მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟვანიას ცხედრის ექპერტიზის ამსახველი, აქამდე უცნობი კადრები - რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვლის დილას
ჟვანიას ცხედრის ექპერტიზის ამსახველი, აქამდე უცნობი კადრები - რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვლის დილას

"ვთხოვ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სუს­ტი ნერ­ვე­ბი გაქვთ, და ბავ­შვებს, მო­ცილ­დეთ ეკ­რა­ნებს", - ასე წა­რად­გი­ნა და­ვით კი­კა­ლიშ­ვილ­მა სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო კად­რე­ბი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზი­დან, რო­მე­ლიც 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის დი­ლას არის გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ იქ ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და ექ­სპერ­ტი ლე­ვან ჩი­ჩუა, და ამას­თან, ად­ვო­კა­ტი გელა ქენ­ქა­ძე ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ "ჰა­კიმ ფა­შას" სა­ხე­ლით Youtube-ზე ატ­ვირ­თუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც და­ზი­ა­ნე­ბე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ფო­ტო­შო­პია და რე­ა­ლუ­რად, ცხე­დარს მსგავ­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კე­ფა­ზე არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

ფრაგ­მენ­ტი გა­და­ცე­მი­დან "P.S.":

"ჩვენ ახლა გაჩ­ვე­ნებთ კად­რებს, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი - 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის დი­ლით.

ვი­დე­ო­მა­სა­ლა, მას შემ­დეგ, რაც გუ­შინ ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, ჩვენ მოგ­ვა­წო­და ჩვენ­მა წყა­რომ, და რო­გორც გა­ირ­კვა, ეს კად­რე­ბი სრუ­ლი­ად არ არის სა­ი­დუმ­ლო. ირ­კვე­ვა, რომ ეს ვი­დეო აქვს ად­ვო­კა­ტებ­საც და რა თქმა უნდა, პრო­კუ­რო­რებ­საც; ის საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს. ეს მას შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, რაც კად­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა ვთხო­ვეთ ად­ვო­კატ გელა ქენ­ქა­ძეს (ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას ად­ვო­კა­ტი). მან გვი­თხრა, რომ ნა­ნა­ხი აქვს ეს ვი­დეო და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. მა­გა­ლი­თად, ის სა­უბ­რობს იმ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ტუჩ­ზე ჰქონ­და შიგ­ნი­დან".

გელა ქენ­ქა­ძე, ად­ვო­კა­ტი: თქვენ რომ ნა­ხოთ ექ­სპერ­ტი­ზის ეს ვი­დე­ო­კად­რე­ბი, ნა­ხავთ, რომ ტუჩ­ზე აქვს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, რად­გან არ არის გა­მო­სუ­ლი არც ერთი წვე­თი სის­ხლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თავ­ზე და­ზი­ა­ნე­ბას, რო­გორც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმა იძა­ხის, მას თავ­ზე ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ ად­გი­ლას (წინა მხა­რეს) ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას არ ჰქონ­და თმა და თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რომ ფურ­ცე­ლი­ვით სუფ­თა თავი აქვს, არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ არის, რა­საც ამ­ტკი­ცე­ბენ "ჰა­კიმ ფა­შას" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის ფო­ტო­შო­პით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სჰუ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა, ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ექ­სჰუ­მა­ცი­ის სა­კითხს "თა­ვად ოჯა­ხი აჭი­ა­ნუ­რებს", რად­გან ექ­სჰუ­მა­ცი­ით და­დას­ტურ­დე­ბა, რომ არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და არც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და არც რაულ იუ­სუ­პოვს".

ამა­ვე კად­რებ­ში ჩანს, რომ ექპერ­ტი ლე­ვან ჩა­ჩუა ნამ­დვი­ლად ეს­წრე­ბო­დან ექ­სპერ­ტი­ზას, თუმ­ცა ძნე­ლია იმის გან­სა­ზღვრა, თუ რა პრო­ცე­სებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ის.

P.S.-მა ჟვა­ნის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

VIDEO

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ჟვანიას ცხედრის ექპერტიზის ამსახველი, აქამდე უცნობი კადრები - რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვლის დილას

ჟვანიას ცხედრის ექპერტიზის ამსახველი, აქამდე უცნობი კადრები - რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვლის დილას

"ვთხოვ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი ნერვები გაქვთ, და ბავშვებს, მოცილდეთ ეკრანებს", - ასე წარადგინა დავით კიკალიშვილმა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენები იყო კადრები ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზიდან, რომელიც 2005 წლის 3 თებერვლის დილას არის გადაღებული. კადრებიდან ირკვევა, რომ იქ ნამდვილად იმყოფებოდა ექსპერტი ლევან ჩიჩუა, და ამასთან, ადვოკატი გელა ქენქაძე ამბობს, რომ აღნიშნული კადრები ადასტურებს, რომ "ჰაკიმ ფაშას" სახელით Youtube-ზე ატვირთული ფოტომასალა, რომელშიც დაზიანებებია აღნიშნული, ფოტოშოპია და რეალურად, ცხედარს მსგავსი დაზიანებები კეფაზე არ აღენიშნება.

ფრაგმენტი გადაცემიდან "P.S.":

"ჩვენ ახლა გაჩვენებთ კადრებს, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის დროს არის გადაღებული - 2005 წლის 3 თებერვლის დილით.

ვიდეომასალა, მას შემდეგ, რაც გუშინ ადვოკატებმა გააკეთეს განცხადებები, ჩვენ მოგვაწოდა ჩვენმა წყარომ, და როგორც გაირკვა, ეს კადრები სრულიად არ არის საიდუმლო. ირკვევა, რომ ეს ვიდეო აქვს ადვოკატებსაც და რა თქმა უნდა, პროკურორებსაც; ის საქმის მასალებში დევს. ეს მას შემდეგ გავარკვიეთ, რაც კადრების კომენტირება ვთხოვეთ ადვოკატ გელა ქენქაძეს (ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიას ადვოკატი). მან  გვითხრა, რომ ნანახი აქვს ეს ვიდეო და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, ის საუბრობს იმ დაზიანებაზე, რომელიც ზურაბ ჟვანიას ტუჩზე ჰქონდა შიგნიდან".

გელა ქენქაძე, ადვოკატი: თქვენ რომ ნახოთ ექსპერტიზის ეს ვიდეოკადრები, ნახავთ, რომ ტუჩზე აქვს მცირე დაზიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მიყენებული აქვს სიკვდილის შემდეგ, რადგან არ არის გამოსული არც ერთი წვეთი სისხლი.

რაც შეეხება თავზე დაზიანებას, როგორც ზურაბ ჟვანიას ძმა იძახის, მას თავზე ჰქონდა დაზიანება. სინამდვილეში, ამ ადგილას (წინა მხარეს) ზურაბ ჟვანიას არ ჰქონდა თმა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ფურცელივით სუფთა თავი აქვს, არანაირი დაზიანება არ არის, რასაც ამტკიცებენ "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებულ ვიდეოში. სინამდვილეში, ის ფოტოშოპით არის გაკეთებული.

რაც შეეხება ექსჰუმაციას, რომელიც ოჯახმა მოითხოვა, ადვოკატი ამბობს, რომ ექსჰუმაციის საკითხს "თავად ოჯახი აჭიანურებს", რადგან ექსჰუმაციით დადასტურდება, რომ არანაირი დაზიანება არ ჰქონდა არც ზურაბ ჟვანიას და არც რაულ იუსუპოვს".

ამავე კადრებში ჩანს, რომ ექპერტი ლევან ჩაჩუა ნამდვილად ესწრებოდან ექსპერტიზას, თუმცა ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა პროცესებს ხელმძღვანელობს ის.

P.S.-მა ჟვანის ცხედრის ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალის მხოლოდ მცირე ნაწილი გაასაჯაროვა.

VIDEO

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე

"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს