პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს
ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

"ქუ­თა­ი­სი თუ­დე­ის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნო­დარ ჯო­ჯუა "ქარ­ვას­ლას­თან"გუ­შინ სა­ღა­მოს სცე­მეს. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, მას სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დაც­ვის წევ­რე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ჯო­ჯუა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცე­მის ფაქტს იღებ­და.

"შე­ვამ­ჩნიე "ქარ­ვას­ლას" შე­ნო­ბა­ში "ვიქ­ტო­რია სე­ქი­უ­რე­თის" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ცემ­დნენ. ეს ფაქ­ტი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ვი­ღე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთ-ერთი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ვი­და, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მომ­ტა­ცა და ხე­ლე­ბი გა­და­მიგ­რი­ხა, გვერ­დებ­ში მუშ­ტე­ბი მირ­ტყა და პა­ტა­რა ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნა, გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით წა­მაშ­ლე­ვი­ნეს. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ხუ­თამ­დე დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ისი­ნი ინ­ტრი­განს და მოგ­ზავ­ნილს მე­ძახ­დნენ", - ამ­ბობს ნო­დარ ჯო­ჯუა.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

"ქუთაისი თუდეის" ჟურნალისტი ნოდარ ჯოჯუა "ქარვასლასთან"გუშინ საღამოს სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯოჯუა მობილური ტელეფონით ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტს იღებდა.

"შევამჩნიე "ქარვასლას" შენობაში "ვიქტორია სექიურეთის" დაცვის თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს ცემდნენ. ეს ფაქტი მობილური ტელეფონით გადავიღე. მოულოდნელად, ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა, მობილური ტელეფონი გამომტაცა და ხელები გადამიგრიხა, გვერდებში მუშტები მირტყა და პატარა ოთახში შემიყვანა, გადაღებული ვიდეოკადრები ძალის გამოყენებით წამაშლევინეს. ადგილზე იმყოფებოდა ხუთამდე დაცვის თანამშრომელი, ისინი ინტრიგანს და მოგზავნილს მეძახდნენ", - ამბობს ნოდარ ჯოჯუა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა