პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან შობის მარხვა დაიწყო
დღეიდან შობის მარხვა დაიწყო

სა­შო­ბაო მარ­ხვა 28 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და 7 იან­ვარს, უფ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა. მარ­ხვა 40 დღე გაგ­რძელ­დე­ბა. იგი მორ­წმუ­ნე­ებს უფ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის მო­ამ­ზა­დებს.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, შო­ბის მარ­ხვის დროს, 25 დე­კემ­ბრამ­დე მორ­წმუ­ნე­ებს, ოთხშა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის გარ­და, კვი­რის სხვა დღე­ებ­ში, თევ­ზის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. შემ­დეგ თევ­ზით ხსნი­ლია მხო­ლოდ 31 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს და პირ­ველ იან­ვარს. მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის შემ­დგომ 7 იან­ვრამ­დე მარ­ხვა ჩვე­უ­ლებ­რივ გაგ­რძელ­დე­ბა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, უფა­ლი იესო ქრის­ტე, სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლით ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის­გან, უდი­დე­სი თავ­მდაბ­ლო­ბის ნიშ­ნად, ბეთ­ლემ­ში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში იშვა, სა­დაც მწყემ­სე­ბი უა­მინ­დო­ბი­სას სა­ქო­ნელს აფა­რებ­დნენ. გან­კა­ცე­ბუ­ლი უფ­ლის შობა იქ მყოფ მწყემ­სებს უფ­ლის ან­გე­ლო­ზებ­მა ახა­რეს. პირ­ვე­ლად მათ იხი­ლეს მა­ცხო­ვა­რი. უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბეთ­ლემ­ში აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოგ­ვე­ბიც მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც იქ უჩ­ვე­უ­ლოდ მო­კაშ­კა­შე ვარ­სკვლავ­მა მი­იყ­ვა­ნა. მათ ახალ­შო­ბილ მა­ცხო­ვარს ძღვე­ნი მი­არ­თვეს _ ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური.

დღეიდან შობის მარხვა დაიწყო

დღეიდან შობის მარხვა დაიწყო

საშობაო მარხვა 28 ნოემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს.

ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს _ ოქრო, გუნდრუკი და მური.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია