პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მას­შტა­ბურ შე­მოწ­მე­ბას იწყებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რო­გორც ჩა­მო­სას­ხმე­ლი, ისე ბოთ­ლის ღვი­ნო. ინ­სპექ­ტი­რე­ბა რეს­ტორ­ნებ­ში, სა­სა­დი­ლო­ებ­ში, ღვი­ნის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ღვი­ნის ნი­მუ­შე­ბი გა­იგ­ზავ­ნე­ბა აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც ფი­ზი­კო-ქი­მი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე კვლე­ვე­ბი, შე­უ­სა­ბა­მო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტებს აწ­ვდის 1000 ლიტრზე მეტ ღვი­ნოს, ვალ­დე­ბუ­ლია და­რე­გის­ტრირ­დეს ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლად, რაც ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქტს მიკ­ვლე­ვადს გახ­დის და მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებს ბა­ზარ­ზე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღვი­ნის გავ­რცე­ლე­ბის რისკს.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა, მიმ­დი­ნა­რე წელს მას­შტა­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით გა­იზ­რდე­ბა, რაც, სა­ა­გენ­ტოს აზ­რით, ხელს შე­უ­წყობს პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვას სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის მავ­ნე­ბე­ლი სას­მე­ლის­გან და ექ­სპორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თულ ღვი­ნოს ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნას მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კონტროლს დაექვემდებარება როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინო. ინსპექტირება რესტორნებში, სასადილოებში, ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში ჩატარდება. ღვინის ნიმუშები გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე კვლევები, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ღონისძიებები განხორციელდება.

ფიზიკური პირი, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აწვდის 1000 ლიტრზე მეტ ღვინოს, ვალდებულია დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებლად, რაც ოჯახურ პირობებში წარმოებულ პროდუქტს მიკვლევადს გახდის და მინიმუმამდე შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემოწმებას პერმანენტულად ახორციელებს, თუმცა, მიმდინარე წელს მასშტაბები გაცილებით გაიზრდება, რაც, სააგენტოს აზრით, ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, მომხმარებლის დაცვას საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისგან და ექსპორტის შემთხვევაში, ქართულ ღვინოს ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიო ბაზარზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია