მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია" - ბიძინა ივანიშვილი
"არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია" - ბიძინა ივანიშვილი

მო­ლო­დი­ნიც მაქვს და სურ­ვი­ლიც, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე გა­იხ­სნას, - ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. "პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არის ეჭვი - ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი მოკ­ლუ­ლია. ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­წე­რა და თუნ­დაც ის, რაც ხდე­ბო­და ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის საქ­მე­ში. ეს ეჭვი ან უნდა დამ­ტკიც­დეს, ან გა­ქარ­წყლდეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ამაღ­ლდა და მას ხე­ლე­წი­ფე­ბა, ჟვა­ნი­ას საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს. ეს აჟი­ო­ტა­ჟი, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს "რუს­თა­ვი 2"-ზე, შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს იმა­ზე, რომ ზო­გი­ერ­თი ძა­ლი­ან შეშ­ფოთ­და. აქ­ცენ­ტე­ბის გა­და­ტა­ნა სურთ. წინა პლან­ზე წა­მოს­წი­ეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის თემა (რაც მი­უ­ღე­ბე­ლია), არა­და, თა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ სუ­პერ­ლი­ბე­რა­ლე­ბი არი­ან. ამას აკე­თებს "რუს­თა­ვი 2", რო­მე­ლიც, სი­ნამ­დვი­ლე­ში, აგი­ტა­ცი­ის მან­ქა­ნაა და ღმერ­თმა მო­ახ­მა­როს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს სა­კი­თხი, რაც და­მა­ტე­ბით ეჭ­ვებს და კი­თხვებს აჩენს, რამ­დე­ნად სცემს პა­ტივს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ("რუს­თა­ვი 2" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ნა­წი­ლად მი­მაჩ­ნია). აქვე ხაზს ვუს­ვამ - არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არა მაქვს "რუს­თა­ვი 2"-თან, რაც უნდა, ის ულა­პა­რა­კია, მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია "წა­ვი­კი­თხოთ" მათი ქმე­დე­ბე­ბი. აქ­ცენ­ტებს თა­ვი­ან­თი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე კი არ აკე­თე­ბენ, არა­მედ ეფ-ბი-აის დას­კვნა­ზე. მე მგო­ნია, ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა, რო­გო­რიც იყო ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე. ვა­ზა­გაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით იგ­რძნეს, რომ ვერ გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ და ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა ჩა­ი­დი­ნეს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჟვა­ნი­ას საქ­მის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟით, ერთი მხრივ, ცდი­ლო­ბენ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის გა­და­ფარ­ვას, მე­ო­რე მხრივ კი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან, ეში­ნი­ათ, რომ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც მსგავ­სად არ დას­რულ­დეს. "ეს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღ­რმა­ვებს იმ ეჭ­ვებს, რომ ჟვა­ნია მოკ­ლეს", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე, დამ­კვეთ­ზე გავა პრო­კუ­რა­ტუ­რა? ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, რომ ამის დიდი იმე­დი აქვს. "ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს. ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს პირი?! რო­გორც "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­შია", – ამ უბან­ში ვინ შე­იძ­ლე­ბა ქურ­ქის მყიდ­ვე­ლი იყო­სო. თუმ­ცა, მეტს ვერ ვი­ტყვი. პა­ტი­ვი უნდა ვცეთ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იმ­სა­ხუ­რებს თუ არა პა­ტი­ვის­ცე­მას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მათი ლი­დე­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია "კვი­რის პა­ლიტ­რის" 16 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია" - ბიძინა ივანიშვილი

"არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია" - ბიძინა ივანიშვილი

მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნას, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. "პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს ეჭვი ან უნდა დამტკიცდეს, ან გაქარწყლდეს.

პროკურატურის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამაღლდა და მას ხელეწიფება, ჟვანიას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს "რუსთავი 2", რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებებს ("რუსთავი 2" "ნაციონალების" ნაწილად მიმაჩნია). აქვე ხაზს ვუსვამ - არანაირი პრეტენზია არა მაქვს "რუსთავი 2"-თან, რაც უნდა, ის ულაპარაკია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია "წავიკითხოთ" მათი ქმედებები. აქცენტებს თავიანთი გამომძიებლებისა და ექსპერტების ქმედებებზე კი არ აკეთებენ, არამედ ეფ-ბი-აის დასკვნაზე. მე მგონია, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია შეიქმნა, როგორიც იყო ვაზაგაშვილის საქმეზე. ვაზაგაშვილთან დაკავშირებით იგრძნეს, რომ ვერ გადარჩებოდნენ და ახალი უბედურება ჩაიდინეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან, ეშინიათ, რომ ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს. "ეს კი საზოგადოებაში აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ ჟვანია მოკლეს", - აცხადებს ივანიშვილი.

კითხვაზე, დამკვეთზე გავა პროკურატურა? ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამის დიდი იმედი აქვს. "ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვინ შეიძლება იყოს ეს პირი?! როგორც "ვერის უბნის მელოდიებშია", – ამ უბანში ვინ შეიძლება ქურქის მყიდველი იყოსო. თუმცა, მეტს ვერ ვიტყვი. პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა პატივისცემას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლიდერები", - აღნიშნა ივანიშვილმა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია "კვირის პალიტრის" 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა