მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბა და რუ­სე­თი, 18 თე­ბერ­ვალს, ხელს მო­ა­წე­რენ სამ­ხრეთ ოსეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ე.წ. სა­ხელ­წი­ფო სა­ზღვრის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რესი" ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა დე ფაქ­ტო მი­ნის­ტრ, და­ვით სა­ნა­კო­ევ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ნა­კო­ე­ვი მო­მა­ვალ კვი­რას თა­ვად გეგ­მავს მოს­კოვ­ში ჩას­ვლას, სა­დაც არა­ერთ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. იგი რუ­სე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავს.

"ეს შე­ე­ხე­ბა ნატო-ს ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის გახ­სნას გეგ­მავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სტა­ბი­ლუ­რო­ბას ხელს შე­უშ­ლის. ამი­ტომ ჩვენ ჩვე­ნი მხრივ უნდა მი­ვი­ღოთ სა­ჭი­რო ზო­მე­ბი, რათა ვუზ­რუნ­ველ­ყოთ უსაფრ­თხო­ე­ბა. ყვე­ლა ამ სა­კი­თხზე ჩვენ სერ­გეი ლავ­როვ­თან შეხ­ვედ­რი­სას ვი­სა­უბ­რებთ და შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ნა­კო­ევ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი 2008 წლის შემ­დეგ ცდი­ლობს სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბას. თუმ­ცა, ამა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე და მისი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ხელს უშ­ლი­ან. "ამ კუ­თხით ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებთ შე­დე­გის მიღ­წე­ვას, ვცდი­ლობთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენ მოგ­ვის­მე­ნენ", - აცხა­დებს სა­ნა­კო­ე­ვი.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვალ კვი­რას რუ­სე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას მხა­რე­ე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზეც იმ­სჯე­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტი ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბამ რუ­სეთს უკვე გა­და­უგ­ზავ­ნა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მას მხა­რე­ე­ბი ხელს მალე მო­ა­წე­რენ.

მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტი მოს­კოვ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბას­თა­ნაც გა­ა­ფორ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთი, 18 თებერვალს, ხელს მოაწერენ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას.

ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ, დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი მომავალ კვირას თავად გეგმავს მოსკოვში ჩასვლას, სადაც არაერთ შეხვედრას გამართავს. იგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

"ეს შეეხება ნატო-ს ინტერესებს საქართველოში, რომელიც საწვრთნელი ბაზის გახსნას გეგმავს. ეს ყველაფერი კი სტაბილურობას ხელს შეუშლის. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ უნდა მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება. ყველა ამ საკითხზე ჩვენ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ვისაუბრებთ და შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ", - განაცხადა სანაკოევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ ცდილობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოპოვებას. თუმცა, ამაში ქართული მხარე და მისი დასავლელი პარტნიორები ხელს უშლიან. "ამ კუთხით ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ შედეგის მიღწევას, ვცდილობთ სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მოგვისმენენ", - აცხადებს სანაკოევი.

მისივე თქმით, მომავალ კვირას რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ. აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს უკვე გადაუგზავნა, გავრცელებული ცნობით, მას მხარეები ხელს მალე მოაწერენ.

მსგავსი დოკუმენტი მოსკოვმა რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა