საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
ნახვამდის, თემურ...
ნახვამდის, თემურ...

14 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის 2016 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ D ჯგუფ­ში მე­ო­თხე შეხ­ვედ­რა პო­ლო­ნე­თის ნაკ­რებ­თან გა­მარ­თა და ან­გა­რი­შით 0:4 და­მარ­ცხდა.

ამ წა­გე­ბის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ბო­ლო­ოდ და­ვემ­შვი­დო­ბეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის ოც­ნე­ბას და... ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელს - თე­მურ ქეც­ბა­ი­ას, რომ­ლის­თვი­საც ეს ბოლო მატ­ჩი იყო ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მე­სა­ჭის რან­გში.

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბის დღი­დან - დღემ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დე­ბი უც­ვლე­ლი იყო. კონ­ტრაქ­ტი 2015 წლის 12 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა პო­ლო­ნეთ­თან მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ქეც­ბა­ი­ამ და­ა­ნონ­სა, რომ, რა შე­დე­გი­თაც არ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო შეხ­ვედ­რა. ის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტს და­ტო­ვებ­და. ეს იყო ქეც­ბა­ი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მე­ორ­მო­ცე მატ­ჩი...

ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს ხში­რად იყო კრი­ტი­კის სა­გა­ნი ქეც­ბა­ი­ას "ტაქ­ტი­კა". იყო და­პი­რის­პი­რე­ბა ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან. უფრო ხში­რად კი ქეც­ბა­ის რის­ხვის ობი­ექ­ტე­ბი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. ამის მა­გა­ლი­თია, ისიც, რომ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ბოლო მატ­ჩის­წი­ნა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

თე­მურ ქეც­ბა­ი­ას კა­რი­ე­რა დღემ­დე:

ფეხ­ბურ­თე­ლი და მწვრთნე­ლი, თე­მურ ქეც­ბა­ია 1968 წლის 18 მარტს გალ­ში და­ი­ბა­და. 2010 წლი­დან დღემ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი. 1990-იანი წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე.

ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა სო­ხუ­მის დი­ნა­მო­ში და­ი­წყო. 1987 წელს პერ­სპექ­ტი­უ­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ფლაგ­მან თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ში გა­და­ვი­და. 1992 წელს კვიპ­რო­სულ კლუბ­ში (ფა­მა­გუს­ტას "ანორ­თო­სი­სი") გა­და­დის, 1994 წელს კი – სა­ბერ­ძნეთ­ში, ათე­ნის "AEK" ირი­ცხე­ბა, რომ­ლის შემ­დგენ­ლო­ბა­შიც სა­ბერ­ძნე­თის ჩემ­პი­ო­ნი და ფა­ნე­ბის კერ­პი ხდე­ბა.

1997 წელს ქეც­ბა­ი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­მა­ში სა­ბერ­ძნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ინ­გლი­სუ­რი "ნი­უ­კას­ლის" სე­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თვის შე­უმ­ჩე­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩა და თე­მუ­რი, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტი, ჩრდი­ლო­ინ­გლი­სუ­რი კლუ­ბის წევ­რი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფა­ნე­ბის ფა­ვო­რი­ტი იყო და მის­მა გოლ­მა გუნ­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­იყ­ვა­ნა, კლუ­ბი მას იშ­ვი­ა­თად იყე­ნებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რუუდ გუ­ლი­ტის მწვრთნე­ლო­ბის დროს. 2000 წელს ქეც­ბა­ი­ას სენტ-ჯე­იმ­სის პარ­კის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და ქვე­და­ლი­გელ "ვულ­ვერ­ჰემპტონ­თან" £900,000-ად აფორ­მებს კონ­ტრაქტს, თუმ­ცა აქაც დიდ­ხანს ვერ ჩერ­დე­ბა და 2001 წელს შოტ­ლან­დი­უ­რი "დან­დის" წევ­რი ხდე­ბა.

მწვრთნე­ლის კა­რი­ე­რა

2002 წლის ზა­ფხულს "ანორ­თო­სის­ში" ბრუნ­დე­ბა მო­თა­მა­შე-მწვრთნე­ლად, რო­მე­ლიც 2008-2009 წლე­ბის სე­ზონ­ში გუნ­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­იყ­ვა­ნა. 2009 წელს ქეც­ბა­ია პი­რე­ო­სის "ოლიმ­პი­ა­კო­სის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ხდე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ 4 თვით.

2010 წლის 1 იან­ვრი­დან თე­მურ ქეც­ბა­ია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გახ­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 2010 წელი სა­უ­კე­თე­სო იყო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის. გუნდს წლის მან­ძილ­ზე არც ერთი თა­მა­ში არ წა­უ­გია. 2012 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს სა­ბერ­ძნე­თის, ხორ­ვა­ტი­ის, ის­რა­ე­ლი­სა და ლატ­ვი­ის ეროვ­ნულ გუნ­დე­ბი შეხ­ვდა. ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ის კულ­მი­ნა­ცია იყო ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რებ­თან სა­ში­ნაო მატ­ჩი 2011 წლის მარ­ტში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის გვი­ა­ნი გო­ლით 1-0 მო­ი­გო. მაგ­რამ მას შემ­დეგ ნაკ­რებ­ში კრი­ზი­სი და­ი­წყო. სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თვე­ლებ­მა 2012 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ჯგუფ­ში მხო­ლოდ მალ­ტის ნაკ­რებს გა­უს­წრეს და ბო­ლოს­წი­ნა მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა, 2011 წლის 13 სექ­ტემ­ბერს ქეც­ბა­ი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ახა­ლი 4 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­უფ­რო­მა.[1] თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ნაკ­რე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის გამო აღარ გა­მო­ი­ძა­ხებ­და ვე­ტე­რა­ნებს ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­სა და ალექ­სან­დრე იაშ­ვილს.

2014 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტო­ქე­ე­ბად ეს­პა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბე­ბი მო­უ­წია, ქეც­ბა­ი­ას გუნ­დმა კარ­გად და­ი­წყო, მაგ­რამ ეს ციკ­ლიც ბო­ლოს­წი­ნა ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა. ციკ­ლის მან­ძილ­ზე ქეც­ბა­ი­ას კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და ნაკ­რე­ბის მცვე­ლებ­თან, ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვილ­თან და ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვილ­თან, რო­მე­ლებ­მაც ქეც­ბა­ი­ას ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

მა­სა­ლა თე­მურ ქეც­ბა­ის კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლია ვი­კი­პე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით.

ეკატერინე
0

არცერთი ქეცბაიას დონის არარიან........

ნახვამდის, თემურ...

ნახვამდის, თემურ...

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ამ წაგების შემდეგ, ფაქტობრივად, საბოლოოდ დავემშვიდობეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნებას და... ნაკრების მთავარ მწვრთნელს - თემურ ქეცბაიას, რომლისთვისაც ეს ბოლო მატჩი იყო ეროვნული გუნდის მესაჭის რანგში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, აღნიშნული ვადები უცვლელი იყო. კონტრაქტი  2015 წლის 12 სექტემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა პოლონეთთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ქეცბაიამ დაანონსა, რომ, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო შეხვედრა. ის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა. ეს იყო ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეორმოცე მატჩი...

ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობის დროს ხშირად იყო კრიტიკის საგანი ქეცბაიას "ტაქტიკა". იყო დაპირისპირება ნაკრების ფეხბურთელებთან. უფრო ხშირად კი ქეცბაის რისხვის ობიექტები სპორტული ჟურნალისტები ხდებოდნენ. ამის მაგალითია, ისიც, რომ რამდენიმე ჟურნალისტმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

თემურ ქეცბაიას კარიერა დღემდე:

ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაია 1968 წლის 18 მარტს გალში დაიბადა. 2010 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1990-იანი წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე.

ფეხბურთელის კარიერა

საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის "AEK" ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.

1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება.

მწვრთნელის კარიერა

2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.

2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არც ერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.[1] თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, სადაც საქართველოს მეტოქეებად ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები მოუწია, ქეცბაიას გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ციკლიც ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს.

მასალა თემურ ქეცბაის კარიერის შესახებ მომზადებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.