პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა 90-იანი წლების საქართველოში: ტრანსპორტის სახეობები და უნიკალური ფოტოარქივი
მოგზაურობა 90-იანი წლების საქართველოში: ტრანსპორტის სახეობები და უნიკალური ფოტოარქივი

90-იანი წლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ტო­ტა­ლუ­რი უშუ­ქო­ბა, პუ­რის რი­გე­ბი, და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა... შე­იც­ვა­ლა დრო, შე­იც­ვა­ლა თა­ო­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­აც წარ­სულს დარ­ჩა. Ambebi.ge რუბ­რი­კა "კვი­რის თე­მას" ამ­ჯე­რად 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს უთ­მობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის ირ­გვლივ მკი­თხველს სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას წარ­ვუდ­გენთ, ამ კონ­კრე­ტულ სტა­ტი­ა­ში კი ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი ლადო გო­გო­ლა­ძე 90-იანი წლე­ბის ტრან­სპორ­ტს გა­იხ­სე­ნებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი წარ­სულს ჩა­ბარ­და.

თბი­ლი­სე­ლე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მეტ­რო, რო­მე­ლიც ხში­რად უშუ­ქო­ბის გამო გვი­რაბ­ში იჭე­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას მა­ინც ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და მო­სახ­ლე­ო­ბა. ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და, ერთი ის, რომ ყვე­ლა­ზე იაფი იყო და მე­ო­რე, მეტ­რო იყო და დღემ­დე რჩე­ბა ყვე­ლა­ზე სწრაფ ტრან­სპორ­ტად. მეტ­როს არა­სო­დეს შე­უ­წყვი­ტავს მუ­შა­ო­ბა, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის დრო­საც კი.

რო­გორც უკვე ვთქვით, ხში­რი იყო მეტ­რო­ში შუ­ქის ჩაქ­რო­ბა და ამ დროს ხალ­ხს გვი­რა­ბი­დან ფე­ხით უწევ­და გა­მოს­ვლა. არ იყო სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი, რის გა­მოც მა­ტა­რებ­ლე­ბის ჩა­მოდ­გო­მას შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი დიდი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის გამო ვა­გო­ნებ­ში ხში­რი იყო ჭყლეტ­ვა. უშუ­ქო­ბის პე­რი­ოდ­ში მეტ­რო იყო ის ად­გი­ლი, რო­მელ­საც სხვებ­თან შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რად მი­ე­წო­დე­ბო­და ელექტრო­ე­ნერ­გია. იმ ოჯა­ხებ­ში, ვი­საც სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შუქი ჰქონ­დათ, ხში­რად გა­ი­გო­ნებ­დით - მეტ­რო­ზე ვზი­ვა­რო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მეტ­როს ხა­ზი­დან არა­ლე­გა­ლუ­რად იპა­რავ­და დენს.

მე­ო­რე არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი ტრან­სპორ­ტი ტრო­ლე­ი­ბუ­სი იყო, რო­მე­ლიც ახ­ლან­დელ თა­ო­ბას მხო­ლოდ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით ახ­სოვს. ტრო­ლე­ი­ბუს­ში გა­რეთ უფრო მეტი ხალ­ხი იყო, ვიდ­რე შიგ­ნით. ამ დროს ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვინ იხ­დი­და მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, თუმ­ცა რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, ეს ხელს არ უშ­ლი­და ამ ტრან­სპორ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

აგ­რეთ­ვე უბი­ლე­თოდ მგზავ­რობ­და ტრამ­ვა­ის მგზავ­რთა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა. ტრამ­ვაი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით არა­სო­დეს სარ­გებ­ლობ­და, ალ­ბათ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ისიც, რომ 90-იან წლებ­ში მხო­ლოდ გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში თუ არ­სე­ბობ­და ტრამ­ვა­ის რკი­ნიგ­ზა. ტრამ­ვაი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ნელი მოძ­რა­ო­ბით, რაც ამ ტრან­სპორ­ტს კი­დევ უფრო არა­პო­პუ­ლა­რულ­სა და არა­კომ­ფორ­ტულს ხდი­და გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის.

90-იან წლებ­ში მოძ­რა­ობ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბიც. მათ უმე­ტე­სო­ბას დიდი ხა­ნია გა­სუ­ლი ჰქონ­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, მაგ­რამ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტს არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი სახ­სრე­ბი, რომ ახა­ლი შე­ე­ძი­ნა, ამი­ტომ ძვე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­დი­ოდ­ნენ ფონს.

რო­გორც წესი, ავ­ტო­ბუ­სი თა­ვის დრო­ზე არა­სო­დეს მი­დი­ო­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას, მაგ­რამ მას მა­ინც ყავ­და თა­ვი­სი მგზავ­რი. ისე­ვე, რო­გორც ტრო­ლე­ი­ბუ­სებ­სა და ტრამ­ვა­ი­ში, აქაც ხში­რი იყო უბი­ლე­თოდ მგზავ­რო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად გა­ჭირ­ვე­ბი­სა, 90-იან წლებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ტაქ­სე­ბიც, რო­მე­ლიც ისე უხ­ვად არ მოძ­რა­ობ­და, რო­გორც დღეს, მაგ­რამ მათი ნაკ­ლე­ბო­ბა მა­ინც არ შე­იმ­ჩნე­ო­და. ტაქ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბას საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის "ტაქ­სო-პარ­კის" მან­ქა­ნე­ბი შე­ად­გენ­დნენ, რომ­ლე­ბიც უკვე მძღო­ლებს პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში ჰყავ­დათ და არა­ვი­თა­რი გეგ­მის გა­დახ­და არ უწევ­დათ. ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რი იყო ტაქ­სის "გა­დაგ­დე­ბა", ამი­ტომ ტაქ­სის მძღო­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის ჩას­მას ერი­დე­ბოდ­ნენ, ხოლო ღა­მის სა­ა­თებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მოძ­რა­ობ­დნენ. მარ­თლაც ლო­მის გული იყო სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ იმ პე­რი­ო­დის თბი­ლის­ში გვი­ან "გე­ტაქ­სა­ვა", რად­გან ხში­რი იყო და­ყა­ჩა­ღე­ბაც, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეც ეწი­რე­ბო­და ხოლ­მე.

ასე­თია ზო­გა­დი სუ­რა­თი იმი­სა, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში ხდე­ბო­და. უფრო მძი­მე იყო რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ცენ­ტრა­ლურ რკი­ნიგ­ზა­ზე, ხში­რად, მა­ტა­რე­ბე­ლი 3-4 დღე ერთ ად­გი­ლას იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, და როცა დენი მო­ვი­დო­და, უკან ბრუნ­დე­ბო­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულს ჩა­ბარ­და და მხო­ლოდ მო­სა­ყო­ლად თუ გა­იხ­სე­ნებს ვინ­მე, მაგ­რამ 20 წლის წინ, ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც იმე­დია, აღა­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ს.ა. ტარ­ხო­ვის ფო­ტო­არ­ქი­ვი

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მოგზაურობა 90-იანი წლების საქართველოში: ტრანსპორტის სახეობები და უნიკალური ფოტოარქივი

მოგზაურობა 90-იანი წლების საქართველოში: ტრანსპორტის სახეობები და უნიკალური ფოტოარქივი

90-იანი წლები გაჭირვებასთან ასოცირდება. ტოტალური უშუქობა, პურის რიგები, დაცარიელებული მაღაზიები და სხვა... შეიცვალა დრო, შეიცვალა თაობები და საქართველოს უახლოესი ისტორიაც წარსულს დარჩა. Ambebi.ge რუბრიკა "კვირის თემას" ამჯერად 90-იანი წლების საქართველოს უთმობს. აღნიშნული თემის ირგვლივ მკითხველს სხვადასხვა საინტერესო სტატიას წარვუდგენთ, ამ კონკრეტულ სტატიაში კი ჩვენი ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე 90-იანი წლების ტრანსპორტს გაიხსენებს, რომელთაგან ზოგიერთი წარსულს ჩაბარდა.

თბილისელებისათვის ყველაზე პოპულარული იყო მეტრო, რომელიც ხშირად უშუქობის გამო გვირაბში იჭედებოდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ყველაზე აქტიურად იყენებდა მოსახლეობა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, ერთი ის, რომ ყველაზე იაფი იყო და მეორე, მეტრო იყო და დღემდე რჩება ყველაზე სწრაფ ტრანსპორტად. მეტროს არასოდეს შეუწყვიტავს მუშაობა, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროსაც კი.

როგორც უკვე ვთქვით, ხშირი იყო მეტროში შუქის ჩაქრობა და ამ დროს ხალხს გვირაბიდან ფეხით უწევდა გამოსვლა. არ იყო სათანადო რაოდენობის მატარებლები, რის გამოც მატარებლების ჩამოდგომას შორის ინტერვალი დიდი იყო. ბუნებრივია,  ამის გამო ვაგონებში ხშირი იყო ჭყლეტვა. უშუქობის პერიოდში მეტრო იყო ის ადგილი,  რომელსაც სხვებთან შედარებით სტაბილურად მიეწოდებოდა ელექტროენერგია. იმ ოჯახებში, ვისაც სხვებისგან განსხვავებით, შუქი ჰქონდათ, ხშირად გაიგონებდით - მეტროზე ვზივარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეტროს ხაზიდან არალეგალურად იპარავდა დენს.

მეორე არანაკლებ პოპულარული ტრანსპორტი ტროლეიბუსი იყო, რომელიც ახლანდელ თაობას მხოლოდ ფოტოსურათებით ახსოვს. ტროლეიბუსში გარეთ უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე შიგნით. ამ დროს ფაქტობრივად, არავინ იხდიდა მგზავრობის ღირებულებას, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ხელს არ უშლიდა ამ ტრანსპორტის ფუნქციონირებას.

აგრეთვე უბილეთოდ მგზავრობდა ტრამვაის მგზავრთა დიდი უმრავლესობა. ტრამვაი დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, ალბათ ამან განაპირობა ისიც, რომ 90-იან წლებში მხოლოდ გარკვეულ უბნებში თუ არსებობდა ტრამვაის რკინიგზა. ტრამვაი გამოირჩეოდა ნელი მოძრაობით, რაც ამ ტრანსპორტს კიდევ უფრო არაპოპულარულსა და არაკომფორტულს ხდიდა გადაადგილებისთვის.

90-იან წლებში მოძრაობდა ავტობუსებიც. მათ უმეტესობას დიდი ხანია გასული ჰქონდა ექსპლუატაციის ვადა, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტს არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები, რომ ახალი შეეძინა, ამიტომ ძველი ავტობუსებით გადიოდნენ ფონს.

როგორც წესი, ავტობუსი თავის დროზე არასოდეს მიდიოდა დანიშნულების ადგილას, მაგრამ მას მაინც ყავდა თავისი მგზავრი. ისევე, როგორც ტროლეიბუსებსა და ტრამვაიში, აქაც ხშირი იყო უბილეთოდ მგზავრობა.

მიუხედავად გაჭირვებისა, 90-იან წლებში აქტიურად გამოიყენებოდა ტაქსებიც, რომელიც ისე უხვად არ მოძრაობდა, როგორც დღეს, მაგრამ მათი ნაკლებობა მაინც არ შეიმჩნეოდა. ტაქსების უმეტესობას საბჭოთა პერიოდის "ტაქსო-პარკის" მანქანები შეადგენდნენ, რომლებიც უკვე მძღოლებს პირად საკუთრებაში ჰყავდათ და არავითარი გეგმის გადახდა არ უწევდათ. ამ პერიოდში ხშირი იყო ტაქსის "გადაგდება", ამიტომ ტაქსის მძღოლები ახალგაზრდა ბიჭების ჩასმას ერიდებოდნენ, ხოლო ღამის საათებში ფაქტობრივად, არ მოძრაობდნენ. მართლაც ლომის გული იყო საჭირო იმისათვის, რომ იმ პერიოდის თბილისში გვიან "გეტაქსავა", რადგან ხშირი იყო დაყაჩაღებაც, რასაც სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლეც ეწირებოდა ხოლმე.

ასეთია ზოგადი სურათი იმისა, რაც დედაქალაქში ხდებოდა. უფრო მძიმე იყო რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ცენტრალურ რკინიგზაზე, ხშირად, მატარებელი 3-4 დღე ერთ ადგილას იყო გაჩერებული, და როცა დენი მოვიდოდა, უკან ბრუნდებოდა. დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ მოსაყოლად თუ გაიხსენებს ვინმე, მაგრამ 20 წლის წინ, ეს იყო საქართველოს ყოველდღიურობა, რომელიც იმედია, აღარასოდეს დაბრუნდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ს.ა. ტარხოვის ფოტოარქივი

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

90-იანი წლების 3 სექსსიმბოლო

90-იანი წლების ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები 20 წლის შემდეგ...

როგორ გადაარჩინა სიკვდილს ჯაბა იოსელიანმა და რას იხსენებს ნოდარ ნათაძესთან მომხდარ ინციდენტზე - ვახტანგ რჩეულიშვილის გულახდილი ინტერვიუ