაც გაუვარდათ და დაემსხვრათ. ზუსტად ნახევარ წუთში (სანამ ფეხზე ჩავიცვი, კურტკა მოვიცვი) გავვარდი გარეთ. სადარბაზოს და ჩემს ვერანდას შორის კარგად ჩაკეტილი, ორმაგი მეტალოპლასტმასის ფანჯარაა და ის დამხვდა გამოდღლეზილი და შუშებჩალეწილი, საიდანაც უკვე, ალბათ, სახლში აპირებდნენ შემოსვლას. ვეღარ დავეწიე, გაქცეულები იყვნენ!
ასე მგონია, რომ პირადი მტერი არ მყავს და არც ქონება მაქვს სახლში ისეთი ფასეული ტელევიზორს, მაცივარს, საწოლებს, გიტარას, ფანდურს და სამუშაო კომპიუტერებს თუ არ ჩავთვლით.
პოლიციამ ძალიან სწრაფად მიიღო რეაგირება 3-5 წუთში ყველა სამსახური (პატრული, კრიმინალური, უბნის ინსპექცია) ადგილზე იყო! მიყვარხართ, ბიჭებო და გოგოებო! დიდი მადლობა! დღეს სახელმწიფო მხოლოდ თქვენზე დგას, ალბათ!
ეგეც თქვენი ოცნება და რეალობა!
სანამ თითოეულ ჩვენგანს არ შეეხება მსგავსი ამბები, ალბათ მანამდე ვიქნებით სირაქლემას პოზაში და მერე უკვე შეიძლება გვიანიც აღმოჩნდეს!
მე, პირადად, დასაკარგი არაფერი მაქვს, ბოლომდე შემოგწირავთ თავს და პოსტ საბჭოთა კრიმინალურ ნაგავს კიდევ უფრო უარესად მო...ს არ გაპატიებთ. თან იცოდეთ, მარტო არ ვარ და საქართველო ჯერ კიდევ ბოლომდე არ მოწამლულა თქვენი შხამით!
ან ქვეყანას მიხედეთ სასწრაფოდ და წიკვინს თავი დაანებეთ ან თქვენივე ცოცხები გაირჭეთ ტრ...ში და სანამ დროა, ისე გა....ით ვოვასთან კრემლში დიდი სიჩქარით უკანმოუხედავად! თქვენი კრიმინალი, გამოყ...ლი, უნიათო, უსამშობლო და უპასუხისმგებლო დედაც მოვ...ან!," - წერს ზუმბა.