პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუხანოვკა - ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი  საიდუმლოდ აწამებდნენ
"სუხანოვკა - ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი  საიდუმლოდ აწამებდნენ

1938 წელს, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად არ­სე­ბულ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­ში სა­ი­დუმ­ლო ციხე, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სუ­ხა­ნოვ­სკა­ია" იგი­ვე "სუ­ხა­ნოვ­კა" გა­იხ­სნა. ციხე ძი­რი­თა­დად საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის "და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრე­ბის­თვის" იყო გან­კუთ­ვნი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მებ­დნენ. 1938-1952 წლებ­ში "სუ­ხა­ნოვ­კა­ში" 35 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა, რო­მელ­თა უმე­ტეს ნა­წილს იგი არა­სო­დეს და­უ­ტო­ვე­ბია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გრი­ფით - "სა­ი­დუმ­ლო" ინა­ხე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის არ­ქი­ვებ­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ციხე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის "აგა­რა­კი", ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთხელ მა­ინც მოხ­ვედ­რი­ლან ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მას "სა­წა­მე­ბელ აგა­რაკს" უწო­დებ­დნენ.

ყო­ფი­ლი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ი­დუმ­ლო ცი­ხის გახ­სნის იდეა ნი­კო­ლაი ეჟოვს ეკუთ­ვნო­და, თუმ­ცა, მისი ფაქ­ტობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ლავ­რენ­ტი ბე­რია იყო. 1939 წლის 10 აპ­რილს ეჟო­ვი და­ა­პა­ტიმ­რეს და სწო­რედ "სუ­ხა­ნოვ­კა­ში" მო­ა­თავ­სეს, სა­დაც 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ნამ 1940 წელს არ დახ­ვრეტ­დნენ.

"სუ­ხა­ნოვ­კას" პა­ტიმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ასე­ვე, იმ­დრო­ინ­დე­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი. მწე­რა­ლი ისა­აკ ბა­ბე­ლი და სერ­გეი ეფ­რო­ნი - თეთ­რი არ­მი­ის ოფი­ცე­რი და პოეტ მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ე.წ. "ნკვდ"-მ საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვა. გარ­და ამი­სა, ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რეს უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი სა­მე­ფო ოჯა­ხის მკვლე­ლებ­მა, ალექ­სან­დრე ბე­ლო­ბო­რო­დოვ­მა და ფი­ლიპ გო­ლოშ­ჩო­კინ­მაც.

სა­ი­დუმ­ლო ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ჟა­მად მო­ნას­ტე­რია, სა­დაც ოთხი ბერი და ხუთი მორ­ჩი­ლი ცხოვ­რობს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ დღე­ებს ლოც­ვა­სა და მუ­შა­ო­ბა­ში ატა­რე­ბენ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ლო­ცუ­ლო­ბენ თუ არა ბე­რე­ბი აქ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლე­ბის­თვის, ბერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ: "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წევ­რებს მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის შე­უძ­ლი­ათ ლოც­ვა, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ათე­ის­ტე­ბი იყ­ვნენ და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ აწა­მეს, თვი­თო­ნაც იყო ჯა­ლა­თი. ისი­ნი, რო­მელ­თაც არა­ვინ მო­უკ­ლავთ, მა­ინც იყ­ვნენ მკვლე­ლე­ბის იდე­ო­ლო­გი­ის მიმ­დევ­რე­ბი. ჩვე­ნი სწავ­ლე­ბა გვიკ­რძა­ლავს ათე­ის­ტე­ბის­თვის, გან­დგო­მი­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნის­ტე­ბის­თვის ლოც­ვას. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მეფე ნი­კო­ლოზ მე­ო­რეს­თვის, რო­მე­ლიც ამ ქრის­ტეს მო­ღა­ლა­ტე­ებ­მა მოკ­ლეს! რუსი ხალ­ხის ყვე­ლა ცოდ­ვა ამ მკვლე­ლო­ბით და­ი­წყო... არ ვიცი, რო­დის მოგ­ვი­ტე­ვებს ამას უფა­ლი", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბერ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია opendemocracy.net -ის მი­ხედ­ვით.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკარაჩა
0

რა სტალინიზმი აგიტყდათ, დაანებეთ თავი იმ კაცს, დედამიწა ფეხიდან გეცლებათ, მაგას მიხედეთ

mixo
135

ოღონდ სტალინზე რამე ცუდი დაწეროთ, მეტი საფიქრალი არა გაქვთ?სტალინის პერიოდში, როგორი ციხეები ჰქონდათ სხვა ,,დემოკრატიულ" ქვეყნებს თავიაანთ და მათი კოლონიების ტერიტორიებზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სუხანოვკა - ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი  საიდუმლოდ აწამებდნენ

"სუხანოვკა - ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი  საიდუმლოდ აწამებდნენ

1938 წელს, მოსკოვის მახლობლად არსებულ წმინდა ეკატერინეს მონასტერში საიდუმლო ციხე, სახელწოდებით - "სუხანოვსკაია" იგივე "სუხანოვკა" გაიხსნა. ციხე ძირითადად საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელი მტრებისთვის" იყო განკუთვნილი, სადაც ადამიანებს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე, წლების განმავლობაში აწამებდნენ. 1938-1952 წლებში "სუხანოვკაში" 35 000-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, რომელთა უმეტეს ნაწილს იგი არასოდეს დაუტოვებია. წლების განმავლობაში, საიდუმლო ციხეზე არსებული ინფორმაცია, გრიფით - "საიდუმლო" ინახებოდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის არქივებში. ოფიციალურად, ციხე ცნობილი იყო, როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის "აგარაკი", ხოლო ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან ამ დაწესებულებაში, მას "საწამებელ აგარაკს" უწოდებდნენ.

ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე საიდუმლო ციხის გახსნის იდეა ნიკოლაი ეჟოვს ეკუთვნოდა, თუმცა, მისი ფაქტობრივი ორგანიზატორი ლავრენტი ბერია იყო. 1939 წლის 10 აპრილს ეჟოვი დააპატიმრეს და სწორედ "სუხანოვკაში" მოათავსეს, სადაც 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ 1940 წელს არ დახვრეტდნენ.

"სუხანოვკას" პატიმრებს შორის იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, იმდროინდელი ელიტის წარმომადგენლები და სამხედროები. მწერალი ისააკ ბაბელი და სერგეი ეფრონი - თეთრი არმიის ოფიცერი და პოეტ მარინა ცვეტაევას მეუღლე, რომელიც ე.წ. "ნკვდ"-მ საფრანგეთში დააკავა. გარდა ამისა, ციხეში გაატარეს უკანასკნელი დღეები სამეფო ოჯახის მკვლელებმა, ალექსანდრე ბელობოროდოვმა და ფილიპ გოლოშჩოკინმაც.

საიდუმლო ციხის ტერიტორიაზე ამჟამად მონასტერია, სადაც ოთხი ბერი და ხუთი მორჩილი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარ დღეებს ლოცვასა და მუშაობაში ატარებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლოცულობენ თუ არა ბერები აქ დაღუპული ადამიანების სულებისთვის, ბერმა განაცხადა, რომ: "მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის შეუძლიათ ლოცვა, ადამიანებისთვის, რომლებიც ქრისტიანულ ეკლესიას მიეკუთვნებიან. იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ, ათეისტები იყვნენ და ბევრი ადამიანი, რომელიც აქ აწამეს, თვითონაც იყო ჯალათი. ისინი, რომელთაც არავინ მოუკლავთ, მაინც იყვნენ მკვლელების იდეოლოგიის მიმდევრები. ჩვენი სწავლება გვიკრძალავს ათეისტებისთვის, განდგომილებისა და კომუნისტებისთვის ლოცვას. ჩვენ ვლოცულობთ მართლმადიდებელი მეფე ნიკოლოზ მეორესთვის, რომელიც ამ ქრისტეს მოღალატეებმა მოკლეს! რუსი ხალხის ყველა ცოდვა ამ მკვლელობით დაიწყო... არ ვიცი, როდის მოგვიტევებს ამას უფალი", - განაცხადა ერთ-ერთმა ბერმა.

მომზადებულია opendemocracy.net -ის მიხედვით.