მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერის" პირველ "ლაივს" ტრიუმფატორები და ჟიური აფასებენ - რა მოხდა პირდაპირი ეთერის შემდეგ
"ნიჭიერის" პირველ "ლაივს" ტრიუმფატორები და ჟიური აფასებენ - რა მოხდა პირდაპირი ეთერის შემდეგ

"ნი­ჭი­ე­რის" სამი ფი­ნა­ლის­ტი უკვე ცნო­ბი­ლია. ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გუ­შინ, არა­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნო­მე­რი შეს­რულ­და. პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში გა­და­ვიდ­ნენ თემო და ქეთი, გე­ვორქ პეტ­რო­სი­ა­ნი და ჯგუ­ფი "Happy Hands".

რა ხდე­ბო­და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში პირ­და­პი­რი ეთე­რის შემ­დეგ, და რა კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, და­მარ­ცხე­ბულ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა და ჟი­უ­რიმ, ამას ჩვე­ნი სტა­ტი­ი­დან გა­ი­გებთ.

- მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში მოხ­ვდნენ თემო და ქეთი, ელო­დით ამ გა­და­წყვეტ­ლე­ბას?

ია ფა­რუ­ლა­ვა (ნი­ჭი­ე­რის ჟი­უ­რი):

- აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მა­გა­რი შოუ იყო. ჩვენ გვინ­დო­და ქე­თის და თე­მოს გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ისი­ნი ფი­ნალ­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­და­იყ­ვა­ნა. გე­ვორქ პეტ­რო­სი­ა­ნის არ­გა­დაყ­ვა­ნა ფი­ნალ­ში იქ­ნე­ბა სა­ო­ცა­რი რა­ღაც. რთუ­ლი იყო არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სანტზე გული დამ­წყდა.

- ვის­ზე დაგ­წყდათ გული?

- ძა­ლი­ან მინ­დო­და გი­ტა­რის­ტებს კარ­გად და­ეკ­რათ. ბო­ლოს და ბო­ლოს, გი­ტა­რა ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია. რუსი გო­გო­ნე­ბი მო­მე­წო­ნა, მა­გა­რი ნო­მე­რი აჩ­ვე­ნეს, მაგ­რამ გე­ვორ­ქს მი­ვა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა.

- შოუს მსვლე­ლო­ბი­სას ახა­ლი პრო­ექ­ტი "შე­რე­კი­ლი გი­ტა­რა" და­ა­ა­ნონ­სეთ, რა პრო­ექ­ტია?

- ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ტა­რი­ე­ლი ამ­ზა­დებს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გავ­მარ­თავთ კონ­ცერ­ტებს. გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტში, სიმ­ფო­ნი­უ­რი და კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კა ტა­რი­ელ­მა გა­და­ი­ტა­ნა გი­ტა­რა­ზე, ამას მხო­ლოდ შე­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნი თუ გა­ა­კე­თებ­და.

- ელო­დი, რომ ასე­თი უპი­რა­ტე­სო­ბით მოხ­ვდე­ბო­დი ფი­ნალ­ში?

თემო (ნი­ჭი­ე­რის ფი­ნა­ლის­ტი):

- დი­ლი­დან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არ ვე­ლო­დი ამ შე­დეგს. მა­ყუ­რებ­ლის ფა­ვო­რი­ტე­ბი თუ გავ­ხდე­ბო­დით, არ მე­გო­ნა. მად­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგო­მის­თვის. შემ­დეგ გა­მოს­ვლა­ზე უკე­თეს სა­ნა­ხა­ო­ბას გპირ­დე­ბით.

გე­ვორქ პეტ­რო­სი­ა­ნი (ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი):

- არ ვე­ლო­დი, რად­გან ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე ვშრო­მობ­დი, ვმუ­შა­ობ­დი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხა­რია გა­მარ­ჯვე­ბა. რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის უნდა გა­მოჩ­ნდე­სო. ადა­მი­ა­ნი თუ მო­წო­დე­ბით არის მომ­ღე­რა­ლი, მა­გას ვერ და­მა­ლავ და ეტყო­ბა, არ დარ­ჩა ეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი.

"ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე რუსი გო­გო­ნე­ბის Wild Girls-ს გა­მოს­ვლას დარ­ბა­ზი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა. გო­გო­ნებ­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლეს და სას­ცე­ნო ნო­მე­რი ლურ­სმნებ­ზე შე­ას­რუ­ლეს, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდნენ.

- გვი­ხა­რია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა ჩვე­ნი გა­მოს­ვლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნი­ჭი­ე­რის" გამო ჩა­მო­ვე­დით, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მცხე­თა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ ქარ­თვე­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­თი. თუ გა­და­ვი­დო­დით ფი­ნალ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო და უფრო სა­შიშ ნო­მერს შევ­თა­ვა­ზებ­დით მა­ყუ­რე­ბელს, მაგ­რამ ვერ მოვ­ხვდით ფი­ნალ­ში.

- ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, თქვენ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა იცი­ან აქ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი რომ ხართ?

- არ გვგო­ნია, ასე იყოს. ინ­ტერ­ნეტ­ში, სა­დაც ჩვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი და სუ­რა­თე­ბი დევს, წა­ვი­კი­თხეთ კო­მენ­ტა­რე­ბი და ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი წე­რენ, თით­ქოს ლეს­ბო­სე­ლე­ბი ვართ. ჩვენ სცე­ნა­ზე ასე იმი­ტომ გა­მოვ­დი­ვართ, რომ დამ­სხვრე­ულ მი­ნებ­ზე, ლურ­სმნებ­ზე ვას­რუ­ლებთ ჩვენს სას­ცე­ნო ნომ­რებს და კომ­ბი­ნი­ზო­ნებს ნამ­დვი­ლად ვერ ჩა­ვიც­მევთ, რად­გან მერე ვე­რა­ვის და­ვუმ­ტკი­ცებთ, რომ ფეხი გა­ვი­ჭე­რით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ნიჭიერის" პირველ "ლაივს" ტრიუმფატორები და ჟიური აფასებენ - რა მოხდა პირდაპირი ეთერის შემდეგ

"ნიჭიერის" პირველ "ლაივს" ტრიუმფატორები და ჟიური აფასებენ - რა მოხდა პირდაპირი ეთერის შემდეგ

"ნიჭიერის" სამი ფინალისტი უკვე ცნობილია. ფილარმონიის სცენაზე გუშინ, არაერთი განსხვავებული ნომერი შესრულდა. პროექტის ფინალში გადავიდნენ თემო და ქეთი, გევორქ პეტროსიანი და ჯგუფი "Happy Hands".

რა ხდებოდა ფილარმონიაში პირდაპირი ეთერის შემდეგ, და რა კომენტარები გააკეთეს გამარჯვებულმა, დამარცხებულმა კონკურსანტებმა და ჟიურიმ, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

- მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმების უმრავლესობით პროექტის ფინალში მოხვდნენ თემო და ქეთი, ელოდით ამ გადაწყვეტლებას?

ია ფარულავა (ნიჭიერის ჟიური):

- აღფრთოვანებულები ვართ, მაგარი შოუ იყო. ჩვენ გვინდოდა ქეთის და თემოს გადაყვანა, მაგრამ ისინი ფინალში მაყურებელმა გადაიყვანა. გევორქ პეტროსიანის არგადაყვანა ფინალში იქნება საოცარი რაღაც. რთული იყო არჩევანის გაკეთება, რამდენიმე კონკურსანტზე გული დამწყდა.

- ვისზე დაგწყდათ გული?

- ძალიან მინდოდა გიტარისტებს კარგად დაეკრათ. ბოლოს და ბოლოს, გიტარა ჩემი სუსტი წერტილია. რუსი გოგონები მომეწონა, მაგარი ნომერი აჩვენეს, მაგრამ გევორქს მივანიჭეთ უპირატესობა.

- შოუს მსვლელობისას ახალი პროექტი "შერეკილი გიტარა" დააანონსეთ, რა პროექტია?

- ეს არის პროექტი, რომელსაც ტარიელი ამზადებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გავმართავთ კონცერტებს. გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებები იქნება პროექტში, სიმფონიური და კამერული მუსიკა ტარიელმა გადაიტანა გიტარაზე, ამას მხოლოდ შერეკილი ადამიანი თუ გააკეთებდა.

- ელოდი, რომ ასეთი უპირატესობით მოხვდებოდი ფინალში?

თემო (ნიჭიერის ფინალისტი):

- დილიდან ვნერვიულობდი, არ ველოდი ამ შედეგს. მაყურებლის ფავორიტები თუ გავხდებოდით, არ მეგონა. მადლობა მთელ საქართველოს გვერდით დგომისთვის. შემდეგ გამოსვლაზე უკეთეს სანახაობას გპირდებით.

გევორქ პეტროსიანი (ჟიურის რჩეული):

- არ ველოდი, რადგან ბევრი ღირსეული კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. მე ვშრომობდი, ვმუშაობდი და მოტივირებული ვიყავი, შესაბამისად, მიხარია გამარჯვება. რუსები ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის უნდა გამოჩნდესო. ადამიანი თუ მოწოდებით არის მომღერალი, მაგას ვერ დამალავ და ეტყობა, არ დარჩა ეს შეუმჩნეველი.

"ნიჭიერის" სცენაზე რუსი გოგონების Wild Girls-ს გამოსვლას დარბაზი ოვაციებით შეხვდა. გოგონებმა პირობა შეასრულეს და სასცენო ნომერი ლურსმნებზე შეასრულეს, თუმცა ფინალში ვერ მოხვდნენ.

- გვიხარია, რომ წარმატებული გამოდგა ჩვენი გამოსვლა. საქართველოში "ნიჭიერის" გამო ჩამოვედით, დავათვალიერეთ მცხეთა, აღფრთოვანებული ვართ ქართველებით და საქართველოთი. თუ გადავიდოდით ფინალში, საინტერესო და უფრო საშიშ ნომერს შევთავაზებდით მაყურებელს, მაგრამ ვერ მოვხვდით ფინალში.

- ძალიან პოპულარულები გახდით საქართველოში, განსაკუთრებით მამაკაცები გგულშემატკივრობენ, თქვენმა მეუღლეებმა იციან აქ ასეთი პოპულარულები რომ ხართ?

- არ გვგონია, ასე იყოს. ინტერნეტში, სადაც ჩვენი ვიდეოები და სურათები დევს, წავიკითხეთ კომენტარები და ქართველი კაცები წერენ, თითქოს ლესბოსელები ვართ. ჩვენ სცენაზე ასე იმიტომ გამოვდივართ, რომ დამსხვრეულ მინებზე, ლურსმნებზე ვასრულებთ ჩვენს სასცენო ნომრებს და კომბინიზონებს ნამდვილად ვერ ჩავიცმევთ, რადგან მერე ვერავის დავუმტკიცებთ, რომ ფეხი გავიჭერით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება