საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ნაშვილები ადამიანები
ცნობილი ნაშვილები ადამიანები

მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კომ­პა­ნია Apple-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სტივ ჯობ­სი 1955 წელს, სან-ფრან­ცის­კო­ში, ჯოან სიმფსო­ნი­სა და აბ­დულ­ფა­ტა ჯონ ჯან­და­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იყო, რის გა­მოც, ჩვი­ლის ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყდა, სა­დაც იგი მე­ქა­ნი­კოს­მა პოლ­მა და ბუ­რალ­ტერ­მა კლა­რა ჯობ­სებ­მა იშ­ვი­ლეს. სტივ­მა ბავ­შვო­ბა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ლოს-ალ­ტოს­ში გა­ა­ტა­რა. ზრდას­რულ­მა სტივ­მა სა­კუ­თა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ის­ტო­რია მო­ი­ძია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ და ქა­ლიშ­ვი­ლი მონა სიმფსო­ნი ეყო­ლათ, რო­მელ­თა­ნაც სტივს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

სექს სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი მერ­ლინ მონ­რო, რო­გორც ნორ­მა ჯინ მორ­ტენ­სე­ნი და­ი­ბა­და. დე­და­მი­სი გლე­ი­დის ბე­ი­კე­რი ჰო­ლი­ვუდ­ში კი­ნო­მე­მონ­ტა­ჟედ მუ­შა­ობ­და, მა­მის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია. ნათ­ლო­ბის დროს, დე­დამ მერ­ლინს სა­კუ­თა­რი გვა­რი - ბე­ი­კე­რი მის­ცა. გლე­ი­დის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და, რის გა­მოც ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დიდ დროს ატა­რებ­და. მონ­რო უამ­რავ ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ნამ 11 წლის ასაკ­ში იგი ოჯა­ხის მე­გო­ბარ­მა, გრე­ის მაქკი გო­დარ­მა იშ­ვი­ლა.

"ბითლზის"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და წევ­რი, ჯონ უინ­სტონ ლე­ნო­ნი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლი­ვერ­პულ­ში და­ი­ბა­და. ლე­ნო­ნის მშობ­ლე­ბი ჯუ­ლია სტენ­ლი და ალფ­რედ ლე­ნო­ნი ერ­თმა­ნეთს მა­შინ და­შორ­დნენ, რო­დე­საც ჯონი სამი წლის იყო. მა­მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, 5 წლის ჯონი დე­დამ სა­კუ­თარ დას, მი­მის და მის მე­უღ­ლე ჯორჯს მი­ა­ბა­რა. დედა ხში­რად ნა­ხუ­ლობ­და ჯონს, თუმ­ცა, მის აღ­ზრდა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რაც მისი თქმით, მისი ცხოვ­რე­ბის წე­სის ბრა­ლი იყო. მიმი და ჯორ­ჯი იდე­ა­ლურ მშობ­ლე­ბად იქ­ცნენ ჯო­ნის­თვის.

აშშ-ის რი­გით 42-ე პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნი 1946 წელს, დაქვრი­ვე­ბუ­ლი ქა­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბი­ლის მამა 1946 წელს, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, დე­და­მის­მა, ვირ­ჯი­ნია დელ კე­სე­დიმ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, რის გა­მოც, ბი­ლის აღ­ზრდით მისი ბე­ბია და ბა­ბუა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რო­დე­საც ბილი 4 წლის იყო, დე­და­მი­სი მე­ო­რედ გა­თხოვ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გამ­ყიდ­ველ რო­ჯერ კლინ­ტონ­ზე, რო­მელ­მაც ბილს სა­კუ­თა­რი გვა­რი მის­ცა.

ან­ტი­ა­პარ­თე­ი­დის მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტი და სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნელ­სონ მან­დე­ლა 1918 წლის 18 ივ­ლისს და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი სამ­ხრეთ აფ­რი­კის ერთ-ერთი პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თველ­ველ­თა შტოს ეკუთ­ვნო­და. რო­დე­საც ნელ­სო­ნი 9 წლის იყო, მა­მა­მი­სი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც იგი ტუმ­ბუს ტო­მის მმარ­თველ­მა, ჯონ­გინ­ტა­ბა და­ლინ­დი­ე­ბომ იშ­ვი­ლა.

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ემის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რეი ლი­ო­ტა, 1954 წელს, ნი­უ­არ­კი­ში და­ი­ბა­და. ექ­ვსი თვის ასაკ­ში იგი მერი და ალფ­რედ ლი­ო­ტებ­მა იშ­ვი­ლეს. რეი მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას მა­ი­ა­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. 40 წლის ასაკ­ში, მსა­ხი­ობ­მა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ი­ქი­რა­ვა, რათა სა­კუ­თა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის ვი­ნა­ო­ბა და­ედ­გი­ნა.

ამე­რი­კე­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რი­სა მსა­ხი­ო­ბი, ფრენ­სის მაქ­დო­მან­დი, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ფარ­გო­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ოს­კა­რი და­იმ­სა­ხუ­რა, 1957 წელს, ჩი­კა­გო­ში და­ი­ბა­და. წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში იგი კა­ნა­დელ­მა ოჯახ­მა იშ­ვი­ლა. მისი ოჯა­ხის რე­ლი­გი­უ­რო­ბის გამო, ფრენ­სი­სი ყო­ველ ზა­ფხულს ქრის­ტი­ა­ნულ სა­ბავ­შვო ბა­ნაკ­ში ატა­რებ­და, თუმ­ცა, მოგ­ვა­ნე­ბით, მშობ­ლე­ბის სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მისი რე­ლი­გი­უ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბაც ჩაქ­რა. 1984 წლი­დან ფრენ­სი­სი ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა სცე­ნა­რის­ტთან და რე­ჟი­სორ­თან ჯოელ კო­ენ­თან.

ცნობილი ნაშვილები ადამიანები

ცნობილი ნაშვილები ადამიანები

მრავალმილიონიანი კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი 1955 წელს, სან-ფრანცისკოში, ჯოან სიმფსონისა და აბდულფატა ჯონ ჯანდალის ოჯახში დაიბადა. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იყო, რის გამოც, ჩვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაწყდა, სადაც იგი მექანიკოსმა პოლმა და ბურალტერმა კლარა ჯობსებმა იშვილეს. სტივმა ბავშვობა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ალტოსში გაატარა. ზრდასრულმა სტივმა საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ისტორია მოიძია. როგორც აღმოჩნდა, მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ და ქალიშვილი მონა სიმფსონი ეყოლათ, რომელთანაც სტივს სიცოცხლის ბოლომდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

სექს სიმბოლოდ ქცეული მერლინ მონრო, როგორც ნორმა ჯინ მორტენსენი დაიბადა. დედამისი გლეიდის ბეიკერი ჰოლივუდში კინომემონტაჟედ მუშაობდა, მამის ვინაობა უცნობია. ნათლობის დროს, დედამ მერლინს საკუთარი გვარი - ბეიკერი მისცა. გლეიდის ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა, რის გამოც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში დიდ დროს ატარებდა. მონრო უამრავ ოჯახში ცხოვრობდა, სანამ 11 წლის ასაკში იგი ოჯახის მეგობარმა, გრეის მაქკი გოდარმა იშვილა.

"ბითლზის"-ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. ლენონის მშობლები ჯულია სტენლი და ალფრედ ლენონი ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ჯონი სამი წლის იყო. მამის გაუჩინარების შემდეგ, 5 წლის ჯონი დედამ საკუთარ დას, მიმის და მის მეუღლე ჯორჯს მიაბარა. დედა ხშირად ნახულობდა ჯონს, თუმცა, მის აღზრდაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც მისი თქმით, მისი ცხოვრების წესის ბრალი იყო. მიმი და ჯორჯი იდეალურ მშობლებად იქცნენ ჯონისთვის.

აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი 1946 წელს, დაქვრივებული ქალის ოჯახში დაიბადა. ბილის მამა 1946 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, დედამისმა,  ვირჯინია დელ კესედიმ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, რის გამოც, ბილის აღზრდით მისი ბებია და ბაბუა იყვნენ დაკავებულები. როდესაც ბილი 4 წლის იყო, დედამისი მეორედ გათხოვდა ავტომობილების გამყიდველ როჯერ კლინტონზე, რომელმაც ბილს საკუთარი გვარი მისცა.

ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა. მისი ოჯახი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი პროვინციის მმართველველთა შტოს ეკუთვნოდა. როდესაც ნელსონი 9 წლის იყო, მამამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ტუმბუს ტომის მმართველმა, ჯონგინტაბა დალინდიებომ იშვილა.

ამერიკელი მსახიობი, ემის ჯილდოს მფლობელი რეი ლიოტა, 1954 წელს, ნიუარკიში დაიბადა. ექვსი თვის ასაკში იგი მერი და ალფრედ ლიოტებმა იშვილეს. რეი მსახიობის ოსტატობას მაიამის უნივერსიტეტში სწავლობდა. 40 წლის ასაკში, მსახიობმა გამომძიებელი დაიქირავა, რათა საკუთარი ბიოლოგიური დედის ვინაობა დაედგინა.

ამერიკელი კინოსა და თეატრისა მსახიობი, ფრენსის მაქდომანდი, რომელმაც მოგვიანებით, "ფარგოში" შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა, 1957 წელს, ჩიკაგოში დაიბადა. წლინახევრის ასაკში იგი კანადელმა ოჯახმა იშვილა. მისი ოჯახის რელიგიურობის გამო, ფრენსისი ყოველ ზაფხულს ქრისტიანულ საბავშვო ბანაკში ატარებდა, თუმცა, მოგვანებით, მშობლების სახლის დატოვების შემდეგ, მისი რელიგიური სულისკვეთებაც ჩაქრა. 1984 წლიდან ფრენსისი ქორწინებაში იმყოფება სცენარისტთან და რეჟისორთან ჯოელ კოენთან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება