პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები
ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

ღა­ლა­ტის გამო უამ­რა­ვი ოჯა­ხი ინ­გრე­ვა. ხმა­მაღ­ლა არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ მე­სა­მე ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნის გამო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბიც დან­გრე­უ­ლა.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე

გი­ორ­გი და კრის­ტი ყიფ­ში­ძე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რად და­შორ­დნენ. მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც ღა­ლა­ტი გახ­და, გი­ორ­გის და კრის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იამ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ ყიფ­ში­ძე­ე­ბის წყვილ­მა სწო­რედ მის გამო და­ან­გრია ოჯა­ხი. "ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ინ­გრა მისი ოჯა­ხი. გი­ორ­გი ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. ეს იცო­და მთელ­მა თბი­ლის­მა და ამას არ ვმა­ლავ­დით. გვქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გად გა­მახ­სენ­დე­ბა. გი­ორ­გიმ მერე მი­თხრა, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სა­მა­ლი არა­ფე­რი ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა. იას და გი­ორ­გის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ ანი ჩიკ­ვი­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს წლე­ბის წინ და­შორ­დნენ. გია რო­ი­ნიშ­ვილ­მა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან უღა­ლა­ტა. ეკა თამ­რი­კოს მე­გო­ბა­რი იყო და სწო­რედ მე­უღ­ლის­გან გა­იც­ნო ის გია რო­ი­ნიშ­ვილ­მა, 20 წლი­ა­ნი მყა­რი ოჯა­ხიც ამის შემ­დეგ და­ინ­გრა. თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ არც მე­გო­ბარს აპა­ტია ღა­ლა­ტი და არც ქმარს. შემ­დეგ იყო რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ ყვე­ლა პრობ­ლე­მა გა­და­ლა­ხა და ოჯა­ხის უფ­რო­სო­ბაც სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. რაც შე­ე­ხე­ბა ეკა მა­მა­ლა­ძეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი და გია რო­ი­ნიშ­ვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ოლეგ მელ­ნი­კო­ვია. ამის შე­სა­ხებ პრე­სა­შიც და­ი­წე­რა, თუმ­ცა მა­მა­ლა­ძე ამას უარ­ყოფს.

ხა­ტია შა­მუ­გია

ხა­ტია შა­მუ­გი­ას და გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძის და­ქორ­წი­ნე­ბას წლე­ბის წინ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ისი­ნი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობ­დნენ. ხა­ტია მა­შინ "ფორ­ტუ­ნას" მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი იყო, გუ­რა­მი­კო კი მომ­ღე­რა­ლი და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­იც­ნეს. მათ ურ­თი­ერ­თო­ბას თით­ქმის მთე­ლი შოუ-ბიზ­ნე­სი ხელს უწყობ­და, თით­ქოს ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი იყო, მაგ­რამ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ და­შორ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი გახ­და, ეს ადა­მი­ა­ნი კი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე იყო, რო­მელ­საც გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძე სუპ­რი­ზე­ბით ანე­ბივ­რებ­და, უგ­ზავ­ნი­და ყვა­ვი­ლებს და ა.შ. ამის შე­სა­ხებ ხა­ტი­ამ როცა შე­ი­ტყო, ქმარს და­შორ­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, ხა­ტი­ამ გუ­რა­მი­კოს ღა­ლა­ტი არ აპა­ტია. გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძე ახლა ივა­ნა მე­ლა­ი­ზე არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ისი­ნი და­ქორ­წი­ნე­ბას გეგ­მა­ვენ. ივა­ნა და გუ­რა­მი­კო ხელს პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშ­კზე მო­ა­წე­რენ.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი 5 წლის წინ გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე გახ­ლდათ. წყვილ­მა ორი წელი იცხოვ­რა ერ­თად, შემ­დეგ კი და­შორ­დნენ. ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ისე, რომ ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცოდ­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ მა­რი­ამ­მა ქმარს ღა­ლა­ტი არ აპა­ტია. თა­ვად ამის შე­სა­ხებ ისი­ნი არას­დროს სა­უბ­რო­ბენ. გი­ორ­გი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზად ხა­სი­ა­თის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბას ასა­ხე­ლებს.

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე

მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ქმარს ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი გიგი ზამ­თა­რა­ძის და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში გი­გის მხრი­დან არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ გიგი ზამ­თა­რა­ძემ სა­ლო­მეს მე­გო­ბარ­ზე იეჭ­ვი­ა­ნა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­სო. სა­ლო­მემ "ამ­ბე­ბი.გე"-თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ბიჭი მისი მე­გო­ბა­რი იყო და მისი ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი ეს არ გამ­ხდა­რა. ცოტა ხნის წინ, კი სა­ლო­მემ ნა­წი­ლობ­რივ, სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა ეს ჭორი. გი­ორ­გი ბუ­ჩუ­კუ­რი და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ამე­რი­კა­ში ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­საც ერ­თად აპი­რე­ბენ. "ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი უკვე გვაქვს. წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე სიყ­ვა­რულ­შიც გა­და­ი­ზარ­დოს. როცა ოჯა­ხის შექ­მნის­კენ მე­ო­რედ გა­დავ­დგამ ნა­ბიჯს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ემო­ცი­ებს აღარ ავ­ყვე­ბი. ბევრ სა­კი­თხზე დავ­ფიქ­რდე­ბი. გი­ორ­გიმ რი­თიც მომ­ხიბ­ლა, ეს მისი თვი­სე­ბე­ბია. ძა­ლი­ან კე­თი­ლი, თბი­ლი და გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ­თვის იმას ამ­ბობს, რა­საც ფიქ­რობს. ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ი­რამ იცის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე არ გვი­სა­უბ­რია. თით­ქოს მე და გიო ჩვენ­თვის ვართ, მშვი­დად და არა­ვის ვა­წუ­ხებთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით. ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებთ და ეს ორი­ვეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს", - აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
0

ჰა ჰა ჰააა.......და ეს კარგი გასაგებია ამ მოხუცებულების ისტორიები მამალაძე ქართლის დედა მეგონა და....ნუ ჭოხონელიძის ქმართან არ დავწვებოდი მე პირადად...რაც შეეხება გურამიკოს რამდენი უგზავნიდა ამ ქალს ყვავილებს ეგონა თოშა ქებურიას მაინც გამოჰკრავდა ბრჭყალს მაგრამ ...ამაოდ ისიც ბოლოს მამიდამისივით მუზიკანტს თუ ნახავს და შეინახავს როგორც კატას სიცოცხლის ბოლომდე, ნუ უიფშიძე უბრალოდ ასეთია და....ვერაფერს იტყვი კაცი ...ხოოო მარიამის ქორწინება თავიდან განწირული იყო...სად ეგ და სად ის.... ეს ვიღაც ქათამაძე ვინ არის ჯერ არვიციიიიიი...ესეც ჩემი მოკრძალებული კომენტარი!

მოქალაქე
0

რატომ აქვეყნებთ ასეთ სტატიებს? რას ემსახურება იმის გამოფენა, ვინ ვის ჩაუწვა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

ღალატის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა.

გიორგი ყიფშიძე

გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი. "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით. გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. გიორგიმ მერე მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დასამალი არაფერი ჰქონდა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილმა. იას და გიორგის დაშორების შემდეგ, გიორგი ყიფშიძემ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, 20 წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. შემდეგ იყო რთული პერიოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით თამრიკო ჭოხონელიძემ ყველა პრობლემა გადალახა და ოჯახის უფროსობაც საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ეკა მამალაძეს, ცნობილი გახდა, რომ მისი და გია როინიშვილის დაშორების მიზეზი ოლეგ მელნიკოვია. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა მამალაძე ამას უარყოფს.

ხატია შამუგია

ხატია შამუგიას და გურამიკო ლომიძის დაქორწინებას წლების წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ყველაზე პოპულარული წყვილის სტატუსით სარგებლობდნენ. ხატია მაშინ "ფორტუნას" მუსიკალური წამყვანი იყო, გურამიკო კი მომღერალი და ერთმანეთი სწორედ კონცერტებზე გაიცნეს. მათ ურთიერთობას თითქმის მთელი შოუ-ბიზნესი ხელს უწყობდა, თითქოს ბედნიერი წყვილი იყო, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ დაშორდნენ. ამბობენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა, ეს ადამიანი კი ქრისტინე იმედაძე იყო, რომელსაც გურამიკო ლომიძე სუპრიზებით ანებივრებდა, უგზავნიდა ყვავილებს და ა.შ. ამის შესახებ ხატიამ როცა შეიტყო, ქმარს დაშორდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ხატიამ გურამიკოს ღალატი არ აპატია. გურამიკო ლომიძე ახლა ივანა მელაიზე არის შეყვარებული. უახლოეს პერიოდში ისინი დაქორწინებას გეგმავენ. ივანა და გურამიკო ხელს პარიზში, ეიფელის კოშკზე მოაწერენ.

მარიამ როინიშვილი

მომღერალი მარიამ როინიშვილი 5 წლის წინ გათხოვდა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. წყვილმა ორი წელი იცხოვრა ერთად, შემდეგ კი დაშორდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაშორებულები ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. ამბობენ, რომ მარიამმა ქმარს ღალატი არ აპატია. თავად ამის შესახებ ისინი არასდროს საუბრობენ. გიორგი დაშორების მიზეზად ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებს.

სალომე ქათამაძე

მომღერალი სალომე ქათამაძე ქმარს ღალატის გამო დაშორდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მესამე ადამიანი გიგი ზამთარაძის და სალომე ქათამაძის ცხოვრებაში გიგის მხრიდან არ გამოჩენილა. ამბობდნენ, რომ გიგი ზამთარაძემ სალომეს მეგობარზე იეჭვიანა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობსო. სალომემ "ამბები.გე"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი მისი მეგობარი იყო და მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი ეს არ გამხდარა. ცოტა ხნის წინ, კი სალომემ ნაწილობრივ, საჯაროდ დაადასტურა ეს ჭორი. გიორგი ბუჩუკური და სალომე ქათამაძე ამერიკაში ერთად ცხოვრობენ და მუსიკალური კარიერის აწყობასაც ერთად აპირებენ. "ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ჯერჯერობით კარგი მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები უკვე გვაქვს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. არ არის გამორიცხული, ჩვენი ურთიერთობა მალე სიყვარულშიც გადაიზარდოს. როცა ოჯახის შექმნისკენ მეორედ გადავდგამ ნაბიჯს, მხოლოდ და მხოლოდ ემოციებს აღარ ავყვები. ბევრ საკითხზე დავფიქრდები. გიორგიმ რითიც მომხიბლა, ეს მისი თვისებებია. ძალიან კეთილი, თბილი და გულახდილი ადამიანია. ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ქალბატონმა ნაირამ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ამ საკითხზე არ გვისაუბრია. თითქოს მე და გიო ჩვენთვის ვართ, მშვიდად და არავის ვაწუხებთ ჩვენი ურთიერთობით. ერთად დიდ დროს ვატარებთ და ეს ორივეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს", - აღნიშნავს სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამარ ბოჭორიშვილი

თამრიკო ჭოხონელიძე