პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასტროლოგიური ნიშნით იბადებიან მეძავები
რა ასტროლოგიური ნიშნით იბადებიან მეძავები

არ­სე­ბობს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა იმის შე­სა­ხებ, რომ მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ზო­დი­ა­ქოს სამი ნიშ­ნის - ქალ­წუ­ლი, მერ­წყუ­ლი და სას­წო­რი - წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან... ეს მარ­თლაც ასეა თუ არა, ამ თე­მა­ზე ას­ტრო­ლოგ სოფო ბზე­კა­ლა­ვას გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- დიახ, ასე­თი სტა­ტის­ტი­კა მარ­თლაც არ­სე­ბობს, რომ ქალ­წუ­ლებ­ში, მერ­წყუ­ლებ­სა და სას­წო­რებ­ში უმე­ტე­სად "უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის" ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ. ქალ­წუ­ლებს ამ საქ­მეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვა­ცია კარ­ნა­ხობთ, სას­წო­რებს ზედ­მე­ტი ხათ­რი­ა­ნო­ბა და "არას თქმის უუ­ნა­რო­ბა" ღუ­პავთ, მერ­წყუ­ლებს კი მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი უბიძ­გებთ. უც­ნა­უ­რია, რომ ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ მოხ­ვდა ისე­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი და ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი რო­გო­რიც მო­რი­ე­ლია, არა­და, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ქალი მო­რი­ე­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი შარ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თუ მო­რი­ე­ლის ბუ­ნე­ბას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მი­ზეზს იო­ლად ვი­პო­ვით: ქალი მო­რი­ე­ლი (ისე­ვე რო­გორც ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) ერ­თგუ­ლე­ბას მე­ტად აფა­სებს. ამას­თან, მას არ შე­უძ­ლია სექ­სით უე­მო­ცი­ოდ, მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­ნის ან ინ­ტე­რე­სის მიზ­ნით და­კავ­დეს.

მაგ­რამ მო­რი­ე­ლებს შო­რი­საც გვხდე­ბი­ან პო­ლი­გა­მი­უ­რი ტი­პა­ჟე­ბი.

- რო­გორ უნდა გა­ვარ­კვი­ოთ, რამ­დე­ნად მიდ­რე­კი­ლია ამა თუ იმ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ღა­ლა­ტი­სა და პარტნი­ო­რის ხში­რი ცვლის­კენ?

- მის პი­რად რუ­კა­ში უნდა ჩა­ვი­ხე­დოთ და უმ­თავ­რე­სად მთვა­რის, ვე­ნე­რას, მარ­სი­სა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, პლუ­ტო­ნის მდე­ბა­რე­ო­ბას უნდა გა­დავ­ხე­დოთ. მთვა­რე ქა­ლის ქვეც­ნო­ბი­ერ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, თუ იგი ვე­ნე­რას­თან ერ­თად, ცე­ცხლის სტი­ქი­ა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ასეთ ადა­მი­ანს იმ­პულ­სუ­რო­ბა და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი ახა­სი­ა­თებს. ამი­ტომ, მთვა­რით და ვე­ნე­რა­თი (ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი) სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის გრძელ სიას სა­კუ­თა­რი სპონ­ტა­ნუ­რი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აგ­რო­ვებს. გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა საქ­მე, როცა მთვა­რე და ვე­ნე­რა წყლის სტი­ქი­ა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლის პო­ლი­გა­მი­უ­რო­ბა მის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­თი ქა­ლე­ბი პარტნი­ო­რებს წინ­და­სა­ვით იმი­ტომ იც­ვლი­ან, რომ მათ­გან გა­მუდ­მე­ბით ელი­ან და­ცუ­ლო­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად რჩე­ბა იმი­ტომ, რომ ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლი, ხის­ტი და დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­კენ ილ­ტვი­ან, იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სწო­რედ ასე­თი მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა მათ­თვის ემო­ცი­უ­რი და­საყ­რდე­ნი. ამ დროს ასე­თი მა­მა­კა­ცი, სა­კუ­თარ ნევ­რო­ზუ­ლო­ბა­სა და კომ­პლექ­სებს ნიღ­ბავს "მა­ჩო­სა" და "მა­გა­რი ბი­ჭის" ნიღ­ბის მიღ­მა.

- თავ­შე­კა­ვე­ბის უნა­რი­თა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგრა­დო­ბით რო­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან?

- ვისი ვე­ნე­რა და მთვა­რეც მი­წის სტი­ქი­ის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი. თუ პი­რად რუ­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს არ აქვს ად­გი­ლი, ასე­თი ქალი იშ­ვი­ა­თად იც­ვლის პარტნი­ორს და მის მი­მართ ხან­გრძლი­ვი ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რიც გა­აჩ­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­ე­რის სტი­ქი­ა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი მთვა­რის ან ვე­ნე­რას პატ­რო­ნებს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ფი­ზი­კურ­ზე მე­ტად, ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლია. ამი­ტომ ასეთ ქალს "საფ­ლირ­ტაო ობი­ექ­ტე­ბის" ვრცე­ლი სია აქვს. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა მათ­გან­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს უწყი­ნა­რი ფლირ­ტია და სხვა არა­ფე­რი.

- შე­რე­უ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც რომ გან­ვი­ხი­ლოთ...

- რთუ­ლი ამ მხრივ - ცე­ცხლი + წყა­ლის კომ­ბი­ნა­ცი­აა (მა­გა­ლი­თად, მთვა­რე ლომ­ში, ვე­ნე­რა – მო­რი­ელ­ში). ასე­თი ქალი გა­მუდ­მე­ბით და­ე­ძებს ახალ-ახალ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ავან­ტუ­რას და არ­ცთუ იშ­ვი­ათდ ხდე­ბა სხვი­სი ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი. თუ საქ­მე გვაქვს კომ­ბი­ნა­ცი­ას­თან - ჰა­ე­რი + წყა­ლი, ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნი შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით სტა­ბი­ლუ­რი იყოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, თუ მისი მთვა­რე წყლის სტი­ქი­ა­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა - მიწა + წყა­ლის კომ­ბი­ნა­ცი­ას ვხვდე­ბით, ეს მი­უ­თი­თებს ერ­თგუ­ლე­ბის დიდ უნარ­სა და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე (იმ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, როცა ვე­ნე­რა მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი). საკ­მა­ოდ კარ­გი თავ­შე­კა­ვე­ბის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან - ცე­ცხლი + მიწა კომ­ბი­ნა­ცი­ის ქა­ლე­ბიც. მათ პრინ­ცი­პუ­ლო­ბა უფ­ლე­ბას არ აძ­ლევთ, მო­რა­ლის ჩარ­ჩო­ებს გა­და­ა­ბი­ჯონ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რა ასტროლოგიური ნიშნით იბადებიან მეძავები

რა ასტროლოგიური ნიშნით იბადებიან მეძავები

არსებობს დაუზუსტებელი სტატისტიკა იმის შესახებ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონების უმრავლესობა ზოდიაქოს სამი ნიშნის - ქალწული, მერწყული და სასწორი - წარმომადგენლები არიან... ეს მართლაც ასეა თუ არა, ამ თემაზე ასტროლოგ სოფო ბზეკალავას გავესაუბრეთ.

- დიახ, ასეთი სტატისტიკა მართლაც არსებობს, რომ ქალწულებში, მერწყულებსა და სასწორებში უმეტესად "უძველესი პროფესიის" ქალბატონები ჭარბობენ. ქალწულებს ამ საქმეს მატერიალური მოტივაცია კარნახობთ, სასწორებს ზედმეტი ხათრიანობა და "არას თქმის უუნარობა" ღუპავთ, მერწყულებს კი მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მრავალფეროვნების სიყვარული უბიძგებთ. უცნაურია, რომ ამ ჩამონათვალში არ მოხვდა ისეთი სექსუალური და ტემპერამენტიანი ზოდიაქოს ნიშანი როგორიც მორიელია, არადა, ცნობილი ფაქტია, რომ ქალი მორიელები სექსუალური შარმით გამოირჩევიან. თუ მორიელის ბუნებას დავაკვირდებით, მიზეზს იოლად ვიპოვით: ქალი მორიელი (ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენელი) ერთგულებას მეტად აფასებს. ამასთან, მას არ შეუძლია სექსით უემოციოდ, მხოლოდ გამორჩენის ან ინტერესის მიზნით დაკავდეს.

მაგრამ მორიელებს შორისაც გვხდებიან პოლიგამიური ტიპაჟები.

- როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად მიდრეკილია ამა თუ იმ ასტროლოგიური ნიშნის მქონე ქალბატონი ღალატისა და პარტნიორის ხშირი ცვლისკენ?

- მის პირად რუკაში უნდა ჩავიხედოთ და უმთავრესად მთვარის, ვენერას, მარსისა და რიგ შემთხვევაში, პლუტონის მდებარეობას უნდა გადავხედოთ. მთვარე ქალის ქვეცნობიერზეა პასუხისმგებელი, თუ იგი ვენერასთან ერთად, ცეცხლის სტიქიაშია განთავსებული, ასეთ ადამიანს იმპულსურობა და დაუფიქრებელი საქციელი ახასიათებს. ამიტომ, მთვარით და ვენერათი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სექსუალური პარტნიორების გრძელ სიას საკუთარი სპონტანური ხასიათიდან გამომდინარე აგროვებს. გაცილებით რთულადაა საქმე, როცა მთვარე და ვენერა წყლის სტიქიაშია წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, ქალის პოლიგამიურობა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასეთი ქალები პარტნიორებს წინდასავით იმიტომ იცვლიან, რომ მათგან გამუდმებით ელიან დაცულობას და სტაბილურობას. თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება იმიტომ, რომ ისინი აგრესიული, ხისტი და დიქტატორული მამაკაცებისკენ ილტვიან, იმედოვნებენ, რომ სწორედ ასეთი მამაკაცი იქნება მათთვის ემოციური დასაყრდენი. ამ დროს ასეთი მამაკაცი, საკუთარ ნევროზულობასა და კომპლექსებს ნიღბავს "მაჩოსა" და "მაგარი ბიჭის" ნიღბის მიღმა.

- თავშეკავების უნარითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით რომელი ქალბატონები გამოირჩევიან?

- ვისი ვენერა და მთვარეც მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანშია განლაგებული. თუ პირად რუკაში განსაკუთრებულ დაძაბულ ასპექტებს არ აქვს ადგილი, ასეთი ქალი იშვიათად იცვლის პარტნიორს და მის მიმართ ხანგრძლივი ერთგულების უნარიც გააჩნია.

რაც შეეხება ჰაერის სტიქიაში განლაგებული მთვარის ან ვენერას პატრონებს, მათი უმრავლესობა ფიზიკურზე მეტად, ვერბალური კომუნიკაციის მოყვარულია. ამიტომ ასეთ ქალს "საფლირტაო ობიექტების" ვრცელი სია აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანთან ინტიმური ურთიერთობა ექნება. ხშირ შემთხვევაში, ეს უწყინარი ფლირტია და სხვა არაფერი.

- შერეული კომბინაციის ქალბატონებიც რომ განვიხილოთ...

- რთული ამ მხრივ - ცეცხლი + წყალის კომბინაციაა (მაგალითად, მთვარე ლომში, ვენერა – მორიელში). ასეთი ქალი გამუდმებით დაეძებს ახალ-ახალ სასიყვარულო ავანტურას და არცთუ იშვიათდ ხდება სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი. თუ საქმე გვაქვს კომბინაციასთან - ჰაერი + წყალი, ასეთი ქალბატონი შესაძლოა, გაცილებით სტაბილური იყოს ურთიერთობაში, თუ მისი მთვარე წყლის სტიქიაშია განლაგებული. იმ შემთხვევაში, როცა - მიწა + წყალის კომბინაციას ვხვდებით, ეს მიუთითებს ერთგულების დიდ უნარსა და თავშეკავებულობაზე (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ვენერა მორიელის ზოდიაქოშია განლაგებული). საკმაოდ კარგი თავშეკავების უნარით გამოირჩევიან - ცეცხლი + მიწა კომბინაციის ქალებიც. მათ პრინციპულობა უფლებას არ აძლევთ, მორალის ჩარჩოებს გადააბიჯონ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია