პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი?!.''
''რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი?!.''

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი წლის ტრა­დი­ცია. რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ ბავ­შვებს თოვ­ლის ბა­ბუ­ის მო­ლო­დი­ნი, ნაძ­ვის ხის აწყო­ბა უნდა იყოს რი­ტუ­ა­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა არ უნდა დავ­კარ­გოთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც სი­ლა­მა­ზე­სა და სი­კე­თეს უკავ­შირ­დე­ბა, დიდ­ხანს უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. იმა­ვე­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს აღდ-გო­მის მი­მართ. ბევ­რი კარ­გი ტრა­დი­ცია გვაქვს, რო­მელ­საც წინ წა­მო­წე­ვა სჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ნა ბე­რი­ძემ, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვი­ეთ.

- არ მიყ­ვარს არც ერთი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ღრე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ამას წყო­ბი­დან გა­მოვ­ყა­ვარ. ლა­მა­ზი ქორ­წი­ლიც კი, რო­მელ­შიც ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი დე­ტა­ლი შე­ვი­ტა­ნეთ, მა­ინც ღრე­ო­ბით მთავ­რდე­ბა, ასეა ქელე­ხიც. სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა თით­ქოს ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცი­აა, მაგ­რამ ნელ-ნელა ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც რთუ­ლი ხდე­ბა. მახ­სოვს, ჩემს მშობ­ლებ­თან ხუთი კაცი რომ მო­დი­ო­და, იშ­ლე­ბო­და სუფ­რა, სა­დი­ლობ­დნენ, ღვი­ნოს მი­ირ­თმევ­დნენ... აბა, ახლა შე­მო­ვი­დეს ხუთი კაცი, შე­იძ­ლე­ბა, იმ მო­მენ­ტში არც სა­დი­ლი გქონ­დეს, არც სას­მე­ლი და არც დრო - გა­სა­მას-პინ­ძლებ­ლად. ვა­ღი­ა­როთ, რომ და­რეკ­ვის გა­რე­შე ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­თან აღარ მი­დის, ეს რა­ღაც მო­მენ­ტში კარ­გია, რა­ღაც მო­მენ­ტში – არა. ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამი­ტომ ტრა­დი­ცი­ებს არ უნდა ვებ­რძო­ლოთ, ისი­ნი თა­ვი­სით ქრე­ბი­ან.

- რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ზრდის ტრა­დი­ცი­ებს, როცა უფ­რო­სი ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია, ამა­ზე რას ფიქ­რობთ?

- იყო პე­რი­ო­დი, როცა შვი­ლიშ­ვი­ლებს ბე­ბი­ე­ბი ზრდიდ­ნენ, ახლა ბე­ბი­ე­ბიც აქ­ტი­უ­რე­ბი გახ­დნენ, მე თვი­თონ სულ ვმუ­შა­ობ და რო­გორ გავ­ზარ­დო?! სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ძი­ძე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ოჯა­ხის რჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­და, უნდა იმუ­შა­ოს კაც­მაც და ქალ­მაც, მაგ­რამ ძი­ძის აყ­ვა­ნა იმის­თვის, რომ დედა კა­ფე­ში დაჯ­დეს, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა გყავ­დეს ძიძა, მაგ­რამ ის უნდა იყოს შენი კონ­ტრო­ლის ქვეშ, შვი­ლი არ უნდა აჩუ­ქო მას.

რაც შე­ე­ხე­ბა უფ­როს-უმ­ცრო­სის თე­მას, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ასა­კით უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნიც შე­იძ­ლე­ბა, ხში­რად მარ­თა­ლი არ იყოს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ფორ­მა აქვს. თუ უხე­შო­ბა­სა და უზ­რდე­ლო­ბას გვერ­დით გა­და­დებ, მშვი­დად და წყნა­რად აუხ­სნი უფ­როსს, და­უ­სა­ბუ­თებ, რომ ის არაა მარ­თა­ლი, ეს მი­სა­ღე­ბია. მაგ­რამ უზ­რდე­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. ტრა­დი­ცი­ის დარ­ღვე­ვა­სა და უზ­რდე­ლო­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბაა. ვფიქ­რობ, ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­ფი­ცი­ტუ­რი ზრდი­ლო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მაა. ადა­მი­ა­ნებს შო­რის ახლა რომ არის ზი­ზღი უმაღ­ლეს რან­გში აყ­ვა­ნი­ლი, ასე არას­დროს მი­ნა­ხავს, ზვი­ა­დის პე­რი­ოდ­შიც კი... ეს, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, სა­ხელ­მწი­ფომ გა­ა­კე­თა. ამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­ვი, ამ­დენ­ჯერ "იმ 9 წლის" შეხ­სე­ნე­ბა უკვე აუ­ტა­ნე­ლია, რა­ღაც კარ­გი მა­ში­ნაც გა­კეთ­და, ზვი­ა­დის, შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც კი იყო რა­ღაც კარ­გი.პე­და­ლი­რე­ბა მხო­ლოდ ცუდ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ ასეთ დროს შენი თავი გე­ზი­ზღე­ბა. ერი, რო­მე­ლიც 25 წელი ფეხ­ზე ვერ დად­გა, ერი აღარ არის. იმის ძა­ხი­ლი, რომ უკა­ნას­კნელ "ნა­ცი­ო­ნა­ლამ­დე" ყვე­ლა მი­წა­ში ჩაწ­ვეს – ცუ­დად მო­უბ­რუნ­დე­ბათ.

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს უჭირთ, მაგ­რამ იხ­დი­ან 500-კა­ცი­ან ქორ­წი­ლებს, თითქ-მის ყვე­ლას ჰყავს მან­ქა­ნა, როცა ბენ­ზი­ნის ფული არ აქვთ...

- პა­რა­დოქ­სე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. სა­ნამ ხალ­ხი არ მიხ­ვდე­ბა, რომ სა­ბა­ნი სა­დამ­დეც სწვდე­ბათ, იქამ­დე და­ი­ფა­რონ, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. ასე­თი­ვე სა­კი­თხია, როცა სტუ­მა­რი ჩა­მოგ­დის, არ გაქვს ფული, იღებ კრე­დიტს, სესხს, გა­ეხ­ვე­ვი უბე­დუ­რე­ბა­ში და თავს გა­მო­ი­ჩენ. ამ ყვე­ლა­ფერს ამ­პარ­ტავ­ნო­ბა ჰქვია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხომ ყვე­ლას მი­ნის­ტრო­ბა და დი­რექ­ტო­რო­ბა უნდა, 500-ლა­რი­ან ხელ­ფას­ზე წას­ვლა - არა­ვის. ბოლო წლებ­ში წა­მო­ვი­და "სი­ვის" ტენ­დენ­ცია, გა­უ­თა­ვებ­ლად აგ­ზავ­ნი­ან ისეთ სი­ვის, რომ ქვას ხეთ­ქავს, ყო­ველ მე­ო­რეს ჰარ­ვარ­დი და სორ­ბო­ნა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, და­ი­ბა­რებ და კარს შე­მო­ა­ღებს თუ არა, იმ წუთ­ში­ვე გინ­და, და­ა­ფხრი­წო ეს სივი თავ­ზე, იმი­ტომ რომ ჰა­ბი­ტუ­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს.

- ოჯა­ხის შექ­მნის ტრა­დი­ცია და წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე...

- ოჯა­ხის შექ­მნის ტრა­დი­ცია ჩვენ­თან თით­ქმის მთლი­ა­ნად დარ­ღვე­უ­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ქორ­წი­ნე­ბამ­დე, მე ეს მომ­წონს. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი? იცხოვ­რონ, მო­სინ­ჯონ, თუ უნ­დათ, ნუ იცხოვ­რე­ბენ ერ­თად, მაგ­რამ ისე უყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი, ასე უფრო ნაკ­ლე­ბად და­ინ­გრე­ვა ოჯა­ხე­ბი. ეს კრი­ჭა­შეკ­რუ­ლი ქა­ლე­ბი, ოღონდ ოჯა­ხი არ და­ინ­გრეს, ამის გამო რომ ბევ­რს ით­მე­ნენ, ძა­ლი­ან ცუ­დია, იმი­ტომ რომ ცუდ ქმარს, სჯობს, სა­ერ­თოდ არ გყავ­დეს. როცა მამა დე­დას სძულს და მხო­ლოდ ბავ­შვის გამო რჩე­ბა მას­თან, ესეც დიდი შეც­დო­მაა... ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბავ­შვს ვერ გა­მო­ა­პა­რებ და ისიც სი­ძულ­ვილ­ში იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მომ­ხრე ვარ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

''რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი?!.''

''რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი?!.''

''ძალიან მიყვარს ახალი წლის ტრადიცია. რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა შევუნარჩუნოთ ბავშვებს თოვლის ბაბუის მოლოდინი, ნაძვის ხის აწყობა უნდა იყოს რიტუალი, ტრადიციული საახალწლო სუფრა არ უნდა დავკარგოთ, ყველაფერი, რაც სილამაზესა და სიკეთეს უკავშირდება, დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. იმავენაირი დამოკიდებულება მაქვს აღდ-გომის მიმართ. ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს, რომელსაც წინ წამოწევა სჭირდება'', - აღნიშნა მარინა ბერიძემ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

- არ მიყვარს არც ერთი ტრადიცია, რომელიც ღრეობას უკავშირდება, ამას წყობიდან გამოვყავარ. ლამაზი ქორწილიც კი, რომელშიც ბევრი ევროპული დეტალი შევიტანეთ, მაინც ღრეობით მთავრდება, ასეა ქელეხიც. სტუმარმასპინძლობა თითქოს ძალიან კარგი ტრადიციაა, მაგრამ ნელ-ნელა ამის შენარჩუნებაც რთული ხდება. მახსოვს, ჩემს მშობლებთან ხუთი კაცი რომ მოდიოდა, იშლებოდა სუფრა, სადილობდნენ, ღვინოს მიირთმევდნენ... აბა, ახლა შემოვიდეს ხუთი კაცი, შეიძლება, იმ მომენტში არც სადილი გქონდეს, არც სასმელი და არც დრო - გასამას-პინძლებლად. ვაღიაროთ, რომ დარეკვის გარეშე ხალხი ერთმანეთთან აღარ მიდის, ეს რაღაც მომენტში კარგია, რაღაც მომენტში – არა. ცხოვრებამ მოიტანა ეს ყველაფერი, ამიტომ ტრადიციებს არ უნდა ვებრძოლოთ, ისინი თავისით ქრებიან.

- რაც შეეხება აღზრდის ტრადიციებს, როცა უფროსი ყოველთვის მართალია, ამაზე რას ფიქრობთ?

- იყო პერიოდი, როცა შვილიშვილებს ბებიები ზრდიდნენ, ახლა ბებიებიც აქტიურები გახდნენ, მე თვითონ სულ ვმუშაობ და როგორ გავზარდო?! სწორედ ამან გამოიწვია ძიძების მომსახურების აუცილებლობა. ოჯახის რჩენა ძალიან რთული გახდა, უნდა იმუშაოს კაცმაც და ქალმაც, მაგრამ ძიძის აყვანა იმისთვის, რომ დედა კაფეში დაჯდეს, ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება გყავდეს ძიძა, მაგრამ ის უნდა იყოს შენი კონტროლის ქვეშ, შვილი არ უნდა აჩუქო მას.

რაც შეეხება უფროს-უმცროსის თემას, დამეთანხმებით, რომ ასაკით უფროსი ადამიანიც შეიძლება, ხშირად მართალი არ იყოს. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. თუ უხეშობასა და უზრდელობას გვერდით გადადებ, მშვიდად და წყნარად აუხსნი უფროსს, დაუსაბუთებ, რომ ის არაა მართალი, ეს მისაღებია. მაგრამ უზრდელობა მიუღებელია. ტრადიციის დარღვევასა და უზრდელობას შორის განსხვავებაა. ვფიქრობ, ჩვენთან ყველაზე მეტად დეფიციტური ზრდილობა და პატივისცემაა. ადამიანებს შორის ახლა რომ არის ზიზღი უმაღლეს რანგში აყვანილი, ასე არასდროს მინახავს, ზვიადის პერიოდშიც კი... ეს, ნებით თუ უნებლიეთ, სახელმწიფომ გააკეთა. ამხელა ნეგატივი, ამდენჯერ ''იმ 9 წლის'' შეხსენება უკვე აუტანელია, რაღაც კარგი მაშინაც გაკეთდა, ზვიადის, შევარდნაძის დროსაც კი იყო რაღაც კარგი.პედალირება მხოლოდ ცუდზე არ შეიძლება, იმიტომ რომ ასეთ დროს შენი თავი გეზიზღება. ერი, რომელიც 25 წელი ფეხზე ვერ დადგა, ერი აღარ არის. იმის ძახილი, რომ უკანასკნელ ''ნაციონალამდე'' ყველა მიწაში ჩაწვეს – ცუდად მოუბრუნდებათ.

- ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ, მაგრამ იხდიან 500-კაციან ქორწილებს, თითქ-მის ყველას ჰყავს მანქანა, როცა ბენზინის ფული არ აქვთ...

- პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. სანამ ხალხი არ მიხვდება, რომ საბანი სადამდეც სწვდებათ, იქამდე დაიფარონ, არაფერი გვეშველება. ასეთივე საკითხია, როცა სტუმარი ჩამოგდის, არ გაქვს ფული, იღებ კრედიტს, სესხს, გაეხვევი უბედურებაში და თავს გამოიჩენ. ამ ყველაფერს ამპარტავნობა ჰქვია. ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველას მინისტრობა და დირექტორობა უნდა, 500-ლარიან ხელფასზე წასვლა - არავის. ბოლო წლებში წამოვიდა ''სივის'' ტენდენცია, გაუთავებლად აგზავნიან ისეთ სივის, რომ ქვას ხეთქავს, ყოველ მეორეს ჰარვარდი და სორბონა აქვს დამთავრებული, დაიბარებ და კარს შემოაღებს თუ არა, იმ წუთშივე გინდა, დააფხრიწო ეს სივი თავზე, იმიტომ რომ ჰაბიტუსი სრულიად განსხვავებული აქვს.

- ოჯახის შექმნის ტრადიცია და წყვილის თანაცხოვრება ქორწინებამდე...

- ოჯახის შექმნის ტრადიცია ჩვენთან თითქმის მთლიანად დარღვეულია, რაც შეეხება თანაცხოვრებას ქორწინებამდე, მე ეს მომწონს. უყვართ ერთმანეთი? იცხოვრონ, მოსინჯონ, თუ უნდათ, ნუ იცხოვრებენ ერთად, მაგრამ ისე უყვარდეთ ერთმანეთი, ასე უფრო ნაკლებად დაინგრევა ოჯახები. ეს კრიჭაშეკრული ქალები, ოღონდ ოჯახი არ დაინგრეს, ამის გამო რომ ბევრს ითმენენ, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ცუდ ქმარს, სჯობს, საერთოდ არ გყავდეს. როცა მამა დედას სძულს და მხოლოდ ბავშვის გამო რჩება მასთან, ესეც დიდი შეცდომაა... ამ დამოკიდებულებას ბავშვს ვერ გამოაპარებ და ისიც სიძულვილში იზრდება, ამიტომ ახალი ტენდენციების მომხრე ვარ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება