პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები

ზოგ­ჯერ ფუ­ფუ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა შე­იძ­ლე­ბა ნამ­დვილ უგუ­ნუ­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. წარ­მო­გიდ­გენთ კუ­ლი­ნა­რულ შე­დევ­რებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მდი­და­რი გურ­მა­ნე­ბის ჯი­ბე­საც კი სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს. საკ­ვე­ბი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა არა ასო­ბით, არა­მედ ათა­სო­ბით დო­ლა­რით იზო­მე­ბა.

ოქ­როს ქაფ­ქე­ი­ქე­ბი

ასე­თი მა­დი­საღ­მძვრე­ლი კექ­სე­ბი 24 კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­რო­თი, 1228 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

სა­მე­ფო ნეს­ვი იუ­ბა­რი

ეს ნეს­ვი სტა­ფი­ლოს­ფე­რი გუ­ლით, ნეს­ვის ორი ჯი­შის ჰიბ­რიდს წარ­მო­ად­გენს და ია­პო­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ დე­ლი­კა­ტე­სად ით­ვლე­ბა. გემ­რი­ე­ლი და ტკბი­ლი ხი­ლის ფასი 26 000 დო­ლა­რია.

FleurBurger

ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ფასტ-ფუდი ამ სი­ა­ში იქ­ნე­ბო­და. ეს 5 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბურ­გე­რი, შე­გიძ­ლი­ათ ლას-ვე­გა­სის რეს­ტო­რან Fleur de Lys-ში შე­ი­ძი­ნოთ. ალ­ბათ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა ბურ­გე­რი? ძრო­ხის ხორ­ცი - ვა­გიუ (იგი­ვე, მარ­მა­რი­ლო­სებ­რი ძრო­ხის ხორ­ცი), ფუა-გრა, შავი ტრი­უ­ფე­ლე­ბი და ტრი­უ­ფე­ლის სო­უ­სი ამ ბურ­გერს, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბურ­გე­რად აქ­ცე­ვენ.

შეფ-მზა­რე­უ­ლის, ან­გე­ლი­ტო არა­ნე­ტა უმ­ცრო­სის რო­ლე­ბი

ამ კუ­ლი­ნა­რუ­ლი შე­დევ­რის ავ­ტო­რი ფი­ლი­პი­ნე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ან­გე­ლი­ტო არა­ნე­ტაა. 4 რო­ლის­გან შემ­დგა­რი პორ­ცია, რო­მე­ლიც ოქ­რო­შია გახ­ვე­უ­ლი, 2750 დო­ლა­რი ღირს.

ირა­ნუ­ლი თეთ­რი ხი­ზი­ლა­ლა "მარ­გა­ლი­ტი"

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხი­ზი­ლა­ლა სუ­ლაც არაა შავი. ალ­ბი­ნო­სი ბე­ლუ­გა ვე­შა­პის ხი­ზი­ლა­ლა, ერთი კი­ლოგ­რა­მი და­ახ­ლო­ე­ბით, 7-10 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. ასეთ ხი­ზი­ლა­ლას მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ერთი ფირ­მა House Almas უშ­ვებს, რო­მე­ლიც ირან­ში მდე­ბა­რე­ობს.

თეთ­რი ტრი­უ­ფე­ლე­ბი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სოკო მსოფ­ლი­ო­ში. 1 კი­ლოგ­რა­მი ტრი­უ­ფე­ლი 230 000 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

პიცა " Royale 007"

ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლის, დო­მე­ნი­კო კო­რო­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი პიცა. 4200 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი პი­ცის შიგ­თავ­სი კო­ნიკ­ში ჩამ­ბა­ლი ლობსტე­რის, ხი­ზი­ლა­ლას, ტო­მა­ტის სო­უ­სის, შოტ­ლან­დი­უ­რი შე­ბო­ლი­ლი ორა­გუ­ლის და ირ­მის ხორ­ცის­გან შედ­გე­ბა. ზე­მო­დან 30 სან­ტი­მეტ­რი­ან პი­ცას 24 კა­რა­ტი­ა­ნი, საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი ოქრო ამ­შვე­ნებს.

დე­სერ­ტი «Fortress Stilt Fisherman Indulgence»

ამ დე­სერ­ტის ერთ-ერთი ინ­გრე­დი­ენ­ტი იტა­ლი­უ­რი ოქ­როა. ტკბი­ლე­უ­ლი 14500 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

ნა­ყი­ნის დე­სერ­ტი "მარ­წყვი არნო"

ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დე­სერ­ტი ახა­ლი ორ­ლე­ა­ნის რეს­ტო­რან არ­ნო­ში შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ. ერთი ულუ­ფის ფასი 1400000 დო­ლარს აღ­წევს. საქ­მე ის არის, რომ თი­თო­ე­ულ კენკრას უიშ­ვი­ა­თეს ღვი­ნო­ში აწყო­ბენ, ხოლო თვი­თონ დე­სერტს, ერ­ნესტ კე­სე­ლის კო­ლექ­ცი­ის 5 კა­რა­ტი­ა­ნი ვარ­დის­ფე­რი ბრი­ლი­ან­ტით რთა­ვენ.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები

ზოგჯერ ფუფუნებისკენ სწრაფვა შეიძლება ნამდვილ უგუნურებაში გადაიზარდოს. წარმოგიდგენთ კულინარულ შედევრებს, რომლებიც ყველაზე მდიდარი გურმანების ჯიბესაც კი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. საკვები, რომელთა ღირებულება არა ასობით, არამედ ათასობით დოლარით იზომება.

ოქროს ქაფქეიქები

ასეთი მადისაღმძვრელი კექსები 24 კარატიანი ოქროთი, 1228 დოლარი დაგიჯდებათ.

სამეფო ნესვი იუბარი

ეს ნესვი სტაფილოსფერი გულით, ნესვის ორი ჯიშის ჰიბრიდს წარმოადგენს და იაპონიაში ყველაზე ძვირადღირებულ დელიკატესად ითვლება. გემრიელი და ტკბილი ხილის ფასი 26 000 დოლარია.

FleurBurger

ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ფასტ-ფუდი ამ სიაში იქნებოდა. ეს 5 000 დოლარად ღირებული ბურგერი, შეგიძლიათ ლას-ვეგასის რესტორან Fleur de Lys-ში შეიძინოთ. ალბათ გაინტერესებთ, რა ინგრედიენტებისგან შედგება ბურგერი? ძროხის ხორცი - ვაგიუ (იგივე, მარმარილოსებრი ძროხის ხორცი), ფუა-გრა, შავი ტრიუფელები და ტრიუფელის სოუსი ამ ბურგერს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბურგერად აქცევენ.

შეფ-მზარეულის, ანგელიტო არანეტა უმცროსის როლები

ამ კულინარული შედევრის ავტორი ფილიპინელი შეფ-მზარეული ანგელიტო არანეტაა. 4 როლისგან შემდგარი პორცია, რომელიც ოქროშია გახვეული, 2750 დოლარი ღირს.

ირანული თეთრი ხიზილალა ”მარგალიტი”

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა სულაც არაა შავი. ალბინოსი ბელუგა ვეშაპის ხიზილალა, ერთი კილოგრამი დაახლოებით, 7-10 ათასი დოლარი ღირს. ასეთ ხიზილალას მსოფლიოში მხოლოდ ერთი ფირმა House Almas უშვებს, რომელიც ირანში მდებარეობს.

თეთრი ტრიუფელები

ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული სოკო მსოფლიოში. 1 კილოგრამი ტრიუფელი 230 000 დოლარი დაგიჯდებათ.

პიცა ” Royale 007”

ცნობილი შეფ-მზარეულის, დომენიკო კოროლის ექსკლუზიური პიცა. 4200 დოლარად ღირებული პიცის შიგთავსი კონიკში ჩამბალი ლობსტერის, ხიზილალას, ტომატის სოუსის, შოტლანდიური შებოლილი ორაგულის და ირმის ხორცისგან შედგება. ზემოდან 30 სანტიმეტრიან პიცას 24 კარატიანი, საკვებად ვარგისი ოქრო ამშვენებს.

დესერტი «Fortress Stilt Fisherman Indulgence»

ამ დესერტის ერთ-ერთი ინგრედიენტი იტალიური ოქროა. ტკბილეული 14500 დოლარი დაგიჯდებათ.

ნაყინის დესერტი ”მარწყვი არნო”

ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დესერტი ახალი ორლეანის რესტორან არნოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ერთი ულუფის ფასი 1400000 დოლარს აღწევს. საქმე ის არის, რომ თითოეულ კენკრას უიშვიათეს ღვინოში აწყობენ, ხოლო თვითონ დესერტს, ერნესტ კესელის კოლექციის 5 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტით რთავენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს