პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს თვალში ეს კაცი გმირია" - კოკო გამსახურდია დაუმუშავებელ და გაყიდულ ქართულ მიწებზე
"ჩემს თვალში ეს კაცი გმირია" - კოკო გამსახურდია დაუმუშავებელ და გაყიდულ ქართულ მიწებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი და გა­ყი­დუ­ლი ქარ­თუ­ლი მი­წის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ წერს.

"გუ­შინ სა­მეგ­რე­ლო­ში გახ­ლდით. გზად იმე­რე­თი და ქარ­თლი გა­ვი­ა­რეთ. ჩემი ყუ­რა­დღე­ბა იმან მი­იქ­ცია, რომ უამ­რა­ვი მი­წაა და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი. მთე­ლი მა­სი­ვე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას.

ამის შემ­დეგ რა გა­საკ­ვი­რია, რომ ჩვე­ნი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ორი მე­სა­მე­დი მა­ინც იმ­პორ­ტით შე­მოგ­ვაქვს. და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი მი­წე­ბის დიდი ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა გა­ყი­დუ­ლია და არის და­კონ­სერ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. კაც­მა არ იცის, რას ელო­დე­ბი­ან მათი პატ­რო­ნე­ბი.

მი­წე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნე­შიც იყი­დე­ბო­და, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ილი­ას სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. აკა­კი წე­რე­თელ­მაც კი გა­ყი­და ერთხელ სა­კუ­თა­რი მიწა, თუმ­ცა ილი­ამ ეს არ აპა­ტია თა­ნა­მებ­რძოლს. იგი იმპლი­ცი­ტუ­რი უარ­ყო­ფი­თი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თა­ვად­მა აკა­კი როს­ტო­მის ძე წე­რე­თელ­მა მიწა ანა­ნოვს მიჰ­ყი­და.

წელს ზა­ფხულ­ში, ზემო იმე­რეთ­ში ყოფ­ნი­სას ერთ-ერთ ხე­ო­ბა­ში წა­ვა­წყდი ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რე­ბელს, ილია დ...ძეს. მან მდი­ნა­რეს­თან მი­სას­ვლე­ლი შე­და­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გზა მი­მას­წავ­ლა, გა­მა­ვა­ლი ბუჩ­ქნა­რებ­სა და ყა­ნე­ბის ღო­ბუ­რებს შო­რის. სა­უბ­რი­დან გა­მო­ირ­კვა, რომ ილია 3 ჰექ­ტარ სი­მინ­დის ყა­ნას თა­ვი­სი ხე­ლით თოხ­ნის, მო­სა­ვალ­საც თვი­თონ იღებს და აბი­ნა­ვებს, ყავს 10 მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვი, 14 ღორი, 100 ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი.

ილია დ...ძეს ერთი მოზ­რდი­ლი ვაჟი ყო­ლია. იგი არ მო­ნა­წი­ლე­ობს არც მი­წის, არც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის და ფრინ­ვე­ლე­ბის მოვ­ლა­ში. ძი­რი­თა­დად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით და "ჩა­ტა­ო­ბი­თაა" და­კა­ვე­ბუ­ლი. ალ­ბათ ოც­ნე­ბობს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ზე. მე­უღ­ლე უკვე მე­სა­მე წე­ლია სა­ბერ­ძნეთ­შია წა­სუ­ლი და აქეთ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არც ფიქ­რობს.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ში არ წავ­სულ­ვა­რო, რად­გან არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხის­კენ არ არი­სო, დას­ძი­ნა. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, აქა­უ­რო­ბას არ მი­ვა­ტო­ვე­ბო. ჩემს თვალ­ში ეს კაცი რა­ღაც­ნა­ი­რი გმი­რია. მას აქვს ან­თე­ო­სი­სე­ბუ­რი კავ­ში­რი თა­ვის მი­წას­თან, რაც მას ძა­ლებს აძ­ლევს. მას აქვს პა­ლეს­ტი­ნა­ში ჩა­სუ­ლი პირ­ვე­ლი სი­ო­ნის­ტე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სი­ჯი­უ­ტეს­თან შერ­წყმუ­ლი იდე­ა­ლიზ­მი. იგი თით­ქოს მარ­ტოდ­დარ­ჩე­ნი­ლი მე­ცი­ხოვ­ნეა, პარ­ტი­ზა­ნია, რო­მე­ლიც თა­ვის უბანს ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით იცავს.

სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის აქ­ტო­რებს მხო­ლოდ ჰე­დო­ნიზ­მი, სი­ხარ­ბე და წრე­გა­და­სუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ახა­სი­ა­თებ­თო, და­წე­რა სო­როს­მა წიგნ­ში "გლო­ბა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მის კრი­ზი­სი". ილი­ას დ...ძის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა იმე­დის მომ­ცე­მია. ემ­პა­თი­ას მოკ­ლე­ბუ­ლი, ჰე­დო­ნიზ­მით და სი­ხარ­ბით დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი რო­ბო­ტე­ბის არ უნდა იყოს ბურ­თი და მო­ე­და­ნი არც ბიზ­ნეს­ში, არც სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში".

"ჩემს თვალში ეს კაცი გმირია" - კოკო გამსახურდია დაუმუშავებელ და გაყიდულ ქართულ მიწებზე

"ჩემს თვალში ეს კაცი გმირია" - კოკო გამსახურდია დაუმუშავებელ და გაყიდულ ქართულ მიწებზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში დაუმუშავებელი და გაყიდული ქართული მიწის პრობლემის შესახებ წერს.

"გუშინ სამეგრელოში გახლდით. გზად იმერეთი და ქართლი გავიარეთ. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ უამრავი მიწაა დაუმუშავებელი. მთელი მასივები, შეიძლება ითქვას.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საკვები პროდუქტების ორი მესამედი მაინც იმპორტით შემოგვაქვს. დაუმუშავებელი მიწების დიდი ნაწილი შესაძლოა გაყიდულია და არის დაკონსერვებულ მდგომარეობაში. კაცმა არ იცის, რას ელოდებიან მათი პატრონები.

მიწები მე-19 საუკუნეშიც იყიდებოდა, როდესაც ქვეყანაში ილიას საადგილმამულო ბანკი ფუნქციონირებდა. აკაკი წერეთელმაც კი გაყიდა ერთხელ საკუთარი მიწა, თუმცა ილიამ ეს არ აპატია თანამებრძოლს. იგი იმპლიციტური უარყოფითი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თავადმა აკაკი როსტომის ძე წერეთელმა მიწა ანანოვს მიჰყიდა.

წელს ზაფხულში, ზემო იმერეთში ყოფნისას ერთ-ერთ ხეობაში წავაწყდი ადგილობრივ მაცხოვრებელს, ილია დ...ძეს. მან მდინარესთან მისასვლელი შედარებით მოსახერხებელი გზა მიმასწავლა, გამავალი ბუჩქნარებსა და ყანების ღობურებს შორის. საუბრიდან გამოირკვა, რომ ილია 3 ჰექტარ სიმინდის ყანას თავისი ხელით თოხნის, მოსავალსაც თვითონ იღებს და აბინავებს, ყავს 10 მსხვილფეხა პირუტყვი, 14 ღორი, 100 შინაური ფრინველი.

ილია დ...ძეს ერთი მოზრდილი ვაჟი ყოლია. იგი არ მონაწილეობს არც მიწის, არც შინაური ცხოველების და ფრინველების მოვლაში. ძირითადად კომპიუტერული თამაშებით და "ჩატაობითაა" დაკავებული. ალბათ ოცნებობს ქვეყნის დატოვებაზე. მეუღლე უკვე მესამე წელია საბერძნეთშია წასული და აქეთ დაბრუნებაზე არც ფიქრობს.

ზვიად გამსახურდიას შემდეგ არჩევნებში არ წავსულვარო, რადგან არც ერთი ხელისუფლება ხალხისკენ არ არისო, დასძინა. ვიდრე ცოცხალი ვარ, აქაურობას არ მივატოვებო. ჩემს თვალში ეს კაცი რაღაცნაირი გმირია. მას აქვს ანთეოსისებური კავშირი თავის მიწასთან, რაც მას ძალებს აძლევს. მას აქვს პალესტინაში ჩასული პირველი სიონისტებისთვის დამახასიათებელი, სიჯიუტესთან შერწყმული იდეალიზმი. იგი თითქოს მარტოდდარჩენილი მეციხოვნეა, პარტიზანია, რომელიც თავის უბანს ყველა საშუალებით იცავს.

საბაზრო ეკონომიკის აქტორებს მხოლოდ ჰედონიზმი, სიხარბე და წრეგადასული ინდივიდუალიზმი ახასიათებთო, დაწერა სოროსმა წიგნში "გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი". ილიას დ...ძის მსგავსი ადამიანების არსებობა იმედის მომცემია. ემპათიას მოკლებული, ჰედონიზმით და სიხარბით დაპროგრამებული რობოტების არ უნდა იყოს ბურთი და მოედანი არც ბიზნესში, არც სახელმწიფო სექტორში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს