მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომპენსაციას სთავაზობს ამერიკა საფრანგეთს "მისტრალის" პროექტზე უარის თქმის სანაცვლოდ
რა კომპენსაციას სთავაზობს ამერიკა საფრანგეთს "მისტრალის" პროექტზე უარის თქმის სანაცვლოდ

"რუ­სე­თის­თვის "მის­ტრა­ლის" ტი­პის შვე­ულმფრენმზი­დე­ბის გა­და­ცე­მა­ზე საფ­რან­გე­თის მხრი­დან უა­რის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­კო­ვი ამ ნა­ბიჯს გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა და პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბას არ და­ი­წყებს", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მოს­კოვ­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ფრან­სუა ოლანდთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. პუ­ტი­ნის გან­მარ­ტე­ბით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ფრან­გებს მხო­ლოდ ორი გზა აქვთ - "ან ხო­მალ­დე­ბი უნდა გად­მოგ­ვცენ ან ფული დაგ­ვიბ­რუ­ნონ".

აე­რო­პორტ "ვნუ­კო­ვო 2"-ის სამ­თავ­რო­ბო ტერ­მი­ნალ­ში გა­მარ­თულ საფ­რან­გე­თის და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა­ზე "მის­ტრა­ლის" სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქტსა და მისი მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე გა­კეთ­და.

პუ­ტინ-ოლან­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ა­გენ­ტო Reuters-მა აშშ-ის მხრი­დან, ფრან­გუ­ლი გემთსა­შე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის 1,2 მლრდ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის დაკ­ვე­თის მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, დამ­კვე­თი Royal Caribbean Cruises Ltd-ია. კერ­ძო კომ­პა­ნია, რომ­ლის სა­თაო ოფი­სიც ქა­ლაქ მა­ი­ა­მი­ში მდე­ბა­რე­ობს, მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე­ო­რე უმ­სხვი­ლე­სი საკ­რუ­ი­ზო კომ­პა­ნი­აა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი ორი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რის აგე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პირ­ვე­ლის დას­რუ­ლე­ბა - 2018, მე­ო­რე­სი კი 2020 წელს იგეგ­მე­ბა.

რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცია უმალ აი­ტა­ცეს და შეკ­ვე­თას "კომ­პენ­სა­ცია" უწო­დეს, რო­მე­ლიც პა­რიზ­მა რუ­სუ­ლი ფლო­ტის­თვის "მის­ტრა­ლე­ბის" მი­წო­დე­ბა­ზე უა­რის თქმის გამო მი­ი­ღო.

"ამ­ჟა­მად "მის­ტრა­ლე­ბის" რუ­სე­თის­თვის გა­და­სა­ცე­მად ჩვენ არა­ნა­ირ ნა­ბი­ჯებს არ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მოვ­ლე­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­კო­ვი ხო­მალ­დებს სა­ერ­თოდ ვერ მი­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჟან-ივ ლე დრი­ან­მა.

ინ­ფორ­მა­ცია "მის­ტრა­ლე­ბის" მი­წო­დე­ბის ვა­დე­ბის შე­საძ­ლო გა­და­წე­ვა­ზე პირ­ვე­ლად მიმ­დი­ნა­რე წლის 3 სექ­ტემ­ბერს გაჩ­ნდა. მი­ზე­ზად უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა და­სა­ხელ­და. 14 ნო­ემ­ბერს, რუ­სუ­ლი მხა­რის­თვის პირ­ვე­ლი ხო­მალ­დის - "ვლა­დი­ვოს­ტო­კის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ის არ შედ­გა. ფრან­სუა ოლან­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დო.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად პა­რი­ზი რუ­სე­თის­თვის აგე­ბუ­ლი "მის­ტრა­ლე­ბის­თვის" ახალ მფლო­ბელს ეძებს. პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ველ­თა შო­რის გა­ნი­ხი­ლე­ბა ბრა­ზი­ლია, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი და სხვა რიგი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სეთ­სა და საფ­რან­გეთს შო­რის, "მის­ტრა­ლის" ტი­პის სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბის შე­ძე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის ივ­ნის­ში გა­ფორმ­და. კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ორ ხო­მალ­დში რუ­სებ­მა 1,2 მი­ლი­არ­დი ევრო გა­და­ი­ხა­დეს. პირ­ვე­ლის - "ვლა­დი­ვას­ტო­კის" მშე­ნებ­ლო­ბა წელს დას­რულ­და და ამ­ჟა­მად ის დამ­კვე­თის­თვის გა­და­სა­ცე­მად მზა­დაა. მე­ო­რე ხო­მალ­დი - "სე­ვას­ტო­პო­ლი" წყალ­შია ჩაშ­ვე­ბუ­ლი. მისი მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა 2015 წელს იგეგ­მე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

რა კომპენსაციას სთავაზობს ამერიკა საფრანგეთს "მისტრალის" პროექტზე უარის თქმის სანაცვლოდ

რა კომპენსაციას სთავაზობს ამერიკა საფრანგეთს "მისტრალის" პროექტზე უარის თქმის სანაცვლოდ

"რუსეთისთვის "მისტრალის" ტიპის შვეულმფრენმზიდების გადაცემაზე საფრანგეთის მხრიდან უარის მიღების შემთხვევაში, მოსკოვი ამ ნაბიჯს გაგებით მოეკიდება და პრეტენზიების წამოყენებას არ დაიწყებს", - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ. პუტინის განმარტებით, შექმნილ ვითარებაში ფრანგებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - "ან ხომალდები უნდა გადმოგვცენ ან ფული დაგვიბრუნონ".

აეროპორტ "ვნუკოვო 2"-ის სამთავრობო ტერმინალში გამართულ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ხანმოკლე შეხვედრაზე "მისტრალის" საკითხი არ განხილულა. ძირითადი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებზე გაკეთდა.

პუტინ-ოლანდის შეხვედრის შემდეგ სააგენტო Reuters-მა აშშ-ის მხრიდან, ფრანგული გემთსაშენი კომპანიისთვის 1,2 მლრდ ევროს ღირებულების დაკვეთის მიცემის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. ამ შემთხვევაში, დამკვეთი Royal Caribbean Cruises Ltd-ია. კერძო კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ქალაქ მაიამიში მდებარეობს, მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი საკრუიზო კომპანიაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი ორი საკრუიზო ლაინერის აგებას ითვალისწინებს. პირველის დასრულება - 2018, მეორესი კი 2020 წელს იგეგმება.

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა Reuters-ის ინფორმაცია უმალ აიტაცეს და შეკვეთას "კომპენსაცია" უწოდეს, რომელიც პარიზმა რუსული ფლოტისთვის "მისტრალების" მიწოდებაზე უარის თქმის გამო მიიღო.

"ამჟამად "მისტრალების" რუსეთისთვის გადასაცემად ჩვენ არანაირ ნაბიჯებს არ ვახორციელებთ. სავსებით შესაძლებელია, რომ მოვლენების გარკვეული განვითარების შემთხვევაში, მოსკოვი ხომალდებს საერთოდ ვერ მიიღებს", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ინფორმაცია "მისტრალების" მიწოდების ვადების შესაძლო გადაწევაზე პირველად მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გაჩნდა. მიზეზად უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დასახელდა. 14 ნოემბერს, რუსული მხარისთვის პირველი ხომალდის - "ვლადივოსტოკის" გადაცემის ცერემონიალი უნდა გამართულიყო, თუმცა ის არ შედგა. ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამჟამად პარიზი რუსეთისთვის აგებული "მისტრალებისთვის" ახალ მფლობელს ეძებს. პოტენციურ მყიდველთა შორის განიხილება ბრაზილია, ევროკავშირის წევრები და სხვა რიგი სახელმწიფოები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის, "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდების შეძენის ხელშეკრულება 2011 წლის ივნისში გაფორმდა. კონტრაქტის პირობების თანახმად, ორ ხომალდში რუსებმა 1,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს. პირველის - "ვლადივასტოკის" მშენებლობა წელს დასრულდა და ამჟამად ის დამკვეთისთვის გადასაცემად მზადაა. მეორე ხომალდი - "სევასტოპოლი" წყალშია ჩაშვებული. მისი მშენებლობის დასრულება 2015 წელს იგეგმება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე