მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთელი მსოფლიოს ე.წ. "კანონიერი ქურდები" მოსკოვში იკრიბებიან
მთელი მსოფლიოს ე.წ. "კანონიერი ქურდები" მოსკოვში იკრიბებიან

რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს დსთ-სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" ეს­ტუმრნენ. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ე.წ. "კრი­მი­ნა­ლუ­რი გე­ნერ­ლე­ბის" ყრი­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ კრი­მი­ნა­ლურ კრე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა.

სან­დო წყა­როს ცნო­ბით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­კოვ­ში უკვე ათე­უ­ლო­ბით "გავ­ლე­ნი­ა­ნი" კრი­მი­ნა­ლი ჩა­ვი­და. მათ შო­რი­საა და­ვით სე­ბის­კვე­რა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს და რიგ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში "მა­ფი­ის" საქ­მე­ებს გა­ნა­გებს. გარ­და ამი­სა, ყრი­ლო­ბას ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლიც და­ეს­წრე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა­სა და ყა­ზა­ხეთ­ში "მოღ­ვა­წე­ობს" და "კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში" საკ­მა­ოდ გან­თქმუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტია.

"ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ არ სა­ხელ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შეკ­რე­ბა ახალ წელს გა­ი­მარ­თე­ბა", - აცხა­დებს წყა­რო.

"შეკ­რე­ბის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი რუ­სუ­ლი მა­ფი­ის "ბოსი" შაქ­რო კა­ლა­შო­ვია, რო­მე­ლიც თავ­ყრი­ლო­ბა­ზე მა­ფი­ო­ზურ წრე­ებ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტებს გა­ნი­ხი­ლავს. კრე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა. წე­რილს ხელს 100-მდე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ა­წერს, რის გა­მოც, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა არ მოხ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rosbalt.ru-ის მი­ხედ­ვით.

მთელი მსოფლიოს ე.წ. "კანონიერი ქურდები" მოსკოვში იკრიბებიან

მთელი მსოფლიოს ე.წ. "კანონიერი ქურდები" მოსკოვში იკრიბებიან

რუსეთის დედაქალაქს დსთ-სა და ევროპის ქვეყნების ე.წ. "კანონიერი ქურდები" ესტუმრნენ. ისინი მონაწილეობას იღებენ ე.წ. "კრიმინალური გენერლების" ყრილობაში, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კრიმინალურ კრებად ჩაითვლება.

სანდო წყაროს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, მოსკოვში უკვე ათეულობით "გავლენიანი" კრიმინალი ჩავიდა. მათ შორისაა დავით სებისკვერაძე, რომელიც წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და რიგ ევროპულ ქვეყნებში "მაფიის" საქმეებს განაგებს. გარდა ამისა, ყრილობას ვაჟა ბიგანიშვილიც დაესწრება, რომელიც ძირითადად ევროპასა და ყაზახეთში "მოღვაწეობს" და "კრიმინალურ წრეებში" საკმაოდ განთქმული ავტორიტეტია.

"ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, სავარაუდოდ, შეკრება ახალ წელს გაიმართება", - აცხადებს წყარო.

"შეკრების" ორგანიზატორი რუსული მაფიის "ბოსი" შაქრო კალაშოვია, რომელიც თავყრილობაზე მაფიოზურ წრეებში არსებულ კონფლიქტებს განიხილავს. კრებაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, სპეციალური წერილების სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაიგზავნება. წერილს ხელს 100-მდე კრიმინალური ავტორიტეტი მოაწერს, რის გამოც, მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება.

მომზადებულია rosbalt.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ