მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარლი ებდოს" ახალი ნომერი რეკორდული სისწრაფით იყიდება
"შარლი ებდოს" ახალი ნომერი რეკორდული სისწრაფით იყიდება

საფ­რან­გე­თის ქა­ლა­ქებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ყი­დუ­ლობს ჟურ­ნალ "შარ­ლი ებ­დოს" ახალ ნო­მერს. Le Figaro-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც ერთ-ერთი სა­გა­ზე­თო ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, მის ჯი­ხურ­ში არ­სე­ბუ­ლი "შარ­ლი ებ­დოს" ყვე­ლა ნო­მე­რი 10 წუთ­ში გა­ი­ყი­და. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბევრ სა­გა­ზე­თო ჯი­ხურ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი დი­ლის ექ­ვსი სა­ა­თი­დან ჩად­გა რიგ­ში "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნომ­რის სა­ყიდ­ლად.

"დღეს ჩვენ ტრა­დი­ცი­ულ­ზე უფრო მეტი ეგ­ზემპლი­ა­რი მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა ვში­შობ, რომ ეს რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი", - გა­ნუ­ცხა­და Le Figaro-ს ერთ-ერ­თმა გამ­ყიდ­ველ­მა. ფრან­გუ­ლი სა­ტი­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნო­მე­რი გა­ყიდ­ვა­ში ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ დღეს გა­მო­ვი­და. ახა­ლი ნო­მე­რი გა­რე­კან­ზე წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რაა, რო­მელ­საც ხელ­ში უჭი­რავს პლა­კა­ტი, წარ­წე­რით - "მე ვარ შარ­ლი" (Je Suis Charlie). კა­რი­კა­ტუ­რის ზედა მხა­რეს კი და­ტა­ნი­ლია წარ­წე­რა "ყვე­ლა­ფე­რი მი­ტე­ვე­ბუ­ლია" (Tout est pardonné).

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ჟურ­ნა­ლის შიდა გვერ­დებ­ზე ის­ლა­მის­ტი ექ­სტრე­მის­ტე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბია. ერთ-ერთ მათ­გან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ორი ტე­რო­რის­ტი, რომ­ლე­ბიც სა­მო­თხე­ში ხვდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბი­ან - "სად არის 70 ქალ­წუ­ლი?", უკა­ნა ფონ­ზე კი ჩა­ნან "შარ­ლი ებ­დოს" და­ღუ­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქალ­წუ­ლებ­თან ორ­გი­ას აწყო­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლი გა­ყიდ­ვა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი 60-ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟის ნაც­ვლად, 3-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა. "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნო­მე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ექვს ენა­ზე, მათ შო­რის ინ­გლი­სუ­რად, არა­ბუ­ლად და თურ­ქუ­ლად.

7 იან­ვარს, პა­რიზ­ში "შარ­ლი ებ­დოს" რე­დაქ­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გა­სულ კვი­რას საფ­რან­გეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტებს სა­ერ­თო ჯამ­ში, 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"შარლი ებდოს" ახალი ნომერი რეკორდული სისწრაფით იყიდება

"შარლი ებდოს" ახალი ნომერი რეკორდული სისწრაფით იყიდება

საფრანგეთის ქალაქებში მოსახლეობა აქტიურად ყიდულობს ჟურნალ "შარლი ებდოს" ახალ ნომერს. Le Figaro-ს ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთი საგაზეთო ჯიხურის გამყიდველმა განაცხადა, მის ჯიხურში არსებული "შარლი ებდოს" ყველა ნომერი 10 წუთში გაიყიდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბევრ საგაზეთო ჯიხურში მომხმარებელი დილის ექვსი საათიდან ჩადგა რიგში "შარლი ებდოს" ახალი ნომრის საყიდლად.

"დღეს ჩვენ ტრადიციულზე უფრო მეტი ეგზემპლიარი მივიღეთ, თუმცა ვშიშობ, რომ ეს რაოდენობა მაინც არ იქნება საკმარისი", - განუცხადა Le Figaro-ს ერთ-ერთმა გამყიდველმა. ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" ახალი ნომერი გაყიდვაში ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ დღეს გამოვიდა. ახალი ნომერი გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურაა, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით - "მე ვარ შარლი" (Je Suis Charlie). კარიკატურის ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა "ყველაფერი მიტევებულია" (Tout est pardonné).

"ბიბისის" ცნობით, ჟურნალის შიდა გვერდებზე ისლამისტი ექსტრემისტების კარიკატურებია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ორი ტერორისტი, რომლებიც სამოთხეში ხვდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან - "სად არის 70 ქალწული?", უკანა ფონზე კი ჩანან "შარლი ებდოს" დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქალწულებთან ორგიას აწყობენ.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალი გაყიდვაში ტრადიციული 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. "შარლი ებდოს" ახალი ნომერი ხელმისაწვდომია ექვს ენაზე, მათ შორის ინგლისურად, არაბულად და თურქულად.

7 იანვარს, პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს საერთო ჯამში, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა