მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა
ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რა შეც­დო­მა და­უშ­ვა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გია სო­სა­ნაშ­ვილ­მა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წილ­ზე, ე.წ. ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე გა­დაკ­რულ­მა სა­ი­ზო­ლა­ციო ლენ­ტმა უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ დნმ-ის კვა­ლი დარ­ჩა.

"ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგი "ფა­ლი­ას" რე­ზი­ნით აბამს, ზოგი ძა­ფით, ზოგი იზო­ლენ­ტით, რომ თა­ვი­დან აი­რი­დონ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მკვლელ­მა გა­მო­ი­ყე­ნა "იზო­ლენ­ტი". "ფა­ლი­ის" სა­ხე­ლუ­რის სუ­რა­თებ­ში თქვენ შე­ამ­ჩნევთ, რომ სა­ხე­ლურ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ე.წ. იზო­ლენ­ტის გა­დაკ­ვრის კვა­ლი, ანუ ერთი მხა­რე არის წე­ბო­ვა­ნი. სწო­რედ "იზო­ლენ­ტის" წე­ბო­ვან­მა გარსმა უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ ამ სა­ხე­ლურ­ზე დარ­ჩა დნმ-ის კვა­ლი. ეს არის მკვლე­ლის შეც­დო­მა. და­სა­მა­ლი არ არის, ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა. ასე­თი გა­მარ­თლე­ბა ბევრ საქ­მე­ზე არ ხდე­ბა, გაგ­ვი­მარ­თლა და ამ შეც­დო­მის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მოჩ­ნდა სა­ხე­ლურ­ზე დნმ-ის კვა­ლი. ეს და­ე­დო სა­ფუძ­ვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავ­ხსე­ნით ეს საქ­მე და ვი­ცით უშუ­ა­ლოდ ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც აა­ფეთ­ქა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იუ­წყე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი. "სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის 20 იან­ვარს, ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­ვი­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე, სა­დაც იგი სა­საფ­ლა­ო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით გა­და­მოწ­მდა მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ოპე­რა­ტო­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, გა­ნი­სა­ზღვრა და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩამ­დენ პირ­თა წრე, რო­მელ­თა მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2015 წლის 19-20 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რომ­ლის დნმ-ი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, და­ემ­თხვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი) ამო­ღე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ს. ამ­დე­ნად, უტყუ­ა­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი იქნა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით", - აცხა­დე­ბენ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: ვინ არის იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი - პრო­კუ­რა­ტუ­რა მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვის შე­სა­ხებ

ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

მთავარი პროკურატურა განმარტავს, რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.

"ასეთი ტიპის ადამიანები ზოგი "ფალიას" რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი იზოლენტით, რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა "იზოლენტი". "ფალიის" სახელურის სურათებში თქვენ შეამჩნევთ, რომ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა სახელურზე დნმ-ის კვალი. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ