მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარჩელში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
დარჩელში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი მიშა შ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა 15 ოქ­ტომ­ბერს, გვი­ან ღა­მით, სო­ფელ დარ­ჩელ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ტაქ­სის მძღოლს - 1976 წელს და­ბა­დე­ბულ გო­დერ­ძი შ-ს, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მიშა შ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გარ­დაც­ვლი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ავ­ტო­მან­ქა­ნა მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში - ახალ კა­ხათ­ში მი­ა­ტო­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მიშა შ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, დარ­ჩე­ლი-ორ­სან­ტი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით).

დარჩელში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

დარჩელში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მიშა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 15 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ დარჩელში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტაქსის მძღოლს - 1976 წელს დაბადებულ გოდერძი შ-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მიშა შ. შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით მიიმალა, მოგვიანებით კი ავტომანქანა მეზობელ სოფელში - ახალ კახათში მიატოვა.

სამართალდამცველებმა მიშა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, დარჩელი-ორსანტიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ