პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - ჩვენ ვულოცავთ საქართველოს პრემიერს ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას
რიჩარდ ნორლანდი - ჩვენ ვულოცავთ საქართველოს პრემიერს ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ ბრი­უ­სელ­ში აღი­ნიშ­ნა ის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ენი­ჭე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­მო­ყე­ნე­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს", ბრი­უ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტის შე­ფა­სე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნუ­ცხა­და.

რაც შე­ე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატო-ს სას­წავ­ლო ცენ­ტრის გახ­სნას, რო­გორც ნორ­ლან­დი აცხა­დებს, ეს არის ნა­წი­ლი იმ არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი­სა, რო­მელ­ზეც შე­თან­ხმე­ბა უელ­სის სა­მიტ­ზე შედ­გა.

"ჩვენ ვუ­ლო­ცავთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ შეხ­ვედ­რას ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან. ამ ცენ­ტრის გახ­სნა არის ნა­წი­ლი იმ არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შედ­გა შე­თან­ხმე­ბა უელ­სის სა­მიტ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რის მიერ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი როლი. ამ საქ­მე­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლოი შტა­ტე­ბი გა­ნაგ­რძობს მხარ­და­ჭე­რას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

აშშ-ის ელჩმა კო­მენ­ტა­რი და თვდაც­ვის უწყე­ბის მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზეც.

რო­გორც ნორ­ლან­მა აღ­ნიშ­ნა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას და მათ­თან ისე­ვე გა­ნაგ­რძობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­გორც ეს მათ წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან ხდე­ბო­და.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი უკვე და­ი­ნიშ­ნენ. ჩვენ ვე­ლით, რომ თავ­დაც­ვის მინ­სიტ­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნაც მოხ­დე­ბა. ჩვენ ჩა­ვერ­თვე­ბით მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გან­ვაგ­რძობთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ზუს­ტად ისე, რო­გორც მის წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გუ­შინ ბრი­უ­სელ­ში შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, იენს სტოლ­ტენ­ბერგთან. ნატო-ს გენმდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატო-ს საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიჩარდ ნორლანდი - ჩვენ ვულოცავთ საქართველოს პრემიერს ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას

რიჩარდ ნორლანდი - ჩვენ ვულოცავთ საქართველოს პრემიერს ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ბრიუსელში აღინიშნა ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება სამართლებრივი ინსტრუმენტების პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალ გამოყენებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს", ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

რაც შეეეხება საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნას, როგორც ნორლანდი აცხადებს, ეს არის ნაწილი იმ არსებითი პაკეტისა, რომელზეც შეთანხმება უელსის სამიტზე შედგა.

"ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრ შეხვედრას ნატო-ს გენერალურ მდივანთან. ამ ცენტრის გახსნა არის ნაწილი იმ არსებითი პაკეტის, რომლის შესახებაც შედგა შეთანხმება უელსის სამიტზე და შესაძლებელია, ეს განვიხილოთ როგორც კონკრეტული თითოეული პარტნიორის მიერ შესასრულებელი როლი. ამ საქმეში ამერიკის შეერთებულოი შტატები განაგრძობს მხარდაჭერას შეიარაღებული ძალების", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩმა კომენტარი და თვდაცვის უწყების მინისტრების მოადგილეების დანიშვნის თაობაზეც.

როგორც ნორლანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის მინისტრის მოადგილეების დანიშვნას და მათთან ისევე განაგრძობს თანამშრომლობას, როგორც ეს მათ წინამორბედებთან ხდებოდა.

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები უკვე დაინიშნენ. ჩვენ ველით, რომ თავდაცვის მინსიტრის მოადგილეების დანიშვნაც მოხდება. ჩვენ ჩავერთვებით მათთან თანამშრომლობაში და საქართველოს წარმომადგენლებთან განვაგრძობთ თანამშრომლობას ზუსტად ისე, როგორც მის წინამორბედებთან", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ბრიუსელში შეხვედრები გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ნატო-ს გენმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა