პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"
ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"

ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და: "160 ლარი კი არ უნდა მე­ყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს." ეს რომ მო­ვის­მი­ნე, მა­შინ­ვე კი­თხვა გა­მიჩ­ნდა - ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, არ გა­გი­ტყდათ ამის თქმა?! რა სათ­ნო ხართ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და არ­ჩევ­ნე­ბის მერე, ასე­თი რო­გორ ხდე­ბით? ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, პარ­ლა­მენ­ტის გა­რეთ თვე­ში ერთხელ მა­ინც თუ გა­მოხ­ვალთ, ნა­ხავთ რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს ხალ­ხი, რო­მელ­საც თვი­დან-თვემ­დე ზოგ­ჯერ 100 ლა­რიც არ აქვს და ეს ხალ­ხი არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ მაგ­რამ ეს ასეა. ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ და ერთ წამს წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თავი იმ პენ­სი­ო­ნე­რის ად­გი­ლას, ვინც 160 ლარს უნდა ეყოს, თქვენ ეყო­ფო­დით?! დიდი ეჭვი მაქვს, რომ პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ეს პენ­სი­ო­ნე­რე­ბი თქვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბი არი­ან, კი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ნე­ზი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი ერი, მაგ­რამ ასეთ ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მებს არ ვი­ვი­წყებთ ხოლ­მე და შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნებ­ზე მხო­ლოდ 160 ხმა მი­ი­ღოთ და რო­გორ ფიქ­რობთ, ეს 160 ხმა გე­ყო­ფათ?! თუ თქვენ ეყო­ფით 160 ხმას?!

160 ლარი, რომ გავ­ყოთ 31-ზე დღე­ში 5,16 ლარი გა­მო­დის, რაც საჭ­მლის­თვის შე­იძ­ლე­ბა ეყოს მო­ხუ­ცე­ბულს. შე­საძ­ლოა, თქვენ არ იცო­დეთ, ბა­ტო­ნო ზუ­რაბ და პენ­სი­ო­ნე­რე­ბი ზოგ­ჯერ გა­რე­თაც გა­დი­ან, მე­ტიც, ზოგ­ჯერ ტრან­სპორ­ტი­თაც კი სარ­გებ­ლო­ბენ და რო­გორ ფიქ­რობთ, ამ დროს მძღოლს რომ თქვე­ნი სა­ხე­ლი უხ­სე­ნონ, უფა­სოდ იმ­გზავ­რე­ბენ?!

ვე­ძე­ბე და ვე­რაფ­რით ვნა­ხე თქვენს მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა მი­ნის­ტრე­ბის, ან თუნ­დაც თქვე­ნი კო­ლე­გა პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მა­ღალ პრე­მი­ებ­ზე, თუ ეს ის ხალ­ხია, ვინც ხელ­ფასს არ უნდა ეყოს?!

ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის, ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 56 875 ლა­რია. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბა 56 875 ლარს "ეყოს" ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა რო­გორც კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ამას ახერ­ხებს: სა­ვა­რუ­დოდ, ტან­საც­მელს მე­ო­რა­დებ­ში ყი­დუ­ლობს, პურს - წინა დღი­სას, რად­გან 20 თეთ­რით ია­ფია და თან კუ­ჭის­თვის სა­სარ­გებ­ლოა.

ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზას რომ ვად­გა­ვართ, კი გე­ცო­დი­ნე­ბათ ეს და თუ კი­თხუ­ლობთ ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ებს? მე­ეჭ­ვე­ბა, სად­მე გე­ნა­ხოთ მსგავ­სი გა­მოთ­ქმა, შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დნენ ეგრე, მაგ­რამ სა­კუ­თარ ტყავ­ზე ზრუ­ნა­ვენ და იმი­ტომ არ ამ­ბო­ბენ. თუმ­ცა, თქვენ იცით, რომ ხვალ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ისევ პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბით და ნე­ბის­მი­ერ გან­ცხა­დე­ბა­ზე კარტ-ბლან­ში გაქვთ.

პრინ­ციპ­ში, თქვენ რას გემ­დუ­რით, რა­საც ფიქ­რობთ, ის თქვით. ჩვენ ვართ სა­სა­ცი­ლო­ე­ბი და მე­ტის ღირ­სე­ბი, რომ ისევ თქვენ შე­მოგ­ყუ­რებთ იმე­დით, იქ­ნებ 10 ლარი მოგ­ვი­მა­ტოთ და მერე უკვე თქვენს მიერ თქმულ: "170 ლარი კი არ უნდა მე­ყოს, მე უნდა ვეყო 170 ლარს", ტაში და­ვუკ­რათ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"

ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს." ეს რომ მოვისმინე, მაშინვე კითხვა გამიჩნდა - ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! რა სათნო ხართ წინასაარჩევნოდ და არჩევნების მერე, ასეთი როგორ ხდებით? ბატონო ზურაბ, პარლამენტის გარეთ თვეში ერთხელ მაინც თუ გამოხვალთ, ნახავთ რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც თვიდან-თვემდე ზოგჯერ 100 ლარიც არ აქვს და ეს ხალხი არსებობს. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ეს ასეა. ღმერთმა დაგიფაროთ და ერთ წამს წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ პენსიონერის ადგილას, ვინც 160 ლარს უნდა ეყოს, თქვენ ეყოფოდით?! დიდი ეჭვი მაქვს, რომ პასუხი უარყოფითი იქნება.

სხვათა შორის, ეს პენსიონერები თქვენი ამომრჩევლები არიან, კი ვართ ქართველები ამნეზიისკენ მიდრეკილი ერი, მაგრამ ასეთ ფრთიან გამონათქვამებს არ ვივიწყებთ ხოლმე და შესაძლოა, არჩევნებზე მხოლოდ 160 ხმა მიიღოთ და როგორ ფიქრობთ, ეს 160 ხმა გეყოფათ?! თუ თქვენ ეყოფით 160 ხმას?!

160 ლარი, რომ გავყოთ 31-ზე დღეში 5,16 ლარი გამოდის, რაც საჭმლისთვის შეიძლება ეყოს მოხუცებულს. შესაძლოა, თქვენ არ იცოდეთ, ბატონო ზურაბ და პენსიონერები ზოგჯერ გარეთაც გადიან, მეტიც, ზოგჯერ ტრანსპორტითაც კი სარგებლობენ და როგორ ფიქრობთ, ამ დროს მძღოლს რომ თქვენი სახელი უხსენონ, უფასოდ იმგზავრებენ?!

ვეძებე და ვერაფრით ვნახე თქვენს მიერ გამოთქმული შეშფოთება მინისტრების, ან თუნდაც თქვენი კოლეგა პარლამენტარების მაღალ პრემიებზე, თუ ეს ის ხალხია, ვინც ხელფასს არ უნდა ეყოს?!

ინტერნეტში არსებული მასალების მიხედვით "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ყოველთვიური ხელფასი 56 875 ლარია. წარმომიდგენია, როგორი რთული იქნება 56 875 ლარს "ეყოს" ადამიანი, თუმცა როგორც კულუარებში ამბობენ, ბატონი ზურაბი ამას ახერხებს: სავარუდოდ, ტანსაცმელს მეორადებში ყიდულობს, პურს - წინა დღისას, რადგან 20 თეთრით იაფია და თან კუჭისთვის სასარგებლოა.

ევროპისკენ მიმავალ გზას რომ ვადგავართ, კი გეცოდინებათ ეს და თუ კითხულობთ ევროპელი კოლეგების ინტერვიუებს? მეეჭვება, სადმე გენახოთ მსგავსი გამოთქმა, შეიძლება ფიქრობდნენ ეგრე, მაგრამ საკუთარ ტყავზე ზრუნავენ და იმიტომ არ ამბობენ. თუმცა, თქვენ იცით, რომ ხვალ რომელიმე პარტიას ამოფარებული ისევ პარლამენტში იქნებით და ნებისმიერ განცხადებაზე კარტ-ბლანში გაქვთ.

პრინციპში, თქვენ რას გემდურით, რასაც ფიქრობთ, ის თქვით. ჩვენ ვართ სასაცილოები და მეტის ღირსები, რომ ისევ თქვენ შემოგყურებთ იმედით, იქნებ 10 ლარი მოგვიმატოთ და მერე უკვე თქვენს მიერ თქმულ: "170 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 170 ლარს", ტაში დავუკრათ.

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია