პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა ცივი ომისთვის ემზადება?
ევროპა ცივი ომისთვის ემზადება?

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ რე­ჟიმს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ჩა­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პა მას­შტა­ბუ­რი ბრძო­ლის ვე­ლად გა­და­იქ­ცე­ო­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­შინგტო­ნი და მოს­კო­ვი ევ­რო­პა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბას უყ­რი­და თავს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ტან­კებ­ზე კეთ­დე­ბო­და.

1991 წელს სსრკ-ს დაშ­ლით, ცივი ომი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი გახ­და. თუმ­ცა 23 წლის თავ­ზე და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­გო­ნებ­ზე კვლავ სა­ტან­კო შე­ნა­ერ­თე­ბის ძრა­ვე­ბის გუ­გუ­ნი ის­მის. უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, NATO-ს წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა სა­ტან­კო სწავ­ლე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­უხ­ში­რეს. ანა­ლი­ტი­კოს­თა აზ­რით, ევ­რო­პა ახა­ლი ცივი ომის და­წყე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ღიად გა­მო­ხა­ტუ­ლი აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ავ­რო­პა­ში NATO-ს სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ამე­რი­კაც ჩა­ერ­თო. მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­კუ­თა­რი კონ­ტი­გენ­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად პენ­ტა­გო­ნი ევ­რო­პა­ში M1 Abrams-ის ტი­პის 100 ტანკს გა­და­ის­ვრის.

სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­კო­ვის აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის შემ­ყუ­რე ევ­რო­პულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა ინ­ტენ­სი­უ­რი წვრთნე­ბი და სწავ­ლე­ბე­ბი და­ი­წყეს. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოთ­ქმა "სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა" სავ­სე­ბით გა­მარ­თლე­ბუ­ლია. აღ­შფო­თე­ბულ ევ­რო­პას სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ღა დარ­ჩე­ნია.

პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ა­გენ­ტო Reuters-მა გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ ერ­თობ­ლი­ვი მას­შტა­ბუ­რი სწავ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თვის­თვის, საფ­რან­გე­თი პო­ლო­ნეთ­ში ჯავ­შან­სა­ტან­კო ასე­ულს გა­აგ­ზავ­ნის. ინ­ფორ­მა­ცია ვარ­შა­ვა­ში საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ჟან-ივა ლე დრი­ა­ნის ვი­ზი­ტის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. ფრან­გი მი­ნის­ტრის თქმით, "საფ­რან­გეთს ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბა­ზე ზრუნ­ვის მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი აქვს და დღეს პო­ლო­ნე­თის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რან­ტი­ე­ბის აღ­დგე­ნა გვსურს".

რო­გორც იტყვი­ან, "თუ გინ­და მშვი­დო­ბა, ემ­ზა­დე ომის­თვის". უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პო­ლო­ნე­თის პო­ლი­გო­ნებ­ზე ფრან­გუ­ლი Leclerc-ის ტი­პის ტან­კე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი სა­კუ­თა­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას შე­უდ­გე­ბი­ან.

რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოს­კო­ვის აგ­რე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ვარ­შა­ვას აფიქ­რებს. მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში პო­ლო­ნეთ­მა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყო. ბე­ლო­რუ­სის და ნა­წი­ლობ­რივ უკ­რა­ი­ნის მო­სა­ზღვრე რე­გი­ო­ნებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბი, მათ შო­რის ტან­კე­ბი გა­და­ის­რო­ლეს. ამ მი­ზანს გერ­მა­ნი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ტან­კე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. სა­კუ­თა­რი სა­ტან­კო პარ­კის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის ვარ­შა­ვამ ბერ­ნი­ლის­გან Leopard-2A4 და Leopard-2A5-ის ტი­პის 119 ტან­კი შე­ი­ძი­ნა.

პო­ლო­ნე­თის პო­ლი­გო­ნებ­ზე გა­მარ­თულ წვრთნებ­ში ბრი­ტა­ნე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში სწავ­ლე­ბა Black Eagle 2014 და­ი­წყო. ბრი­ტა­ნე­თის მხრი­დან მას­ში 1,300-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და 100 ერ­თე­უ­ლამ­დე ჯავ­შან­ტექ­ნი­კა (მათ შო­რის ტან­კე­ბი) იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი და ქვე­ი­თი შე­ნა­ერ­თე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის დახ­ვე­წა იყო. ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და პი­რო­ბი­თი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­ტან­კო შე­ნა­ერ­თე­ბის შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბის სცე­ნა­რე­ბიც.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ გერ­მა­ნი­ამ, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ თით­ქმის არ აკ­რი­ტი­კებს, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბის შე­ძე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­უ­ბა­რია Boxer-ის ტი­პის 131 ერ­თე­ულ ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ­ზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბი (620 მი­ლი­ო­ნი ევრო), მო­მა­ვა­ლი 2015 წლის გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ბი­უ­ჯეტ­ში იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

ევროპა ცივი ომისთვის ემზადება?

ევროპა ცივი ომისთვის ემზადება?

გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ორ დაპირისპირებულ რეჟიმს შორის საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში, ევროპა მასშტაბური ბრძოლის ველად გადაიქცეოდა. წლების განმავლობაში ვაშინგტონი და მოსკოვი ევროპაში დიდი რაოდენობით შეიარაღებას უყრიდა თავს. განსაკუთრებული აქცენტი ტანკებზე კეთდებოდა.

1991 წელს სსრკ-ს დაშლით, ცივი ომი ისტორიის ნაწილი გახდა. თუმცა 23 წლის თავზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიგონებზე კვლავ სატანკო შენაერთების ძრავების გუგუნი ისმის. უკრაინაში მიმდინარე დაძაბული ვითარების ფონზე, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა სატანკო სწავლებების ჩატარებას მოუხშირეს. ანალიტიკოსთა აზრით, ევროპა ახალი ცივი ომის დაწყების საფრთხის წინაშე დგას.

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ღიად გამოხატული აგრესიის ფონზე, ავროპაში NATO-ს სამხედრო დაჯგუფების გაძლიერებაში ამერიკაც ჩაერთო. მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკუთარი კონტიგენტის გასაძლიერებლად პენტაგონი ევროპაში M1 Abrams-ის ტიპის 100 ტანკს გადაისვრის.

სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების პარალელურად, მოსკოვის აქტიური ქმედებების შემყურე ევროპულმა სახელმწიფოებმა ინტენსიური წვრთნები და სწავლებები დაიწყეს. მოცემულ შემთხვევაში გამოთქმა "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" სავსებით გამართლებულია. აღშფოთებულ ევროპას საკუთარი სამხედრო შესაძლებლობისა და პოტენციალის დემონსტრირებისთვის მხოლოდ სამხედრო სწავლებების ჩატარებაღა დარჩენია.

პოლონეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ ერთობლივი მასშტაბური სწავლებების გამართვისთვის, საფრანგეთი პოლონეთში ჯავშანსატანკო ასეულს გააგზავნის. ინფორმაცია ვარშავაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივა ლე დრიანის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. ფრანგი მინისტრის თქმით, "საფრანგეთს ევროპაში მშვიდობაზე ზრუნვის მუდმივი სურვილი აქვს და დღეს პოლონეთისთვის შესაბამისი გარანტიების აღდგენა გვსურს".

როგორც იტყვიან, "თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის". უახლოეს მომავალში პოლონეთის პოლიგონებზე ფრანგული Leclerc-ის ტიპის ტანკების ეკიპაჟები საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებას შეუდგებიან.

როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე მოსკოვის აგრესული პოლიტიკა ყველაზე მეტად სწორედ ვარშავას აფიქრებს. მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში პოლონეთმა აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება დაიწყო. ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, დამატებითი საჯარისო შენაერთები, მათ შორის ტანკები გადაისროლეს. ამ მიზანს გერმანიაში შეძენილი ტანკებიც ემსახურებიან. საკუთარი სატანკო პარკის მოდერნიზაციისთვის ვარშავამ ბერნილისგან Leopard-2A4 და Leopard-2A5-ის ტიპის 119 ტანკი შეიძინა.

პოლონეთის პოლიგონებზე გამართულ წვრთნებში ბრიტანელებიც მონაწილეობენ. ნოემბრის შუა რიცხვებში სწავლება Black Eagle 2014 დაიწყო. ბრიტანეთის მხრიდან მასში 1,300-ზე მეტი ჯარისკაცი და 100 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა (მათ შორის ტანკები) იღებდა მონაწილეობას. სწავლების მიზანი სხვადასხვა ქვეყნების მექანიზირებული და ქვეითი შენაერთების კოორდინირებული მოქმედების დახვეწა იყო. ასევე განიხილებოდა პირობითი მოწინააღმდეგის სატანკო შენაერთების შეტევის მოგერიების სცენარებიც.

საგულისხმოა, რომ გერმანიამ, რომელიც მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს საჯაროდ თითქმის არ აკრიტიკებს, ჯავშანტრანსპორტიორების დამატებითი რაოდენობის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია Boxer-ის ტიპის 131 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორზე. ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები (620 მილიონი ევრო), მომავალი 2015 წლის გერმანიის თავდაცვის უწყების ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა