თბილისში, თემქაზე, გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელის გარდა მისი თანმხლები პირიც დაჭრეს, - ამის შესახებ დაჭრილი პოლიციელის ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიხეილ მაზმიშვილის მეგობარს თავდამსხმელმა ორივე ხელი მოტეხა და სახის არეში დასერა, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. თუმცა, პოლიციის თანამშრომლის მეგობარი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს.
რაც შეეხება ინციდენტს, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, შელაპარაკება მას შემდეგ გაიწყო, რაც პოლიციელმა და მისმა თანმხლებმა მოქალაქეს სთხოვეს, რომ მათი ავტომობილისთვის გზა გაენთავისუფლებინა. მოქალაქემ კი ამაზე უარი განაცხადა და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, შელაპარაკების დროს დაჭრა არ მომხდარა. კერძოდ, მათი თქმით, კამათი დასრულებული იყო და დაახლოებით 10 წუთში თემქაზე, ზღვის უბნის ქუჩაზე მდებარე ორ კორპუსს შორის კიბიდან ჩამოვიდა მოქალაქე და პოლიციელი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა.