პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თუ ეკლესიაური წესით ცხოვრებას გადაწყვეტს- მოძღვარი გესაუბრებათ
რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თუ ეკლესიაური წესით ცხოვრებას გადაწყვეტს- მოძღვარი გესაუბრებათ

მალე მა­ცხოვ­რო­ბის შო­ბის მარ­ხვა იწყე­ბა. რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ მარ­ხვა ღირ­სე­უ­ლად და­იც­ვან, კი­თხვებს, წმინ­და მო­წა­მე კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას ტაძ­რის მო­ძღვა­რი, ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

მა­რი­ა­მი:

რო­გორ უნდა მო­ვექ­ცეთ ნივთს,რო­მელ­ზეც ეჭვი გვაქვს,რომ ჯადო აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა,სა­თა­ნა­დო ლოც­ვე­ბის შემ­დეგ, ამ ნივ­თის გა­მო­ყე­ნე­ბა?

-უნდა და­დას­ტურ­დეს, თუ სა­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეჭვი. თუ ეს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვია, ასე­თი ნივ­თის მო­შო­რე­ბა ჯო­ბია. თუმ­ცა დღეს მრა­ვა­ლი მი­მარ­თავს მკი­თხავს, მა­გი­ას, რომ ადა­მი­ანს რა­ღაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს, თა­ვის სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი უძ­ლუ­რია ეკ­ლე­სი­ის მად­ლმო­სი­ლე­ბის და ღვთის წი­ნა­შე. როცა ადა­მი­ა­ნი მი­დის ეკ­ლე­სი­ა­ში და თხოვს შე­წევ­ნას უფალს, არის ლოც­ვე­ბი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, რომ გაძ­ლი­ერ­დეს სუ­ლი­ე­რად და გან­წმინ­დოს იგი.

თუ არის ეჭ­ვის რომ სახ­ლში ჯა­დოა გა­კე­თე­ბუ­ლი, სახ­ლის კურ­თხე­ვის დროს არის ამის­თვის ლოც­ვა. თუ ადა­მი­ანს აქვს ეჭვი, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ მსგავს ქმე­დე­ბას მი­მარ­თეს, მას შე­უძ­ლია თა­ვი­სი ეჭვი გა­უ­ზი­ა­როს მო­ძღვარს. შე­იძ­ლე­ბა ეს ეჭვი უსა­ფუძ­ვლოა და ტყუ­ი­ლად ნერ­ვი­უ­ლობს. მო­ძღვა­რი და­ამ­შვი­დებს. აღ­სა­რე­ბას იტყვის, ეზი­ა­რე­ბა, ლოც­ვებს წა­ი­კი­თხავს, მღვდე­ლი წა­უ­კი­თხავს სა­ტა­ნა­დო ლოც­ვებს და ღვთის წი­ნა­შე და ეკელ­სი­ის მად­ლმო­სი­ლე­ბის წი­ნა­შე უძ­ლუ­რია ნე­ბის­მი­ე­რი ჯა­დოს­ნო­ბა, მკი­თხა­ო­ბა და ბო­რო­ტი ძალა.

ნინო:

ბავ­შვო­ბა­ში მომ­ნათ­ლეს, მინ­და გა­და­ნათ­ვლა და მა­ინ­ტე­რე­სებს თუ შე­იძ­ლე­ბა. ახლა ვინც არის ნათ­ლია სა­ერ­თოდ არ მკი­თხუ­ლობს, მე მისი სა­ჩუქ­რე­ბი არ მინ­და, უბ­რა­ლო მო­კი­თხვა მინ­და, რად­გან არ ვა­ინ­ტე­რე­სებ მინ­და რომ სხვამ მომ­ნათ­ლოს.

-ეს არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნათ­ლი­ა­ზე. კარ­გია ის თუ ცუ­დია, მოგ­წონს არ მოგ­წონს, გკი­თხუ­ლობს არ გკი­თხუ­ლობს. ნათ­ლო­ბა არის ერთი. თუ ის ჩა­ტა­რე­და კა­ნო­ნი­კუ­რად, მარ­თლმა­დი­დე­ბელ, წმინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში და აღეს­რუ­ლა ყვე­ლა კა­ნო­ნის დაც­ვით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მო­ნათ­ვლა მე­ო­რედ. მრწამსში წე­რია: "აღ­ვი­ა­რებ ერ­თსა ნათ­ლის­ღე­ბა­სა, მი­სა­ტე­ვე­ბე­ლად ცოდ­ვა­თა". მრწამ­სი ყვე­ლა ქრის­ტი­ან­მა უნდა იცო­დეს და როცა ამას წა­ი­კი­თხავს ადა­მი­ა­ნი, ეს შე­კი­თხვა აღარ და­ე­ბა­დე­ბა. მე­ო­რედ მო­ნათ­ვლა შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბი კარ­ნა­ხობს, რომ ნათ­ლო­ბა არ აღ­სრულ­და წე­სი­სა­მებრ. მაგ­რამ ამას არ ჰქი­ვია მე­ო­რედ მო­ნათ­ვლა, იმი­ტომ რომ მა­ნამ­დე რაც იყო ის არ ით­ვლე­ბა ნათ­ლო­ბად. ნათ­ლო­ბა არის ერთი.

მა­ნა­ნა:

მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მო­ვუ­ხერ­ხოთ იმ ძველ ნივ­თებს (გა­ზე­თებს, სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დრებს და სხვა) რო­მელ­ზეც წმინ­და­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი?

-რა თქმა უნდა მოკ­რძა­ლე­ბით უნდა მო­ვექ­ცეთ. თუ ვერ ვი­ნა­ხავთ და ვერ ვაქ­ცევთ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას, შე­იძ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ტა­ნა და და­ტო­ვე­ბა. ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბი მი­ხე­და­ვენ.

რიტა:

შე­იძ­ლე­ბა თუ არა კურ­თხე­ვის გა­რე­შე მარ­ხვის დაც­ვა?

-ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, არას­წო­რია. არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს სურ­ვი­ლი, რომ იმარ­ხუ­ლოს, სა­ხა­რე­ბა წა­ი­კი­თხოს და ამ დროს აბ­რკო­ლე­ბენ, რომ კურ­თხე­ვა გინ­და. ეს არას­წო­რი აზ­რია. ეს მარ­ხვე­ბი რაც არის და­წე­სე­ბუ­ლი წმინ­სა კა­თო­ლი­კე და სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მიერ, ეს არის სა­ყო­ველ­თაო. წე­სე­ბი რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლია, არის სა­ყო­ველ­თაო. ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია ეს მარ­ხვე­ბი და­იც­ვას, თუ რამე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბა არ უშ­ლის ხელს. კურ­თხე­ვა ზუს­ტად ამა­ზეა სა­ჭი­რო, ახერ­ხებს თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი მარ­ხვას. მსუ­ბუ­ქად უნდა იმარ­ხუ­ლოს, თუ მძი­მედ-ასეთ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებს სჭირ­დე­ბა მო­ძღვრის რჩე­ვა. ზო­გა­დად მარ­ხვა არის სა­ყო­ველ­თაო. ყვე­ლამ უნდა იმარ­ხუ­ლოს, თუ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბა. უნდა იკი­თხოს სა­ხა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს ქრის­ტი­ანს რომ ეძა­ხის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხა­რე­ბა იკი­თხოს. სა­ხა­რე­ბა არის წიგ­ნი, რო­მელ­ზეც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი ეკ­ლე­სია, რწმე­ნა, ჩვე­ნი მო­ძღვრე­ბა. ადა­მი­ანს სა­ხა­რე­ბა თუ არ აქვს წა­კი­თხუ­ლი რა­ნა­ი­რი ქრის­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქრის­ტი­ა­ნის­თვის. მარ­ხუ­ლობ­დეს, ლო­ცუ­ლობ­დეს. არ­სა­რე­ბას უნდა ამ­ბობ­დეს და ეზი­ა­რე­ბო­დეს კი­დეც. მაგ­რამ სა­ნამ მივა ამ პირ­ველ არ­სა­რე­ბამ­დე და ზი­ა­რე­ბამ­დე, უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი რომ მოდი ვი­მარ­ხუ­ლებ. რა თქმა უნდა შე­უძ­ლია იმარ­ხუ­ლოს, ილო­ცოს და ამას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოჰ­ყვეს აღ­სა­რე­ბის თქმა და ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­თან მის­ვლა - წმინ­და ზი­ა­რე­ბა.

ნანა:

ჩემი კი­თხვა მარ­ხვას­თან კავ­შირ­ში არ არის, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დის გა­დას­ცე­მენ ანა­თე­მას ადა­მი­ანს? რას ნიშ­ნავს ანა­თე­მა?

-ანა­თე­მა­ზე გა­და­ცე­მა ისე­თი სა­კი­თხია, რომ ამას ერთი ან ორი მღვდელმთა­ვა­რი არ წყვეტს. ეს არის საკ­რე­ბუ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის მიერ. ეს არ არის ადა­მი­ა­ნის დას­ჯა. ეს არის არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა. როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი უღ­მერ­თო ცხოვ­რე­ბით, საქ­ცი­ე­ლით, ეკ­ლე­სი­ი­სად­მი მომ­ტა­ნი ზი­ა­ნით ისე­დაც გა­მო­ე­ყო ეკ­ლე­სი­ას და ბო­რო­ტის მსა­ხუ­რე­ბა­შია, ამ ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა ხდე­ბა ანა­თე­მით.

ნანა:

ზოგი მო­ძღვა­რი ლო­თებს, ნარ­კო­მა­ნებ­სა და აბორ­ტის გამ­კე­თე­ბელ ქა­ლებს წესს არ უგებს. რო­გო­რია ამის მი­მართ ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შემ­წყნა­რებ­ლუ­რია. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სიც ასე გვას­წავ­ლის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ღვთის­მი­ე­რად და ლმო­ბი­ე­რად მო­ვექ­ცეთ და ავუ­გოთ წესი. არა­ვინ არ იცის ღვთის გან­გე­ბა. არა­ვინ არ იცის იმ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის­წი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა,- რა სი­ნა­ნუ­ლი ჰქონ­და და რა სი­ნან­ლუთ წარ­სდგა ის უფ­ლის წი­ნა­შე. ასე რომ ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მისი წევ­რი არ დარ­ჩეს მო­უხ­სნე­ბელ­თა სი­ა­ში. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შემ­თხვე­ვა არის როცა ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლია. ამა­საც იძი­ებს ეკ­ლე­სია, - იყო ეს წამ­ლე­ბის ბრა­ლი, რო­მე­ლიც იწ­ვევს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბას, იყო თუ არა ამ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა. თუ სხვა რა­მის ბრა­ლი და ეკ­ლე­სია ცდი­ლობს თუ რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი იქ­ნე­ბა აუ­გოს წესი და აღავ­ლი­ნოს ლოც­ვა მისი სუ­ლის­თვის. თვი­თონ ლო­თო­ბა, ნარ­კო­მა­ნია სა­ში­ნა­ლი ცოდ­ვაა, როცა ადა­მი­ა­ნი ნელ-ნელა იკ­ლავს თავს, თა­ვი­სი მავ­ნე ჩვე­ვით, ან სა­კუ­თა­რი შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. მაგ­რამ ით­ვა­ლის­წი­ნებს ეკ­ლე­სია იმას, რომ ეს მოხ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად. ადა­მი­ა­ნი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და რას აკე­თებ­და. რომ ცდი­ლობ­და ამ სე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ვერ ანე­ბებ­და თავს. ხში­რია შემ­თხვე­ვა ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნი და­ა­ნე­ბოს თავი ნარ­კო­ტიკს, აღარ იყოს წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვლე­ბა. ასე­თი სი­ნან­ლუ­ლის ადა­მი­ანს ეგე­ბა წესი.

მაია:

მო­ვი­ნათ­ლე, ისე რომ ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი. (14 წლის).რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ქა­ლუ­რი ციკ­ლი და­მე­წყო. მე ისიც არ ვი­ცო­დი, თუ ტა­ძარ­ში შეს­ვლა და წმინ­და ად­გი­ლებ­თან და ხა­ტაბ­თან შე­ხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ახლა დიდი ქალი ვარ. რაც ეს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, დღემ­დე არ მას­ვე­ნებს ფიქ­რი, ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, რომ ნათ­ლო­ბის დღე­ებ­ში ციკ­ლი მქონ­და. რა გა­ვა­კე­თო, ეს ფიქ­რი მტან­ჯავს. გე­ვედ­რე­ბით, თქვენ მირ­ჩი­ეთ რამე. ვე­რა­ვის­თან ვერ ვსა­უბ­რობ ამის შე­სა­ხებ... რო­გორ მო­ვი­ნა­ნო, უნდა გა­და­ვი­ნათ­ლო თუ რა გა­ვა­კე­თო, გმად­ლობთ წი­ნას­წარ.

-არა­ნა­ი­რი გა­და­ნათ­ვლა არ არის სა­ჭი­რო. მო­ნათ­ლუ­ლად ით­ვლე­ბა ის ადა­მი­ა­ნი. რა თქმა უნდა როცა აც­ნო­ბი­ე­რებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას, თუ რა არის ნათ­ლო­ბა და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო თვი­თონ, უკე­თე­სია თუ კრძა­ლუ­ლე­ბას გა­მო­ი­ჩენს წმინ­და სა­ი­დუმ­ლო­ბებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. რო­გორც თვი­თონ ბრძა­ნებს კი­თხვის ავ­ტო­რი , ეს მოხ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, მას არ ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს არა­ნა­ირ ჩრდილს არ აყე­ნებს აღ­სრუ­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლოს. ის მო­ნათ­ლუ­ლია და ჩვე­უ­ლებ­რივ დედა ეკ­ლე­სი­ის წევ­რია. მას შე­უძ­ლია იცხოვ­როს ეკ­ლე­სი­უ­რად. ის სი­ნან­ლუ­ლი რაც აქვს, შე­უძ­ლია იმით გა­მო­ხა­ტოს, რომ ეკ­ლე­სი­უ­რად იცხოვ­როს. მოთ­მი­ნე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით, ზი­ა­რე­ბით და იყოს ნა­ყო­ფი ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი­სა.

მარი:

რას ნიშ­ნავს სა­ლო­სი?

-სა­ლოსს ეძა­ხი­ან ისეთ ადა­მი­ანს (ქრის­ტეს­თვის სუ­ლე­ლი) , მისი ქმე­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვსი ხში­რად გა­უ­გე­ბა­რია. ეს ხდე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად, რომ და­ფა­რუ­ლი იყო ეს მისი დიდი მად­ლი. ბრწყინ­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ღვთი­სა­გან მი­ე­ცათ. თა­ვი­სი წმინ­და ცხოვ­რე­ბით. ხში­რად ამის და­სა­ფა­რად ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფა­რუ­ლად, იგავ-არა­კუ­ლად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნონ ღვთის სიწ­მინ­დე, ჭეშ­მა­რი­ტი სი­ტყვა ღვთი­სა.

რა ლოც­ვე­ბი იკი­თხე­ბა შო­ბის მარ­ხვა­ში?

-გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლოც­ვე­ბი არ იკი­თხვე­ბა. ჩვენ ვი­ცით რომ დიდ მარ­ხვა­ში იკი­თხე­ბა ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა. სპე­ცი­ფი­უ­რი ლოც­ვა შო­ბის მარ­ხვას არ ემა­ტე­ბა. ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს შე­უძ­ლია მარ­ხვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­აძ­ლი­ე­როს ლოც­ვა, დილა სა­ღა­მოს ლოც­ვებს და­უ­მა­ტოს ერთი ფა­სალ­მუ­ნი, წა­ი­კი­თხოს პა­რაკ­ლი­სი ღვთის­მშობ­ლის და მა­ცხოვ­რის. ეს რა თქმა უნდა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და უკე­თე­სია თუ ასე­თი რამ მო­ძღვარ­თან იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თუ ეკლესიაური წესით ცხოვრებას გადაწყვეტს- მოძღვარი გესაუბრებათ

რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თუ ეკლესიაური წესით ცხოვრებას გადაწყვეტს- მოძღვარი გესაუბრებათ

მალე მაცხოვრობის შობის მარხვა იწყება. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომ მარხვა ღირსეულად დაიცვან, კითხვებს, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი, ლევან ალადაშვილი პასუხობს.

მარიამი:

როგორ უნდა მოვექცეთ ნივთს,რომელზეც ეჭვი გვაქვს,რომ ჯადო აქვს გაკეთებული? შეიძლება თუ არა,სათანადო ლოცვების შემდეგ, ამ ნივთის გამოყენება?

-უნდა დადასტურდეს, თუ საიდან მომდინარეობს ეჭვი. თუ ეს საფუძვლიანი ეჭვია, ასეთი ნივთის მოშორება ჯობია. თუმცა დღეს მრავალი მიმართავს მკითხავს, მაგიას, რომ ადამიანს რაღაც ზიანი მიაყენოს, თავის სასურველ შედეგს მიაღწიოს. ეს ყველაფერი უძლურია ეკლესიის მადლმოსილების და ღვთის წინაშე. როცა ადამიანი მიდის ეკლესიაში და თხოვს შეწევნას უფალს, არის ლოცვები, რომელიც ეხმარება ადამიანს, რომ გაძლიერდეს სულიერად და განწმინდოს იგი.

თუ არის ეჭვის რომ სახლში ჯადოა გაკეთებული, სახლის კურთხევის დროს არის ამისთვის ლოცვა. თუ ადამიანს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მსგავს ქმედებას მიმართეს, მას შეუძლია თავისი ეჭვი გაუზიაროს მოძღვარს. შეიძლება ეს ეჭვი უსაფუძვლოა და ტყუილად ნერვიულობს. მოძღვარი დაამშვიდებს. აღსარებას იტყვის, ეზიარება, ლოცვებს წაიკითხავს, მღვდელი წაუკითხავს სატანადო ლოცვებს და ღვთის წინაშე და ეკელსიის მადლმოსილების წინაშე უძლურია ნებისმიერი ჯადოსნობა, მკითხაობა და ბოროტი ძალა.

ნინო:

ბავშვობაში მომნათლეს, მინდა გადანათვლა და მაინტერესებს თუ შეიძლება. ახლა ვინც არის ნათლია საერთოდ არ მკითხულობს, მე მისი საჩუქრები არ მინდა, უბრალო მოკითხვა მინდა, რადგან არ ვაინტერესებ მინდა რომ სხვამ მომნათლოს.

-ეს არ არის დამოკიდებული ნათლიაზე. კარგია ის თუ ცუდია, მოგწონს არ მოგწონს, გკითხულობს არ გკითხულობს. ნათლობა არის ერთი. თუ ის ჩატარედა კანონიკურად, მართლმადიდებელ, წმინდა ეკლესიაში და აღესრულა ყველა კანონის დაცვით, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მონათვლა მეორედ. მრწამსში წერია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა, მისატევებელად ცოდვათა". მრწამსი ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს და როცა ამას წაიკითხავს ადამიანი, ეს შეკითხვა აღარ დაებადება. მეორედ მონათვლა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ რაღაც გარემოებები კარნახობს, რომ ნათლობა არ აღსრულდა წესისამებრ. მაგრამ ამას არ ჰქივია მეორედ მონათვლა, იმიტომ რომ მანამდე რაც იყო ის არ ითვლება ნათლობად. ნათლობა არის ერთი.

მანანა:

მაინტერესებს, რა მოვუხერხოთ იმ ძველ ნივთებს (გაზეთებს, საეკლესიო კალენდრებს და სხვა) რომელზეც წმინდანების გამოსახულებებია აღბეჭდილი?

-რა თქმა უნდა მოკრძალებით უნდა მოვექცეთ. თუ ვერ ვინახავთ და ვერ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, შეიძლება ეკლესიაში მიტანა და დატოვება. ეკლესიის მსახურები მიხედავენ.

რიტა:

შეიძლება თუ არა კურთხევის გარეშე მარხვის დაცვა?

-ეს შეხედულება რაც გავრცელებულია, არასწორია. არის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იმარხულოს, სახარება წაიკითხოს და ამ დროს აბრკოლებენ, რომ კურთხევა გინდა. ეს არასწორი აზრია. ეს მარხვები რაც არის დაწესებული წმინსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიერ, ეს არის საყოველთაო. წესები რომელიც დადგენილია, არის საყოველთაო. ყველა ქრისტიანი ვალდებულია ეს მარხვები დაიცვას, თუ რამე კონკრეტული პირობა არ უშლის ხელს. კურთხევა ზუსტად ამაზეა საჭირო, ახერხებს თუ არა ეს ადამიანი მარხვას. მსუბუქად უნდა იმარხულოს, თუ მძიმედ-ასეთ კონკრეტულ შემთხვევებს სჭირდება მოძღვრის რჩევა. ზოგადად მარხვა არის საყოველთაო. ყველამ უნდა იმარხულოს, თუ აძლევს საშუალებას ჯანმრთელობა. უნდა იკითხოს სახარება. ადამიანი თავის თავს ქრისტიანს რომ ეძახის, აუცილებელია სახარება იკითხოს. სახარება არის წიგნი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ეკლესია, რწმენა, ჩვენი მოძღვრება. ადამიანს სახარება თუ არ აქვს წაკითხული რანაირი ქრისტიანი იქნება. ეს აუცილებელია ქრისტიანისთვის. მარხულობდეს, ლოცულობდეს. არსარებას უნდა ამბობდეს და ეზიარებოდეს კიდეც. მაგრამ სანამ მივა ამ პირველ არსარებამდე და ზიარებამდე, უჩნდება სურვილი რომ მოდი ვიმარხულებ. რა თქმა უნდა შეუძლია იმარხულოს, ილოცოს და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს აღსარების თქმა და ყველაზე მთავართან მისვლა - წმინდა ზიარება.

ნანა:

ჩემი კითხვა მარხვასთან კავშირში არ არის, მაგრამ მაინტერესებს, როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

-ანათემაზე გადაცემა ისეთი საკითხია, რომ ამას ერთი ან ორი მღვდელმთავარი არ წყვეტს. ეს არის საკრებულო გადაწყვეტილება ეკლესიის მიერ. ეს არ არის ადამიანის დასჯა. ეს არის არსებული ფაქტის დაფიქსირება. როცა ადამიანი თავისი უღმერთო ცხოვრებით, საქციელით, ეკლესიისადმი მომტანი ზიანით ისედაც გამოეყო ეკლესიას და ბოროტის მსახურებაშია, ამ ფაქტის დაფიქსირება ხდება ანათემით.

ნანა:

ზოგი მოძღვარი ლოთებს, ნარკომანებსა და აბორტის გამკეთებელ ქალებს წესს არ უგებს. როგორია ამის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება?

- ეკლესიის დამოკიდებულება შემწყნარებლურია. ჩვენი უწმინდესიც ასე გვასწავლის, რომ მაქსიმალურად ღვთისმიერად და ლმობიერად მოვექცეთ და ავუგოთ წესი. არავინ არ იცის ღვთის განგება. არავინ არ იცის იმ ადამიანის სიკვდილისწინა მდგომარეობა,- რა სინანული ჰქონდა და რა სინანლუთ წარსდგა ის უფლის წინაშე. ასე რომ ეკლესია ყველანაირად ცდილობს, რომ თითოეული მისი წევრი არ დარჩეს მოუხსნებელთა სიაში. ყველაზე რთული შემთხვევა არის როცა ადამიანი თვითმკვლელია. ამასაც იძიებს ეკლესია, - იყო ეს წამლების ბრალი, რომელიც იწვევს სუიციდის მცდელობას, იყო თუ არა ამ ადამიანის ფსიქიური აშლილობა. თუ სხვა რამის ბრალი და ეკლესია ცდილობს თუ რამე ხელჩასაჭიდი იქნება აუგოს წესი და აღავლინოს ლოცვა მისი სულისთვის. თვითონ ლოთობა, ნარკომანია საშინალი ცოდვაა, როცა ადამიანი ნელ-ნელა იკლავს თავს, თავისი მავნე ჩვევით, ან საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობა. მაგრამ ითვალისწინებს ეკლესია იმას, რომ ეს მოხდა გაუცნობიერებლად. ადამიანი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. რომ ცდილობდა ამ სენისგან გათავისუფლებას, მაგრამ ვერ ანებებდა თავს. ხშირია შემთხვევა ცდილობს ადამიანი დაანებოს თავი ნარკოტიკს, აღარ იყოს წამალდამოკიდებული და ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვლება. ასეთი სინანლულის ადამიანს ეგება წესი.

მაია:

მოვინათლე, ისე რომ ნათლობის საიდუმლოს შესახებ არაფერი არ ვიცოდი. (14 წლის).რამდენიმე თვით ადრე ქალური ციკლი დამეწყო. მე ისიც არ ვიცოდი, თუ ტაძარში შესვლა და წმინდა ადგილებთან და ხატაბთან შეხება არ შეიძლებოდა. ახლა დიდი ქალი ვარ. რაც ეს გავაცნობიერე, დღემდე არ მასვენებს ფიქრი, ბუნდოვნად მახსოვს, რომ ნათლობის დღეებში ციკლი მქონდა. რა გავაკეთო, ეს ფიქრი მტანჯავს. გევედრებით, თქვენ მირჩიეთ რამე. ვერავისთან ვერ ვსაუბრობ ამის შესახებ... როგორ მოვინანო, უნდა გადავინათლო თუ რა გავაკეთო, გმადლობთ წინასწარ.

-არანაირი გადანათვლა არ არის საჭირო. მონათლულად ითვლება ის ადამიანი. რა თქმა უნდა როცა აცნობიერებს მის მდგომარეობას, თუ რა არის ნათლობა და რა მდგომარეობაში იყო თვითონ, უკეთესია თუ კრძალულებას გამოიჩენს წმინდა საიდუმლობებთან დამოკიდებულებაში. როგორც თვითონ ბრძანებს კითხვის ავტორი , ეს მოხდა გაუცნობიერებლად, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მდგომარეობა. ეს არანაირ ჩრდილს არ აყენებს აღსრულების საიდუმლოს. ის მონათლულია და ჩვეულებრივ დედა ეკლესიის წევრია. მას შეუძლია იცხოვროს ეკლესიურად. ის სინანლული რაც აქვს, შეუძლია იმით გამოხატოს, რომ ეკლესიურად იცხოვროს. მოთმინებით და სიყვარულით, ზიარებით და იყოს ნაყოფი ღვთის სიყვარულისა.

მარი:

რას ნიშნავს სალოსი?

-სალოსს ეძახიან ისეთ ადამიანს (ქრისტესთვის სულელი) , მისი ქმედება ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანებისთვსი ხშირად გაუგებარია. ეს ხდება შეგნებულად, რომ დაფარული იყო ეს მისი დიდი მადლი. ბრწყინვალება, რომელიც ღვთისაგან მიეცათ. თავისი წმინდა ცხოვრებით. ხშირად ამის დასაფარად ასეთი ადამიანები დაფარულად, იგავ-არაკულად ცდილობენ ადამიანებამდე მიიტანონ ღვთის სიწმინდე, ჭეშმარიტი სიტყვა ღვთისა.

რა ლოცვები იკითხება შობის მარხვაში?

-განსაკუთრებული ლოცვები არ იკითხვება. ჩვენ ვიცით რომ დიდ მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. სპეციფიური ლოცვა შობის მარხვას არ ემატება. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მარხვიდან გამომდინარე გააძლიეროს ლოცვა, დილა საღამოს ლოცვებს დაუმატოს ერთი ფასალმუნი, წაიკითხოს პარაკლისი ღვთისმშობლის და მაცხოვრის. ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და უკეთესია თუ ასეთი რამ მოძღვართან იქნება შეთანხმებული.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას