პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავა - ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა
ირაკლი ფირცხალავა - ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა

"სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლი­გის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და მი­ნის­ტრებს მო­უ­წო­დებს, კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა მის­ცენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე სწრა­ფად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია.

"რა თქმა უნდა, ეს არის სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი. მე, რო­გორც ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­ვუ­ძღვე­ნი კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლას. ეს არის კრი­მი­ნა­ლის მწვერ­ვა­ლი, რაც მოხ­და. ეს არის აუ­ცი­ლებ­ლად სწრა­ფად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი და ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან აუ­ცი­ლებ­ლად და­სას­ჯე­ლე­ბი. ჩვენ ვთქვით, რომ კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ­დით გა­მო­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დეთ, რომ თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ეს რა­ტომ­ღაც ყუ­რად არ იღეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და ზო­გი­ერ­თმა მი­ნის­ტრმა. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბე­ბი. პირ­და­პირ ხაზს უს­ვა­მენ, რომ რა­ღაც კავ­შირს ხე­და­ვენ ამ საქ­მე­ებს შო­რის. მინ­და მო­ვუ­წო­დო მათ, თუ მათ რამე აქვთ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან მი­ვიდ­ნენ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ჩვე­ნე­ბა მის­ცენ, თუ არა­და, ხალ­ხის ნერ­ვებ­ზე თა­მაშს და ხალ­ხით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ყვე­ლამ თავი და­ა­ნე­ბოს. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით არ იხ­სე­ნე­ბა საქ­მე­ე­ბი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გუ­შინ­დე­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, დღე­ვან­დე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი რა­ღაც საქ­მე­ებს აკავ­ში­რე­ბენ. ყვე­ლა შერ­ლოკ ჰოლმსი გახ­და ახლა. თუ ვინ­მეს რამე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­ჩია ამ ქვე­ყა­ნა­ში, გინ­და პო­ლი­ტი­კო­სი და გინ­დაც მი­ნის­ტრი იყოს, მი­ვიდ­ნენ და გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცენ ჩვე­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა უს­წრა­ფე­სად მოხ­დეს ამ საქ­მის გახ­სნა", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ.

ირაკლი ფირცხალავა - ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა

ირაკლი ფირცხალავა - ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა პოლიტიკოსებსა და მინისტრებს მოუწოდებს, კონკრეტული ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მისცენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ფირცხალავამ განუცხადა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე სწრაფად გამოსაძიებელია.

"რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი ფაქტი. მე, როგორც ყოფილი სამართალდამცველი, მთელი ცხოვრება მივუძღვენი კრიმინალთან ბრძოლას. ეს არის კრიმინალის მწვერვალი, რაც მოხდა. ეს არის აუცილებლად სწრაფად გამოსაძიებელი და ეს პიროვნებები არიან აუცილებლად დასასჯელები. ჩვენ ვთქვით, რომ კომენტარს არ გავაკეთებდით გამოძიების დამთავრებამდე. საზოგადოებას მოვუწოდეთ, რომ თავი შეეკავებინათ. ეს რატომღაც ყურად არ იღეს პოლიტიკოსებმა და ზოგიერთმა მინისტრმა. შესაბამისად, უკვე გააკეთეს განცხადებები. პირდაპირ ხაზს უსვამენ, რომ რაღაც კავშირს ხედავენ ამ საქმეებს შორის. მინდა მოვუწოდო მათ, თუ მათ რამე აქვთ მსგავსი ინფორმაცია, ვალდებულები არიან მივიდნენ და საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცენ, თუ არადა, ხალხის ნერვებზე თამაშს და ხალხით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყველამ თავი დაანებოს. პრესკონფერენციებით არ იხსენება საქმეები. პოლიტიკოსები გუშინდელიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული რაღაც საქმეებს აკავშირებენ. ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა ახლა. თუ ვინმეს რამე კონკრეტული ინფორმაცია გააჩია ამ ქვეყანაში, გინდა პოლიტიკოსი და გინდაც მინისტრი იყოს, მივიდნენ და გამოძიებას მისცენ ჩვენება, რომ რაც შეიძლება უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გახსნა", - აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ