საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს ადამიანი, რომლიც მისი ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს - რეზო ჩხეიძის ქალიშვილი მამის პრორუსულ განცხადებებზე
არსებობს ადამიანი, რომლიც მისი ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს - რეზო ჩხეიძის ქალიშვილი მამის პრორუსულ განცხადებებზე

რე­ჟი­სორ რეზო ჩხე­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" ამ­ბობს, რომ არ მოს­წონს მა­მა­მი­სის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რეზო ჩხე­ი­ძის ასა­კი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით სარ­გებ­ლობს და მას ასეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბი­ნებს.

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- სამ­წუ­ხარ­დოდ, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი კე­თილ­დღე­ო­ბა შე­ი­სიხლხორ­ცა. ზოგი ამას სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის აკე­თებს, სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლა­დაა შემ­დგა­რი, ზოგს კი შე­საძ­ლოა, გულ­წრფე­ლად სჯე­რა.

- სხვა­თა შო­რის, მათ შო­რის არის მა­მათ­ქვე­ნი, რეზო ჩხე­ი­ძეც, რო­მელ­საც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა რუ­სე­თის გა­რე­შე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია.

- ამ თე­მა­ზე მას­თან ბევ­რჯერ მი­კა­მა­თია. ის გარ­კვე­ულ­წი­ლად ასა­ხავს იმ მოვ­ლე­ნას, რომ­ლე­ზეც ვი­სა­უბ­რე, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სხვა ფაქ­ტო­რია ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე ვერ გან­ვავ­რცობ. უბ­რა­ლოდ, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ზო­გა­დი ფე­ნო­მე­ნის გარ­და, რეზო ჩხე­ი­ძე­ზე გავ­ლე­ნას ერთი ადა­მი­ა­ნი ახ­დენს. ეს ადა­მი­ა­ნი მა­მა­ჩე­მის ასა­კით და ჯან­მრთე­ლო­ბით სარ­გებ­ლობს და ასეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბი­ნებს.

- ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი?

- ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მაგ­რამ რეზო ამ ადა­მი­ა­ნის გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ამ თე­მა­ზე მეტს არა­ფერს ვი­ტყვი. სა­ერ­თოდ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მკვეთ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის მომ­ხრე არ ვარ. რო­გორც წესი, ამ ადა­მი­ა­ნებს რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის­კენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უბიძ­გებ­და. ამი­ტომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ უფრო მოქ­ნი­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ და სა­ერ­თოდ, ერთი აზ­რის წი­ნა­შე უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ - სა­ქარ­თვე­ლომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა უნდა აღიდ­გი­ნოს. შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა გვქონ­დეს, მაგ­რამ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა და­ვობ­დეს, ვის აქვს ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მით­ვი­სე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ მო­ვის­მი­ნე, აშშ-ია ოკუ­პან­ტიო. ვინც ასე ფიქ­რობთ, ჰკი­თხეთ სა­კუ­თარ თავს - აშშ-მა წა­გარ­თვათ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი? მთა­ვა­რი ოკუ­პა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა.

არსებობს ადამიანი, რომლიც მისი ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს - რეზო ჩხეიძის ქალიშვილი მამის პრორუსულ განცხადებებზე

არსებობს ადამიანი, რომლიც მისი ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს - რეზო ჩხეიძის ქალიშვილი მამის პრორუსულ განცხადებებზე

რეჟისორ რეზო ჩხეიძის ქალიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" ამბობს, რომ არ მოსწონს მამამისის მიერ გაკეთებული პრორუსული განცხადებები და აღნიშნავს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც რეზო ჩხეიძის ასაკითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით სარგებლობს და მას ასეთ განცხადებებს აკეთებინებს.

ამონარიდი ინტერვიუდან:

- სამწუხარდოდ, ქართულ რეალობაში ინტელიგენციამ რუსული ძალებისგან შექმნილი კეთილდღეობა შეისიხლხორცა. ზოგი ამას საკუთარ კეთილდღეობისთვის აკეთებს, საკუთარ ინტერესებზე შეგნებულადაა შემდგარი, ზოგს კი შესაძლოა, გულწრფელად სჯერა.

- სხვათა შორის, მათ შორის არის მამათქვენი, რეზო ჩხეიძეც, რომელსაც ქვეყნის განვითარება რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

- ამ თემაზე მასთან ბევრჯერ მიკამათია. ის გარკვეულწილად ასახავს იმ მოვლენას, რომლეზეც ვისაუბრე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ფაქტორია ჩართული, რომელსაც ბოლომდე ვერ განვავრცობ. უბრალოდ, ინტელიგენციაში რუსული ძალების ზოგადი ფენომენის გარდა, რეზო ჩხეიძეზე გავლენას ერთი ადამიანი ახდენს. ეს ადამიანი მამაჩემის ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს და ასეთ განცხადებებს აკეთებინებს.

- ვინ არის ეს ადამიანი?

- ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ რეზო ამ ადამიანის გავლენის ქვეშაა. ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. საერთოდ ინტელიგენციის წინააღმდეგ მკვეთრი პოლიტიკის გატარების მომხრე არ ვარ. როგორც წესი, ამ ადამიანებს რუსული ძალებისკენ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება უბიძგებდა. ამიტომ მათ წინააღმდეგ უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ და საერთოდ, ერთი აზრის წინაშე უნდა გავერთიანდეთ - საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიდგინოს. შესაძლოა სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ დღეს საზოგადოება არ უნდა დავობდეს, ვის აქვს ქართული ტერიტორიები მითვისებული. ცოტა ხნის წინ მოვისმინე, აშშ-ია ოკუპანტიო. ვინც ასე ფიქრობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს - აშშ-მა წაგართვათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? მთავარი ოკუპაციისგან გათავისუფლებაა, დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?