პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''
''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''

სოფო ბე­დია სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დის­შია ჩარ­თუ­ლი, თვის ბო­ლოს მიშა მეს­ხზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნებს. ეს იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი ჯვრის­წე­რით, ხე­ლის­მო­წე­რი­თა და ყვე­ლა ადა­თის დაც­ვით.

"ვფიქ­რობ, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ქორ­წი­ლი იქ­ნე­ბა, ბევ­რი თვალ­სა­ჩი­ნო სტუ­მა­რი გვე­ყო­ლე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვა ჩემს კო­ლე­გებ­ზე. ალ­ბათ, შოუ-ქორ­წი­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სო­ფომ, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში ვარ გაზ­რდი­ლი და პა­ტივს ვცემ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, თუმ­ცა არის რა­ღა­ცე­ბი, რაც არ მომ­წონს. სუფ­რის ტრა­დი­ცია მომ­წონს, მაგ­რამ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რი ვარ­გა. თა­მა­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, პი­რი­ქით, თა­ვი­სი სი­ტყვა­კაზ­მუ­ლო­ბით უნდა წა­იყ­ვა­ნოს სუფ­რა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი თა­მა­და სუფ­რის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს და იმა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბით შეს­ვას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სას­მე­ლი.

- სოფო, ოჯა­ხის შექ­მნის ტრა­დი­ცი­ა­სა და გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუტ­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს შენი აზრი..

- სა­სურ­ვე­ლია, ადა­მი­ან­მა ერთხელ შექ­მნი­ლი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ ხდე­ბა. არ მინ­და, ჩემს წარ­სულ პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ვე­ხო, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მალე, იან­ვრის ბო­ლოს მექ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, ჯვრის­წე­რით, ხე­ლის­მო­წე­რით. ოჯახს ვქმნი იმ აზ­რით, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ვა­ტა­რო ამ ადა­მი­ან­თან და ბო­ლომ­დე ბედ­ნი­ე­რი ვიყო. ალ­ბათ, ყვე­ლა ასეა, თუმ­ცა ხან­და­ხან სა­პი­რის­პი­რო­დაც ხდე­ბა.

ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ქალი გაძ­ლი­ერ­და, მატ­რი­არ­ქა­ტია, ეს კი იმის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რომ კაცი თა­ვის ფუნ­ქცი­ას კარ­გავს, რაც დიდი პრობ­ლე­მაა. ეს მე არ მე­ხე­ბა, რად­გან ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი მყავს გვერ­დით და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვგრძნობ თავს სუსტ არ­სე­ბად. რაც შე­ე­ხე­ბა, გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დო­ბას, მომ­წონს, იმი­ტომ, რომ ბევ­რი ოჯა­ხი ინ­გრე­ვა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ერ­თად ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ვერ უგე­ბენ, ბო­ლოს კი და­შო­რე­ბამ­დე მი­დი­ან. ამი­ტომ მე არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვქმნი­დი ოჯახს, ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. მე კი არ მაქვს პრობ­ლე­მა ამ ინ­სტუ­ტი­ტუტ­თან მი­მარ­თე­ბით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იქ­ნე­ბა. ჩემი აზ­რით, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არაა პრობ­ლე­მა, თუ ის ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბა.

- ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა­სა და მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე მინ­და გკი­თხო...

- ვერ ვი­ტყვი, რომ მო­ვი­თხოვ, ქალი გა­თხო­ვე­ბი­სას მა­ინ­ცდა­მა­ინც ქა­ლიშ­ვი­ლი იყოს, თუმ­ცა თუ ასე იქ­ნე­ბა, მი­ვე­სალ­მე­ბი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, როცა მე­ო­რედ ვთხოვ­დე­ბი, ეს თემა ყვე­ლა­ნა­ირ მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს, ჩვენ შო­რის მთა­ვა­რია სიყ­ვა­რუ­ლი და ში­ნა­გა­ნი სი­სუფ­თა­ვე. ვინ რო­გორ გა­თხოვ­დე­ბა, ქა­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ არა, ეს ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, შეც­დო­მა ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს. ბი­ჭის დედა ვარ, ჩემ­მა შვილ­მა რომ არა­ქა­ლიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყოს, თვი­თონ გრძნობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან თავს კარ­გად, არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. მი­შას არც ცოლი ჰყავ­და, არც შვი­ლი, სრუ­ლი­ად "ხა­ლას­ტოი" ბიჭი იყო და მოვ­ყა­ვარ გა­ნა­თხო­ვა­რი, შვი­ლი­ა­ნი ქალი, მაგ­რამ რა მოხ­და?!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''

''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''

სოფო ბედია საქორწილო სამზადისშია ჩართული, თვის ბოლოს მიშა მესხზე ოფიციალურად იქორწინებს. ეს იქნება ტრადიციული ქორწილი ჯვრისწერით, ხელისმოწერითა და ყველა ადათის დაცვით.

''ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ქორწილი იქნება, ბევრი თვალსაჩინო სტუმარი გვეყოლება, რომ არაფერი ვთქვა ჩემს კოლეგებზე. ალბათ, შოუ-ქორწილი იქნება'', - აღნიშნა სოფომ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, თუმცა არის რაღაცები, რაც არ მომწონს. სუფრის ტრადიცია მომწონს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. თამადის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, თავისი სიტყვაკაზმულობით უნდა წაიყვანოს სუფრა, მაგრამ ზოგიერთი თამადა სუფრის წევრებს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას არ აძლევს და იმაზეა ორიენტირებული, რომ განსხვავებული სასმისებით შესვას დიდი რაოდენობით სასმელი.

- სოფო, ოჯახის შექმნის ტრადიციასა და გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტზე მაინტერესებს შენი აზრი..

- სასურველია, ადამიანმა ერთხელ შექმნილი ოჯახი ბოლომდე შეინარჩუნოს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. არ მინდა, ჩემს წარსულ პირად ცხოვრებას შევეხო, იმიტომ, რომ ძალიან მალე, იანვრის ბოლოს მექნება ტრადიციული ქორწილი, ყველა წესის დაცვით, ჯვრისწერით, ხელისმოწერით. ოჯახს ვქმნი იმ აზრით, რომ მთელი ცხოვრება უნდა გავატარო ამ ადამიანთან და ბოლომდე ბედნიერი ვიყო. ალბათ, ყველა ასეა, თუმცა ხანდახან საპირისპიროდაც ხდება.

ჩვენს რეალობაში ქალი გაძლიერდა, მატრიარქატია, ეს კი იმის მიზეზი ხდება, რომ კაცი თავის ფუნქციას კარგავს, რაც დიდი პრობლემაა. ეს მე არ მეხება, რადგან ძლიერი მამაკაცი მყავს გვერდით და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს სუსტ არსებად. რაც შეეხება, გერლფრენდ-ბოიფრენდობას, მომწონს, იმიტომ, რომ ბევრი ოჯახი ინგრევა ქალიშვილობის ინსტიტუტიდან გამომდინარე. ერთად ცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ვერ უგებენ, ბოლოს კი დაშორებამდე მიდიან. ამიტომ მე არ ვეწინააღმდეგები ქორწინებამდე თანაცხოვრებას, თუმცა, როდესაც პირველად ვქმნიდი ოჯახს, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. მე კი არ მაქვს პრობლემა ამ ინსტუტიტუტთან მიმართებით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ეს ყოველთვის პრობლემური საკითხი და განხილვის საგანი იქნება. ჩემი აზრით, თანაცხოვრება არაა პრობლემა, თუ ის ქორწინებით დასრულდება.

- ქალიშვილობის ინსტიტუტის აქტუალურობასა და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მინდა გკითხო...

- ვერ ვიტყვი, რომ მოვითხოვ, ქალი გათხოვებისას მაინცდამაინც ქალიშვილი იყოს, თუმცა თუ ასე იქნება, მივესალმები. ჩემს შემთხვევაში, როცა მეორედ ვთხოვდები, ეს თემა ყველანაირ მნიშვნელობას კარგავს, ჩვენ შორის მთავარია სიყვარული და შინაგანი სისუფთავე. ვინ როგორ გათხოვდება, ქალიშვილი იქნება თუ არა, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია, ადამიანები იყვნენ ბედნიერები, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ბიჭის დედა ვარ, ჩემმა შვილმა რომ არაქალიშვილი მოიყვანოს, მაგრამ კარგი ადამიანი იყოს, თვითონ გრძნობდნენ ერთმანეთთან თავს კარგად, არ შევეწინააღმდეგები. მიშას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი, სრულიად ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და მოვყავარ განათხოვარი, შვილიანი ქალი, მაგრამ რა მოხდა?!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება