მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე როდესმე" - რას შესთავაზებენ "ნიჭიერის" შშმ მონაწილეები მაყურებელს ფინალში
"იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე როდესმე" - რას შესთავაზებენ "ნიჭიერის" შშმ მონაწილეები მაყურებელს ფინალში

13 იან­ვარს,"რუს­თა­ვი2"-ს ეთერ­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუს, "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნალს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბა. ფი­ნა­ლის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­როს და ჟან­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნა­ხა­ო­ბა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე კონ­კურ­სან­ტე­ბის ნომ­რე­ბია. თე­მოს და ქე­თის, კო­კა­სა და ნი­ნოს გა­მოს­ვლამ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ერ­თსუ­ლოვ­ნად აღაფრ­თო­ვა­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გა­ა­კე­თე­ბენ ისი­ნი შოუს ფი­ნალ­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რაფს აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ფი­ნა­ლი იმა­ზე უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი და ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე. კონ­კურ­სან­ტე­ბი ძა­ლი­ან და­იხ­ვეწ­ნენ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გან­ვი­თარ­დნენ. შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. გპირ­დე­ბით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იქ­ნე­ბა რო­გორც კო­კა­სა და ნი­ნოს, ასე­ვე ქე­თი­სა და თე­მოს ნომ­რე­ბი.

- ვისი იდეა იყო მათი ნომ­რე­ბი და რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა ამ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც შე­ე­ხე­ბა იდე­ას, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნომ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მეტ­წი­ლად ჩემი იდეა იყო. თუმ­ცა, ამას არა აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მთა­ვა­რია, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გი, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სან­ტე­ბის გა­მოს­ვლამ მო­ი­ტა­ნა. მე და"ნი­ჭი­ე­რის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი, რაც შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ შოუ იყოს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი, ემო­ცი­უ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კრე­ტუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­ფი­ნა­ლო ნომ­რებს, შე­მიძ­ლია აქვე გი­თხრათ, რომ უა­ნა­ლო­გოა.

- ჭო­ლამ კო­კას და ნი­ნოს გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში თქვა, რომ ეს არის ახა­ლი თე­ატ­რი...

- ის, რომ ახა­ლი სი­ტყვაა, ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი ჭო­ლას. ის, რომ ახა­ლი თე­ატ­რი იბა­დე­ბა, თუ ამ სამ­ყა­როს მეტრმა ასე შე­ნიშ­ნა, რა უფ­ლე­ბა მაქვს, შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გო. მი­ხა­რია, თუ ამას ახა­ლი თე­ატ­რის და­ბა­დე­ბა მოჰ­ყვე­ბა შე­დე­გად. ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის მიღ­წე­ვა.

სა­ლო­მე ახა­ლა­ია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე როდესმე" - რას შესთავაზებენ "ნიჭიერის" შშმ მონაწილეები მაყურებელს ფინალში

"იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე როდესმე" - რას შესთავაზებენ "ნიჭიერის" შშმ მონაწილეები მაყურებელს ფინალში

13 იანვარს,"რუსთავი2"-ს ეთერში ყველაზე რეიტინგული შოუს, "ნიჭიერის" ფინალს ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება. ფინალისტები სხვადასხვა სფეროს და ჟანრის წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, სანახაობა ძალიან მრავალფეროვანი გამოვა. განსაკუთრებით საინტერესო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კონკურსანტების ნომრებია. თემოს და ქეთის, კოკასა და ნინოს გამოსვლამ ქართველი მაყურებელი ერთსულოვნად აღაფრთოვანა. საინტერესოა, რას გააკეთებენ ისინი შოუს ფინალში. ამასთან დაკავშირებით პროექტის ქორეოგრაფს აჩიკო სოლოღაშვილს დავუკავშირდით.

- ფინალი იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე ოდესმე. კონკურსანტები ძალიან დაიხვეწნენ და შემოქმედებითად განვითარდნენ. შედეგს აუცილებლად ნახავს მაყურებელი. გპირდებით, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება როგორც კოკასა და ნინოს, ასევე ქეთისა და თემოს ნომრები.

- ვისი იდეა იყო მათი ნომრები და რამდენად საინტერესოა ამ ადამიანებთან მუშაობა?

- ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება იდეას, ნახევარფინალში წარმოდგენილი ნომრები შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად ჩემი იდეა იყო. თუმცა, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც ამ კონკურსანტების გამოსვლამ მოიტანა. მე და"ნიჭიერის" შემოქმედებითი ჯგუფი, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შოუ იყოს ძალიან დახვეწილი, ემოციური და განსხვავებული. რაც შეეხება ამ კონკრეტული კონკურსანტების საფინალო ნომრებს, შემიძლია აქვე გითხრათ, რომ უანალოგოა.

- ჭოლამ კოკას და ნინოს გამოსვლის შემდეგ, ნახევარფინალში თქვა, რომ ეს არის ახალი თეატრი...

- ის, რომ ახალი სიტყვაა, ამაში ვეთანხმები ჭოლას. ის, რომ ახალი თეატრი იბადება, თუ ამ სამყაროს მეტრმა ასე შენიშნა, რა უფლება მაქვს, შევეწინააღმდეგო. მიხარია, თუ ამას ახალი თეატრის დაბადება მოჰყვება შედეგად. ეს არის ბედნიერება და ყოველი ჩვენგანის მიღწევა.

სალომე ახალაია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები