მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი: ყველასთვის მისახვედრია, ვინ დაუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა
მეუფე იაკობი: ყველასთვის მისახვედრია, ვინ დაუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა

ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მე­უ­ფე მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლას­თვის მი­სახ­ვედ­რია, ვინ არი­ან იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი.

"ჩემი აზ­რია - ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის. ამას­თან, რო­გორც მე ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რი მოწ­მე უკვე აპი­რებ­და ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას. ეს სა­ში­ნე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მი­მარ­თუ­ლი იყო სწო­რედ იმის­კენ, რომ მოწ­მე­ებს შე­ში­ნე­ბო­დათ. მაგ­რამ მთე­ლი მსოფ­ლიო წინ აღუდ­გა ტე­რო­რიზმს და ჩვენ­თა­ნაც, მე მჯე­რა, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფოს უნდა, რომ გან­ვი­თარ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ა­ჩე­როს ეს. თუ არ შე­ა­ჩე­რა, მა­შინ ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თვი­თონ შე­ა­ჩე­როს და ჯვა­რი გვწე­რია - ეს პრო­ცე­სე­ბი ჩვენ­თვის არ არის სა­სარ­გებ­ლო. ასე­ვე ყვე­ლა უნდა ვი­ყოთ ხოლ­მე ფრთხი­ლი შე­ფა­სე­ბებ­ში, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო მა­ინც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია და რო­დე­საც ჩვენც არა გვაქვს ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, არც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რია მთლად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად გან­წყო­ბი­ლი, ისე უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო მშე­ნებ­ლო­ბას ხელი არ შე­ვუ­შა­ლოთ, უნდა ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ, რომ ვი­ცხოვ­როთ წე­სი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თსი­ძულ­ვი­ლი, ასეთ ფაქ­ტებს ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა. თო­რემ მარ­თლაც სამ­წუ­ხა­როა, რომ ვინც არ უნდა მოკ­ლან ყო­ველ­თვის სამ­წუ­ხა­როა და მით უმე­ტეს, ასე­თი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა. მე ვიცი, რომ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დო წრე იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც და­უკ­ვე­თა, ალ­ბათ ყვე­ლას­თვის მი­სახ­ვედ­რი უნდა იყოს და ალ­ბათ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პრე­ვენ­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს", - თქვა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი 20 იან­ვარს სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, სა­კუ­თა­რი შვი­ლის საფ­ლავ­ზე და­ი­ღუ­პა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

იხი­ლეთ ვი­დეო

მეუფე იაკობი: ყველასთვის მისახვედრია, ვინ დაუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა

მეუფე იაკობი: ყველასთვის მისახვედრია, ვინ დაუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბარში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მეუფე მიიჩნევს, რომ ყველასთვის მისახვედრია, ვინ არიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთი ადამიანები.

"ჩემი აზრია - ძალიან მალე იქნება ცვლილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის. ამასთან, როგორც მე ვიცი, ძალიან ბევრი მოწმე უკვე აპირებდა ჩვენებების მიცემას. ეს საშინელი ტერორისტული აქტი მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ მოწმეებს შეშინებოდათ. მაგრამ მთელი მსოფლიო წინ აღუდგა ტერორიზმს და ჩვენთანაც, მე მჯერა, რომ თუ სახელმწიფოს უნდა, რომ განვითარდეს, აუცილებლად უნდა შეაჩეროს ეს. თუ არ შეაჩერა, მაშინ ხალხი იძულებული იქნება თვითონ შეაჩეროს და ჯვარი გვწერია - ეს პროცესები ჩვენთვის არ არის სასარგებლო. ასევე ყველა უნდა ვიყოთ ხოლმე ფრთხილი შეფასებებში, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო მაინც ჩამოყალიბების პროცესშია და როდესაც ჩვენც არა გვაქვს ის სახელმწიფოებრივი კულტურა, სამოქალაქო საზოგადოებაც არ არის ჩამოყალიბებული, არც არასამთავრობო სექტორია მთლად სახელმწიფოებრივად განწყობილი, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო მშენებლობას ხელი არ შევუშალოთ, უნდა ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ვიცხოვროთ წესიერ ქვეყანაში, სადაც არ იქნება ურთიერთსიძულვილი, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება. თორემ მართლაც სამწუხაროა, რომ ვინც არ უნდა მოკლან ყოველთვის სამწუხაროა და მით უმეტეს, ასეთი საზარელი მკვლელობა. მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთული გამოსაძიებელია, იმიტომ, რომ ძლიერი პროფესიონალების შესრულებულია, მაგრამ სავარაუდო წრე იმ ადამიანებისა, ვინც დაუკვეთა, ალბათ ყველასთვის მისახვედრი უნდა იყოს და ალბათ შეიძლება რაღაც პრევენციების მიღება, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს", - თქვა მეუფე იაკობმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია