მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო"
"ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო"

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს ნათ­ქვა­მი, შენი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა შენი ნა­თე­სა­ვე­ბი და დაც­ვა­თქო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და .

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვა "ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობს" და "ბი­ჭებს ყო­ველ­დღე" ეუბ­ნე­ბა, რომ "უფრო დინ­ჯად" უნდა მო­იქ­ცნენ. "პრე­მი­ერ­ზე ვი­ტყვი გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მელ­საც მე და­ვუ­ტო­ვე ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა. მის­თვის რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს ნათ­ქვა­მი – შენი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა შენი ნა­თე­სა­ვე­ბი და დაც­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო არც ერ­თით და არც მე­ო­რითთ­ქო. დაც­ვა ძა­ლი­ან აქ­ტუ­რობს და პრინ­ციპ­ში, დღე­საც პრობ­ლე­მა მაქვს, ბი­ჭებს ყო­ველ დღე ვახ­სე­ნებ, რომ უფრო დინ­ჯად მო­იქ­ცნენ", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვა იყო ნა­თე­სა­ვე­ბიც. "ამ მხრივ მას ჰქონ­და გა­მოწ­ვე­ვე­ბი და კარ­გად იცით, როცა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრი იყო, ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი და­იხ­მა­რა და მას პოს­ტიც ეკა­ვა. ვფიქ­რობ, დრო­ზე ვერ გა­კეთ­და რე­აქ­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ არა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა. თვი­თონ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, ნახა, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა და არ ვარ­გა, მო­უს­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მან გა­ა­კე­თა დას­კვნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, არ ეთან­ხმე­ბა შე­ფა­სე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი მარ­თა­ვენ. "მე არ ვე­თან­ხმე­ბი, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი მარ­თა­ვენ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კრი­ტი­კა და ოპო­ნი­რე­ბა, უკაც­რა­ვად ვარ, მაგ­რამ ანაგ­ვი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კურ ველს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან აფერ­ხებს და ხელს უშ­ლის სწო­რი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა­ში, მათ შო­რის მეც, იმ­დენს სა­უბ­რო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს ამო­არ­ჩი­ოს, რა ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, შე­ეც­ვა­ლა თუ არა მთავ­რო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ახ­ლაც იგი­ვეს ფიქ­რობს. "სრუ­ლე­ბი­თაც არ შემ­ცვლია. სწო­რედ რომ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის მთავ­რო­ბა დავ­ტო­ვე და დღე­საც იგი­ვე აზ­რზე ვარ", - დას­ძი­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო"

"ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო"

ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა .

მისივე განმარტებით, დაცვა "ძალიან აქტიურობს" და "ბიჭებს ყოველდღე" ეუბნება, რომ "უფრო დინჯად" უნდა მოიქცნენ. "პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით, რომელსაც მე დავუტოვე ჩემი თანამდებობა. მისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი – შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორითთქო. დაცვა ძალიან აქტურობს და პრინციპში, დღესაც პრობლემა მაქვს, ბიჭებს ყოველ დღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ნათესავებიც. "ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და კარგად იცით, როცა ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ჯანყარაშვილი დაიხმარა და მას პოსტიც ეკავა. ვფიქრობ, დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი საშინელება არ მომხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა, რომ ასე არ შეიძლება და არ ვარგა, მოუსმინა საზოგადოებას და მან გააკეთა დასკვნები", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არ ეთანხმება შეფასებას, რომ საქართველოს ღარიბაშვილის ნათესავები მართავენ. "მე არ ვეთანხმები, რომ ღარიბაშვილის ნათესავები მართავენ მთელ საქართველოს. "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა და ოპონირება, უკაცრავად ვარ, მაგრამ ანაგვიანებს პოლიტიკურ ველს. საზოგადოებას ძალიან აფერხებს და ხელს უშლის სწორი ანალიზის გაკეთებაში, მათ შორის მეც, იმდენს საუბრობენ, საზოგადოებას უჭირს ამოარჩიოს, რა ხდება", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, შეეცვალა თუ არა მთავრობაზე წარმოდგენა ერთი წლის განმავლობაში, ივანიშვილის თქმით, ახლაც იგივეს ფიქრობს. "სრულებითაც არ შემცვლია. სწორედ რომ ევროპული ტიპის მთავრობა დავტოვე და დღესაც იგივე აზრზე ვარ", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა