პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა

უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში შევა 15 თე­ბერ­ვალს, 00:00 სა­ათ­ზე შევა. მინ­სკში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლი 15 თე­ბერ­ვლის 00:00 სა­ათ­ზე უნდა შე­წყდეს. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე მო­ი­ცავს დონ­ბა­სი­დან სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გაყ­ვა­ნას.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, არ­ტი­ლე­რი­ის გაყ­ვა­ნი­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პრო­ცესს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა გა­უ­წი­ოს ეუთო-მ. გარ­და ამი­სა, დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

"ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პირ­ვე­ლი­ვე დღეს უნდა და­ი­წყოს დი­ა­ლო­გი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ; ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მიერ დონ­ბას­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი; უკ­რა­ი­ნა­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა უნდა დას­რულ­დეს 2015 წლის ბო­ლომ­დე; უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ეუთო-ს დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა გა­იყ­ვა­ნონ უცხო­უ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, ია­რა­ღი და მებ­რძო­ლე­ბი;

დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ცალ­კე­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი უნდა მი­ი­ღონ; დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ცალ­კე­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ენობ­რივ გან­სა­ზღვრე­ბას და სატ­რან­სპორ­ტო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­თან; დონ­ბა­სის ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში", - ნათ­ქვა­მია შე­თან­ხმე­ბა­ში.

რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ლი­დე­რებ­მა მინ­სკში აღ­ნიშ­ნულ შე­თან­ხმე­ბას თით­ქმის 16-სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მი­აღ­წი­ეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა. მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. შეთანხმება ასევე მოიცავს დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას.

უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული შეთანხმების თანახმად, არტილერიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს პირველივე დღიდან მონიტორინგი უნდა გაუწიოს ეუთო-მ. გარდა ამისა, დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში მყოფი ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.

"ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ; ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკრაინის მთავრობის მიერ დონბასში მდებარე სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენის პროცესი; უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა უნდა დასრულდეს 2015 წლის ბოლომდე; უკრაინის ტერიტორიიდან ეუთო-ს დაკვირვებით უნდა გაიყვანონ უცხოური სამხედრო ტექნიკა, იარაღი და მებრძოლები;

დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი უნდა მიიღონ; დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ განსაზღვრებას და სატრანსპორტო თანამშრომლობას რუსეთის რეგიონებთან; დონბასის ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა რეგიონული პროკურორებისა და მოსამართლეების შერჩევის პროცესში", - ნათქვამია შეთანხმებაში.

რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში აღნიშნულ შეთანხმებას თითქმის 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა