პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი ჯარიმა არ უნდა იყოს" - რას ფიქრობენ თბილისელები გარემოს დაბინძურებაზე დაწესებულ გადასახადებზე
"ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი ჯარიმა არ უნდა იყოს" - რას ფიქრობენ თბილისელები გარემოს დაბინძურებაზე დაწესებულ გადასახადებზე

გა­სულ ზა­ფხულს ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე ავე­დით, ცხე­ლო­და, ტბის გარ­შე­მო, სი­ახ­ლო­ვეს დაჯ­დო­მა ვერ შევ­ძე­ლით, ან­ტი­სა­ნი­ტა­რია და სი­ბინ­ძუ­რე იყო, ნა­გავ­ში ცუ­რავ­და იქა­უ­რო­ბა, სა­ი­და­ნაც გულ­გა­ტე­ხი­ლე­ბი უკან გა­მოვ­ბრუნ­დით.

სამ­წუ­ხა­როდ, ასეა ყველ­გან, სა­დაც კი ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლას და პიკ­ნიკს, ან უბ­რა­ლოდ, გა­სე­ირ­ნე­ბას და­ა­პი­რებ. და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია ქა­ლა­ქიც და ზო­გა­დად, მთე­ლი გა­რე­მო.

15 იან­ვრი­დან გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის­თვის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და. ახა­ლი კა­ნო­ნის - "ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის" აღ­სრუ­ლე­ბა თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს ევა­ლე­ბა.

"ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის" თა­ნახ­მად, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან იმ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­ჩე­ნებს: სი­გა­რე­ტის ნამ­წვი, პრო­დუქ­ტის ნარ­ჩე­ნე­ბი თუ სხვა, ფან­ჯრი­დან გა­დაყ­რი­ან.

რო­გორც ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, მო­ქა­ლა­ქე, თუ 2 კგ-მდე ნარ­ჩე­ნე­ბით გა­რე­მოს და­ა­ნაგ­ვი­ა­ნებს, 80 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს მას, ვინც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ან შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბი­დან გა­რე­მოს 2 კგ-მდე ნარ­ჩე­ნე­ბით და­ა­ნაგ­ვი­ა­ნებს, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ავო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან გა­რე­მოს 2 კგ-მდე ნარ­ჩე­ნე­ბით და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მძღო­ლი 120 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა და ასე. ჯა­რი­მა 500 ლა­რამ­დე ადის.

ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ვე­სა­უბ­რეთ, მათ შო­რის არი­ან რო­გორც ცნო­ბი­ლე­ბი, ისე - უც­ნო­ბე­ბი...…

ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია:

- ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ამას ვი­თხოვ და აი, აღ­სრულ­და. ალი­ლუ­ია! ულა­მა­ზე­სი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნა­გავ­საყ­რელ­ზე ვცხოვ­რობთ, რაც უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლია. კა­ხე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე თუ გა­გივ­ლი­ათ? გზის ორი­ვე მხა­რეს ნა­გა­ვია გაშ­ლი­ლი - ბოთ­ლე­ბი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი. ეს ხომ ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია?! პიკ­ნიკ­ზე გა­სულ­ხართ? იქ სუფ­თა ად­გი­ლი თუ გი­ნა­ხავთ? არა!

უნდა და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა, თუნ­დაც, სი­გა­რე­ტის ნამ­წვის­თვის! სხვაგ­ვა­რად ჩვენ სი­სუფ­თა­ვეს ვერ და­ვი­ცავთ.

რო­გორც ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ღვე­დი გა­ი­კე­თა ყვე­ლამ, იმი­ტომ რომ ჯა­რი­მაა უღვე­დოდ მოძ­რა­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი, ასე­ვე და­ი­ცა­ვენ სი­სუფ­თა­ვეს.

2012 წლი­დან ეს არის პირ­ვე­ლი მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მელ­მაც ასე ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ისე, უფრო მა­ღალ ჯა­რი­მებ­საც კი და­ვა­წე­სებ­დი...

არ მე­ში­ნია ამ ჯა­რი­მე­ბის იმი­ტომ, რომ არა­სო­დეს ვყრი ნა­გავს ქუ­ჩა­ში და ეს სხვებ­მაც უნდა ის­წავ­ლონ!

რო­გორც ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა, ან დანა-ჩან­გლით ჭამა, მო­ხუ­ცე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ისე­ვე სა­ჭი­როა. ყვე­ლა­ფე­რი კი ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ღრმად უნდა იყოს აღ­ბეჭ­დი­ლი. ამ ჯა­რი­მე­ბით კი შე­დეგს მი­ვაღ­წევთ.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:

- და­სუფ­თა­ვე­ბის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა გარ­შე­მო. მე ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კაცი ვარ და გა­დაჭ­რით ვამ­ბობ, გა­რე­მო არ უნდა და­ნაგ­ვი­ან­დეს. თუ ასე მოხ­და, ამის ავ­ტო­რი ჯა­რი­მე­ბით უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ ჯა­რი­მა უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ხალ­ხის დღე­ვან­დელ მო­რა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

როცა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით ინიშ­ნე­ბა ჯა­რი­მა, არა­და, ქვე­ყა­ნა მა­თხოვ­რის დო­ნე­ზე ცხოვ­რობს, მა­შინ ამ ჯა­რი­მას რა აზრი აქვს?! ის ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და სევ­დი­ან ელ­ფერს იძენს. სი­ტყვა­ზე, ასან­თის ღე­რის გა­დაგ­დე­ბა­ზე 150 ლარი არ უნდა იყოს გა­და­სა­ხა­დი. მა­შინ, როცა პენ­სი­ო­ნერს 145-150 პენ­სი­ას აძ­ლევ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა სა­სა­ცი­ლოა.

მარი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- არ ვფიქ­რობ, რომ ქვე­ყა­ნა ჯერ ევ­რო­პუ­ლად უნდა მო­ვა­წყოთ და მსგავ­სი სა­ხის სან­ქცი­ე­ბი მერე და­ვა­წე­სოთ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ევ­რო­პა­ში ჩემი აზ­რით, უფრო მა­ღა­ლია მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ, მო­ი­კოჭ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­რი­მებს, მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გა­ნაც ქარ­თვე­ლებს სჭირ­დე­ბათ აკ­რძალ­ვე­ბი, რა­ღაც სა­ხის ჯა­რი­მა ან შე­ზღუდ­ვა, თუნ­დაც ღვე­დი. ისე, უღვე­დოდ მოძ­რა­ო­ბა­ზე კა­ნონ­მა და ჯა­რი­მებ­მაც გა­ა­მარ­თლა. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ერი ვართ, ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ღა­ცას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ, ან უბ­რა­ლოდ არ გვა­ინ­ტერ­სებს. როცა და­წეს­დე­ბა ჯა­რი­მა, მისი შიში გაჩ­ნდე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თან­ხა ჯი­ბეს და­არ­ტყამს. ამი­ტომ ნა­გავს უად­გი­ლო ად­გი­ლას აღარ გა­დავ­ყრით. მერე ყვე­ლას ჩვე­ვა­ში გა­მოგ­ვი­მუ­შავ­დე­ბა და ბო­ლოს ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ნა­გა­ვი გა­რეთ არ უნდა და­ყა­რონ და ქა­ლა­ქი არ უნდა და­ა­ბინ­ძუ­რონ.

მარი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, უცხო ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

- სა­ნამ ვი­ღაც არ გვა­ი­ძუ­ლებს, სა­ნამ ვი­ღაც ასე თავ­ზე არ დაგ­ვად­გე­ბა და ძა­ლით არ გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნებს რა­ღა­ცას, მა­ნამ­დე სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით არ შეგ­ვიძ­ლია, რომ ნა­გა­ვი უად­გი­ლო ად­გი­ლას არ დავ­ყა­როთ და თუ ვინ­მემ გა­და­ყა­რა, მი­ვუ­თი­თოთ, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა. მომ­წონს, ჯა­რი­მა კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ღვე­დის შეკ­ვრა­მაც გვიჩ­ვე­ნა, რომ ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამარ­თლებს. ახლა მან­ქა­ნა­ში სხდე­ბი­ან თუ არა, ავ­ტო­მა­ტუ­რად ღვედს იკ­რა­ვენ. ავ­ტო­ბუს­ში ადი­ან თუ არა, ბი­ლეთს იღე­ბენ. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ კარ­გი და სა­ჭი­რო ინი­ცი­ა­ტი­ვაა, "ნე­ბით" ვა­ი­ძუ­ლოთ ხალ­ხი, ქა­ლა­ქი და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის­გან და­იც­ვან.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი ჯარიმა არ უნდა იყოს" - რას ფიქრობენ თბილისელები გარემოს დაბინძურებაზე დაწესებულ გადასახადებზე

"ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი ჯარიმა არ უნდა იყოს" - რას ფიქრობენ თბილისელები გარემოს დაბინძურებაზე დაწესებულ გადასახადებზე

გასულ ზაფხულს ბაზალეთის ტბაზე ავედით, ცხელოდა, ტბის გარშემო, სიახლოვეს დაჯდომა ვერ შევძელით, ანტისანიტარია და სიბინძურე იყო, ნაგავში ცურავდა იქაურობა, საიდანაც გულგატეხილები უკან გამოვბრუნდით.

სამწუხაროდ, ასეა ყველგან, სადაც კი ბუნებაში გასვლას და პიკნიკს, ან უბრალოდ, გასეირნებას დააპირებ. დანაგვიანებულია ქალაქიც და ზოგადად, მთელი გარემო.

15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ძალაში შევიდა. ახალი კანონის - "ნარჩენების მართვის კოდექსის" აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარჩენებს: სიგარეტის ნამწვი, პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა, ფანჯრიდან გადაყრიან.

როგორც ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ჩამონათვალშია მითითებული, მოქალაქე, თუ 2 კგ-მდე ნარჩენებით გარემოს დაანაგვიანებს, 80 ლარით დაჯარიმდება.

100-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს მას, ვინც საცხოვრებელი სახლიდან ან შენობა-ნაგებობიდან გარემოს 2 კგ-მდე ნარჩენებით დაანაგვიანებს, ხოლო რაც შეეხება ავოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2 კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანებას, ამ შემთხვევაში, მძღოლი 120 ლარით ჯარიმდება და ასე. ჯარიმა 500 ლარამდე ადის.

ჩვენ მოქალაქეებს გავესაუბრეთ, მათ შორის არიან როგორც ცნობილები, ისე - უცნობები...…

ლიზა ვადაჭკორია:

- ბოლო რამდენიმე წელიწადია, ამას ვითხოვ და აი, აღსრულდა. ალილუია! ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეები ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ, რაც უდიდესი სირცხვილია. კახეთისკენ მიმავალ გზაზე თუ გაგივლიათ? გზის ორივე მხარეს ნაგავია გაშლილი - ბოთლები, პოლიეთილენის პარკები. ეს ხომ ტურისტული მარშრუტია?! პიკნიკზე გასულხართ? იქ სუფთა ადგილი თუ გინახავთ? არა!

უნდა დაისაჯოს ყველა, თუნდაც, სიგარეტის ნამწვისთვის! სხვაგვარად ჩვენ სისუფთავეს ვერ დავიცავთ.

როგორც ავტომანქანაში ღვედი გაიკეთა ყველამ, იმიტომ რომ ჯარიმაა უღვედოდ მოძრაობაზე დაწესებული, ასევე დაიცავენ სისუფთავეს.

2012 წლიდან ეს არის პირველი მიღებული კანონი, რომელმაც ასე ძალიან გამახარა. ისე, უფრო მაღალ ჯარიმებსაც კი დავაწესებდი...

არ მეშინია ამ ჯარიმების იმიტომ, რომ არასოდეს ვყრი ნაგავს ქუჩაში და ეს სხვებმაც უნდა ისწავლონ!

როგორც ჰიგიენის წესების დაცვა, ან დანა-ჩანგლით ჭამა, მოხუცების პატივისცემა, ისევე საჭიროა. ყველაფერი კი ჩვენს ცნობიერებაში ღრმად უნდა იყოს აღბეჭდილი. ამ ჯარიმებით კი შედეგს მივაღწევთ.

გივი სიხარულიძე:

- დასუფთავების პრობლემა ძალიან მტკივნეული თემაა. საშინელება ხდება გარშემო. მე ბუნების მოყვარული კაცი ვარ და გადაჭრით ვამბობ, გარემო არ უნდა დანაგვიანდეს. თუ ასე მოხდა, ამის ავტორი ჯარიმებით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯარიმა უნდა შეესაბამებოდეს ხალხის დღევანდელ მორალურ და მატერიალურ მდგომარეობას.

როცა ევროპული სტანდარტებით ინიშნება ჯარიმა, არადა, ქვეყანა მათხოვრის დონეზე ცხოვრობს, მაშინ ამ ჯარიმას რა აზრი აქვს?! ის ძალიან სასაცილო და სევდიან ელფერს იძენს. სიტყვაზე, ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი არ უნდა იყოს გადასახადი. მაშინ, როცა პენსიონერს 145-150 პენსიას აძლევ. ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა.

მარი მელიქიშვილი, ჟურნალისტი:

- არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა ჯერ ევროპულად უნდა მოვაწყოთ და მსგავსი სახის სანქციები მერე დავაწესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ჩემი აზრით, უფრო მაღალია მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რაც საქართველოში სამწუხაროდ, მოიკოჭლებს.

რაც შეეხება ჯარიმებს, მივესალმები, რადგანაც ქართველებს სჭირდებათ აკრძალვები, რაღაც სახის ჯარიმა ან შეზღუდვა, თუნდაც ღვედი. ისე, უღვედოდ მოძრაობაზე კანონმა და ჯარიმებმაც გაამართლა. უპასუხისმგებლო ერი ვართ, ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას ყურადღებას არ ვაქცევთ, ან უბრალოდ არ გვაინტერსებს. როცა დაწესდება ჯარიმა, მისი შიში გაჩნდება, თუნდაც იმიტომ, რომ თანხა ჯიბეს დაარტყამს. ამიტომ ნაგავს უადგილო ადგილას აღარ გადავყრით. მერე ყველას ჩვევაში გამოგვიმუშავდება და ბოლოს ჩამოვყალიბდებით ღირსეულ მოქალაქეებად, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაგავი გარეთ არ უნდა დაყარონ და ქალაქი არ უნდა დააბინძურონ.

მარი ჯავახიშვილი, უცხო ენის სპეციალისტი:

- სანამ ვიღაც არ გვაიძულებს, სანამ ვიღაც ასე თავზე არ დაგვადგება და ძალით არ გაგვაკეთებინებს რაღაცას, მანამდე საკუთარი ინიციატივით არ შეგვიძლია, რომ ნაგავი უადგილო ადგილას არ დავყაროთ და თუ ვინმემ გადაყარა, მივუთითოთ, რომ ეს არ შეიძლება. მომწონს, ჯარიმა კარგი გადაწყვეტილებაა. ღვედის შეკვრამაც გვიჩვენა, რომ ასეთი რეგულაციები ამართლებს. ახლა მანქანაში სხდებიან თუ არა, ავტომატურად ღვედს იკრავენ. ავტობუსში ადიან თუ არა, ბილეთს იღებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი და საჭირო ინიციატივაა, "ნებით" ვაიძულოთ ხალხი, ქალაქი დანაგვიანებისგან დაიცვან.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია