პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
სხვისი შვილების დედა
სხვისი შვილების დედა

ავ­ჭა­ლის არას­რულ­წლო­ვან­თა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა პა­ტიმ­რებ­მა ახა­ლი წლის დად­გო­მა ერ­თად იზე­ი­მეს. მთე­ლი კვი­რა მი­ლოც­ვებ­სა და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს იღებ­დნენ.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მერ­თან, და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან ერ­თად ეწ­ვია მათ და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბიც გა­დას­ცა. სტუმ­რებ­მა პა­ტიმ­რებს სურ­ვი­ლე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა უსურ­ვეს. ყვე­ლა­ზე დიდი სურ­ვი­ლი მათ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ეს სურ­ვი­ლი 3 არას­რულ­წლო­ვანს აუს­რულ­და: ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში ვა­და­ზე ადრე 3 მათ­გა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ­ჟა­მად 44 არას­რულ­წლო­ვა­ნია გი­სო­სებს მიღ­მა და ყვე­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. დე­კემ­ბრის ბო­ლოს "ეტა­ლო­ნის" ტურ­ნი­რიც ჩა­ტარ­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. პა­ტიმ­რებ­მა პატ­რი­არ­ქის­გა­ნაც მი­ი­ღეს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ნაძ­ვის ხე თა­ვი­ან­თი ხე­ლით მორ­თეს, კონ­ცერ­ტე­ბიც გა­მარ­თეს და სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი გა­ი­ლა­მა­ზეს. 31 დე­კემ­ბერს წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა 22 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­ჯილ­დო­ვა, მათ შო­რის იყო არას­რულ­წლო­ვან­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მა­დო­ნა ცინ­ცა­ძე. ქალ­ბა­ტონ მა­დო­ნას ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს პა­ტიმ­რებ­თან და ყვე­ლა მათი პრობ­ლე­მა კარ­გად იცის. ის ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შვებს.

მა­დო­ნა ცინ­ცა­ძე, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი გა­ნათ­ლე­ბის გან­ხრით:

- ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და ბავ­შვე­ბის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ისი­ნი ახალ წელს თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში შეხ­ვდე­ბი­ან. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლებს გა­უ­ლა­მა­ზეს ეს დღე­ე­ბი. ყო­ველ დღეს ამ შე­კი­თხვით იწყებ­დნენ: დღეს ვინ მოვა ჩვენ­თან მო­სა­ლო­ცად და რა სა­ჩუქ­რებს მოგ­ვი­ტანს? ბევ­რი მათ­გა­ნი კარ­გად უკ­რავს, მღე­რის და კონ­ცერ­ტე­ბიც გა­მარ­თეს. როცა მათი მე­გო­ბა­რი გა­დის ცი­ხი­დან, სხვას უჭირს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია მათ­თვის. როცა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. ორი პრო­ფე­სია მაქვს - ექი­მი და ინ­ჟი­ნე­რი, მაგ­რამ 15 წელი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­თან მი­წევ­და ყოფ­ნა. ე.წ. "ცი­ხის კად­რებ­მა" ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი შოკი ჩა­აგ­დო, სულ პა­ტი­მარ ბავ­შვებ­ზე ვფიქ­რობ­დი, კად­რე­ბის ნახ­ვის მერე. გა­დავ­წყვი­ტე, დავ­ხმა­რე­ბო­დი. ქუ­ჩი­დან ბევ­რი ბავ­შვი ამიყ­ვა­ნია და და­მი­ყე­ნე­ბია სწორ გზა­ზე. აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლი ბევ­რი არას­რულ­წლო­ვა­ნი, წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბავ­შვი გა­დაგ­ვირ­ჩე­ნია. ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა.

- და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა "ცი­ხის კად­რე­ბის" შემ­დეგ და­ი­წყეთ?

GზაPრესს- კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­თან მი­ვე­დი, ვე­სა­უბ­რე ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და ვთხო­ვე, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ე­ცა. მი­თხრა, ბევ­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებს და თუ ამის გა­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ, რა­ტო­მაც არაო. კად­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე და ასე აღ­მოვ­ჩნდი არას­რულ­წლო­ვან პა­ტიმ­რებ­თან. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ცი­ხეს­თან. როცა პირ­ვე­ლად აღ­მოვ­ჩნდი გი­სო­სებს მიღ­მა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე, ვფიქ­რობ­დი, ნუთუ აქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, გა­ი­ღი­მონ-მეთ­ქი? ამ­დე­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ტი­მა­რი გყავ­დეს და შენ იღი­მო­დე, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს თავს, მაგ­რამ როცა მათ­თან მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, მივ­ხვდი, ასე არ არის. ბევ­რი ღი­მი­ლი, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი უნდა გქონ­დეს. ბავ­შვე­ბი მა­შინ­ვე გა­ტყო­ბენ, ყალ­ბი ხარ თუ მარ­თლა გიყ­ვარს ისი­ნი. მე იო­ლად მო­ვი­პო­ვე მათი ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ამ­ბო­ბენ, ბევ­რმა მათ­გან­მა წერა-კი­თხვაც არ იცო­და და თქვენ ას­წავ­ლეთ, ად­ვი­ლად შე­ძე­ლით მათი და­ყო­ლი­ე­ბა?

- თა­ვი­დან ყვე­ლა ამ­ბობს, - სწავ­ლა არ მინ­და, არ მო­ი­ტა­ნო ჩემი სა­ბუ­თე­ბი, მე­ზა­რე­ბა, არ უთხრა ჩემს მშობ­ლებს სკო­ლა­ში სი­ა­რულ­ზე რამე. თუ არ უნდა სწავ­ლა, ვერ და­ა­ძა­ლებ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რივ, სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი ას­წავ­ლი­ან, მაგ­რამ ბევ­რი არ და­დი­ო­და სკო­ლა­ში. ვე­უბ­ნე­ბო­დი, მოდი, ვნა­ხოთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბია-მეთ­ქი. მერე სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბო­დათ სწავ­ლის. ასე თა­მაშ-თა­მა­შით სწავ­ლობ­დნენ. ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, V-VI კლა­სის მერე სკო­ლა­ში არ გვივ­ლი­აო. VIII კლა­სე­ლი ბავ­შვი მყავ­და, წერა-კი­თხვა არ იცო­და, ჩვენ­თან ის­წავ­ლა. ისი­ნი ეძე­ბენ სით­ბოს, სიყ­ვა­რულს და როცა ამას ხე­და­ვენ, მერე ყვე­ლა­ფერ­ში მოგ­ყვე­ბი­ან. ორი წელი ხდე­ბა, რაც აქ ვმუ­შა­ობ. ორმა ახალ­გაზ­რდამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რა. წელს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი რომ ჩა­ა­ბა­რა, ის ბიჭი, სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და თუ არა, დი­დებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ვფიქ­რობ, ასეთ ბავ­შვებს ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ. მიკ­ვირს, მათ შე­წყა­ლე­ბით რომ არ უშ­ვე­ბენ, არა­და, დიდი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის. ახლა 4 არას­რულ­წლო­ვანს ვამ­ზა­დებ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რე­ბენ. ჩემს შვი­ლე­ბად ვთვლი და ვემ­ზა­დე­ბი 4 შვი­ლის სტუ­დენ­ტო­ბის­თვის. ერთი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა იხ­დის სას­ჯელს, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე უნდა ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ახლა რომ ჩა­ა­ბა­როს, ცი­ხი­დან გას­ვლის შან­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს. ძა­ლი­ან მძი­მეა, 15 წლი­სას 10 წელი რომ გაქვს მის­ჯი­ლი. უნი­ჭი­ე­რე­სი ბი­ჭია, და­ვი­ყო­ლი­ეთ, რომ სკო­ლის ატეს­ტა­ტი აეღო - მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი აიღო. გა­სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რია. ის მთე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტკი­ვი­ლია. გან­ვიც­დით, რომ სა­უ­კე­თე­სო წლე­ბის გა­ტა­რე­ბა ცი­ხე­ში უწევს.

სხვისი შვილების დედა

სხვისი შვილების დედა

ავჭალის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფმა პატიმრებმა ახალი წლის დადგომა ერთად იზეიმეს. მთელი კვირა მილოცვებსა და საახალწლო საჩუქრებს იღებდნენ.

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად ეწვია მათ და საახალწლო საჩუქრებიც გადასცა. სტუმრებმა პატიმრებს სურვილების რეალობად ქცევა უსურვეს. ყველაზე დიდი სურვილი მათთვის თავისუფლებაა. ეს სურვილი 3 არასრულწლოვანს აუსრულდა: ახალი წლის წინა დღეებში ვადაზე ადრე 3 მათგანი გათავისუფლდა. ამჟამად 44 არასრულწლოვანია გისოსებს მიღმა და ყველა თავისუფლებაზე ოცნებობს. დეკემბრის ბოლოს "ეტალონის" ტურნირიც ჩატარდა დაწესებულებაში. პატიმრებმა პატრიარქისგანაც მიიღეს საახალწლო საჩუქრები და ძალიან ბედნიერები იყვნენ. ნაძვის ხე თავიანთი ხელით მორთეს, კონცერტებიც გამართეს და საახალწლო დღეები გაილამაზეს. 31 დეკემბერს წარმატებული საქმიანობისთვის სასჯელაღსრულების მინისტრმა 22 თანამშრომელი დააჯილდოვა, მათ შორის იყო არასრულწლოვანთა დაწესებულების სოციალური მუშაკი მადონა ცინცაძე. ქალბატონ მადონას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს პატიმრებთან და ყველა მათი პრობლემა კარგად იცის. ის ძალიან უყვართ ბავშვებს.

მადონა ცინცაძე, სოციალური მუშაკი განათლების განხრით:

- ძალიან გაგვიხარდა ბავშვების ვადაზე ადრე გათავისუფლება, ისინი ახალ წელს თავიანთ სახლებში შეხვდებიან. დაწესებულებაში დარჩენილებს გაულამაზეს ეს დღეები. ყოველ დღეს ამ შეკითხვით იწყებდნენ: დღეს ვინ მოვა ჩვენთან მოსალოცად და რა საჩუქრებს მოგვიტანს? ბევრი მათგანი კარგად უკრავს, მღერის და კონცერტებიც გამართეს. როცა მათი მეგობარი გადის ციხიდან, სხვას უჭირს, თავისუფლება ყველაზე ძვირფასია მათთვის. როცა დაწესებულებაში დავიწყე მუშაობა, ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მქონდა. ორი პროფესია მაქვს - ექიმი და ინჟინერი, მაგრამ 15 წელი საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ძირითადად, ბავშვებთან მიწევდა ყოფნა. ე.წ. "ციხის კადრებმა" ყველა ჩვენგანი შოკი ჩააგდო, სულ პატიმარ ბავშვებზე ვფიქრობდი, კადრების ნახვის მერე. გადავწყვიტე, დავხმარებოდი. ქუჩიდან ბევრი ბავშვი ამიყვანია და დამიყენებია სწორ გზაზე. აზარტულ თამაშებში ჩართული ბევრი არასრულწლოვანი, წამალზე დამოკიდებული ბავშვი გადაგვირჩენია. ეს ძალიან მტკივნეული თემაა.

- დაწესებულებაში მუშაობა "ციხის კადრების" შემდეგ დაიწყეთ?

GზაPრესს- კადრების ნახვის შემდეგ დაწესებულების დირექტორთან მივედი, ვესაუბრე ჩემს გამოცდილებაზე და ვთხოვე, მათთან ურთიერთობის საშუალება მოეცა. მითხრა, ბევრი სითბო და სიყვარული სჭირდებათ ბავშვებს და თუ ამის გაცემა შეგიძლიათ, რატომაც არაო. კადრების შესარჩევი კონკურსები გავიარე და ასე აღმოვჩნდი არასრულწლოვან პატიმრებთან. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ციხესთან. როცა პირველად აღმოვჩნდი გისოსებს მიღმა და თანამშრომლების გაღიმებული სახეები დავინახე, ვფიქრობდი, ნუთუ აქ მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ, გაიღიმონ-მეთქი? ამდენი არასრულწლოვანი პატიმარი გყავდეს და შენ იღიმოდე, ეს წარმოუდგენელია-მეთქი, ვეუბნებოდი ჩემს თავს, მაგრამ როცა მათთან მუშაობა დავიწყე, მივხვდი, ასე არ არის. ბევრი ღიმილი, სითბო და სიყვარული უნდა გქონდეს. ბავშვები მაშინვე გატყობენ, ყალბი ხარ თუ მართლა გიყვარს ისინი. მე იოლად მოვიპოვე მათი ნდობა და სიყვარული. ძალიან ბედნიერი ვარ.

- ამბობენ, ბევრმა მათგანმა წერა-კითხვაც არ იცოდა და თქვენ ასწავლეთ, ადვილად შეძელით მათი დაყოლიება?

- თავიდან ყველა ამბობს, - სწავლა არ მინდა, არ მოიტანო ჩემი საბუთები, მეზარება, არ უთხრა ჩემს მშობლებს სკოლაში სიარულზე რამე. თუ არ უნდა სწავლა, ვერ დააძალებ. დაწესებულებაში ჩვეულებრივ, სკოლა ფუნქციონირებს და სკოლის პედაგოგები ასწავლიან, მაგრამ ბევრი არ დადიოდა სკოლაში. ვეუბნებოდი, მოდი, ვნახოთ კომპიუტერული გაკვეთილები, სახალისო თამაშებია-მეთქი. მერე სურვილი უჩნდებოდათ სწავლის. ასე თამაშ-თამაშით სწავლობდნენ. ხშირად მეუბნებოდნენ, V-VI კლასის მერე სკოლაში არ გვივლიაო. VIII კლასელი ბავშვი მყავდა, წერა-კითხვა არ იცოდა, ჩვენთან ისწავლა. ისინი ეძებენ სითბოს, სიყვარულს და როცა ამას ხედავენ, მერე ყველაფერში მოგყვებიან. ორი წელი ხდება, რაც აქ ვმუშაობ. ორმა ახალგაზრდამ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. წელს ეროვნული გამოცდები რომ ჩააბარა, ის ბიჭი, სრულწლოვანი გახდა თუ არა, დიდებში გადაიყვანეს. ვფიქრობ, ასეთ ბავშვებს ხელშეწყობა სჭირდებათ. მიკვირს, მათ შეწყალებით რომ არ უშვებენ, არადა, დიდი სტიმული იქნებოდა მათთვის. ახლა 4 არასრულწლოვანს ვამზადებ ეროვნული გამოცდებისთვისთვის. დარწმუნებული ვარ, წარმატებით ჩააბარებენ. ჩემს შვილებად ვთვლი და ვემზადები 4 შვილის სტუდენტობისთვის. ერთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იხდის სასჯელს, სამედიცინოზე უნდა ჩაბარება, მაგრამ ახლა რომ ჩააბაროს, ციხიდან გასვლის შანსი ჯერჯერობით არ აქვს. ძალიან მძიმეა, 15 წლისას 10 წელი რომ გაქვს მისჯილი. უნიჭიერესი ბიჭია, დავიყოლიეთ, რომ სკოლის ატესტატი აეღო - მაღალი ქულები აიღო. გასაოცრად ნიჭიერია. ის მთელი დაწესებულების ტკივილია. განვიცდით, რომ საუკეთესო წლების გატარება ციხეში უწევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია