მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოების მიზანია შსს-ს პარალიზება - ირაკლი ღარიბაშვილი ორი "გასაღების" პროექტის ავტორებზე
არასამთავრობოების მიზანია შსს-ს პარალიზება - ირაკლი ღარიბაშვილი ორი "გასაღების" პროექტის ავტორებზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ე.წ. გა­სა­ღე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის პრო­ექტს და მათ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლო­ბი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა ახალ­ცი­ხე­ში სტუმ­რო­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნებ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლა, რომ "გა­სა­ღებს" ფლობს შსს და "ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის მის­ცემს".

"ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერც ერთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ორი "გა­სა­ღე­ბის" პრინ­ცი­პია, სა­დაც ერთი გა­სა­ღე­ბი არის სა­სა­მარ­თლოს ხელ­ში, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის მიერ არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და მე­ო­რე არის მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის ხელ­ში. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა. ამას მე და ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი, პატ­რი­ო­ტი, ეროვ­ნუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ასახ­სნე­ლია, რომ ამას გეგ­მა­ვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", იყე­ნე­ბენ თა­ვის არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს და ასე შემ­დეგ. სა­ხელ­მწი­ფოს­თან ასე­თი მო­პყრო­ბა არა­ვის გა­უ­ვა. ჩვენ ვართ ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე, მო­წო­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ყვე­ლას­თან, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლად მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ იმას, რაც არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სხვა ევ­რო­პულ, თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში. არ ვიცი, რა­ტომ ვართ იმა­ზე უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ვიდ­რე არის საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, ის­რა­ე­ლი ან ამე­რი­კა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის მი­ზა­ნია შსს-ს პა­რა­ლი­ზე­ბა. "ისი­ნი ებ­რძვი­ან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს და ვის ინ­ტე­რე­სებ­შია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ბრძო­ლა, ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცით. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო გა­ვაძ­ლი­ე­როთ და არა და­ვა­სუს­ტოთ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, ე.წ. გა­სა­ღე­ბი მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტო­რებ­ში ვერ დარ­ჩე­ბა და არ დარ­ჩე­ბა. "ამის მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, ვი­ნა­ი­დან პირ­ველ რიგ­ში მო­ბი­ლურ­მა ოპე­რა­ტო­რებ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­დეს, რომ არი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი და მე­ო­რე - ამ კომ­პა­ნი­ე­ბის უკან დგა­ნან უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. ეს არის და­უ­წე­რე­ლიც და და­წე­რი­ლი კა­ნო­ნიც - ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ გა­დავ­ცეთ უცხო ქვე­ყა­ნას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის პირ­და­პირ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. გვრჩე­ბა მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - რაც დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია, რომ "გა­სა­ღე­ბი" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­ში უნდა იყოს, ოღონდ მას უნდა და­ვუ­წე­სოთ ეფექ­ტუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ეს ვა­რი­ან­ტი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია დე­პუ­ტა­ტე­ბის - ბე­სე­ლია-სე­სი­აშ­ვი­ლი-ფო­ფხა­ძის მიერ და ეს არის ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. "მე მას მხარს ვუ­ჭერ, რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბის თავ­მჯდო­მა­რე და მო­ვუ­წო­დებ დე­პუ­ტა­ტებს, რომ უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გნენ ამ სა­კითხს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

არასამთავრობოების მიზანია შსს-ს პარალიზება - ირაკლი ღარიბაშვილი ორი "გასაღების" პროექტის ავტორებზე

არასამთავრობოების მიზანია შსს-ს პარალიზება - ირაკლი ღარიბაშვილი ორი "გასაღების" პროექტის ავტორებზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობოების პროექტს და მათ "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებს.

როგორც პრემიერმა ახალციხეში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიული ქვეყნებში აპრობირებულა, რომ "გასაღებს" ფლობს შსს და "ექსპერიმენტების უფლებას არავის მისცემს".

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ორი "გასაღების" პრინციპია, სადაც ერთი გასაღები არის სასამართლოს ხელში, რომელიც არასამთავრობოების მიერ არის შემოთავაზებული და მეორე არის მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა. ამას მე და ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ძალიან მარტივად ასახსნელია, რომ ამას გეგმავენ "ნაციონალები", იყენებენ თავის არასამთავრობოებს და ასე შემდეგ. სახელმწიფოსთან ასეთი მოპყრობა არავის გაუვა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე, მოწოდებული ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, მაგრამ პრინციპულად მინდა განვაცხადო, რომ ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არის აპრობირებული სხვა ევროპულ, თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოში. არ ვიცი, რატომ ვართ იმაზე უფრო დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი ან ამერიკა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ავტორების მიზანია შსს-ს პარალიზება. "ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ეს ძალიან კარგად იცით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ და არა დავასუსტოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებში ვერ დარჩება და არ დარჩება. "ამის მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან პირველ რიგში მობილურმა ოპერატორებმა თავად განაცხადეს, რომ არიან კატეგორიული წინააღმდეგები და მეორე - ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები. ეს არის დაუწერელიც და დაწერილი კანონიც - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება არ გადავცეთ უცხო ქვეყანას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული. გვრჩება მეორე ვარიანტი - რაც დემოკრატიულ სამყაროში აპრობირებულია, რომ "გასაღები" შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, ოღონდ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური მონიტორინგი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს ვარიანტი შემუშავებულია დეპუტატების - ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. "მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და უმრავლესობის თავმჯდომარე და მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ უფრო პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა