რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 7 ოქტომბერს 62 წელი შეუსრულდა. ბოლო წლებში, პრეზიდენტის დაბადების დღეს სხვადასხვა უცნაური ღონისძიებით აღნიშნავენ და იუბილარს უჩვეულო საჩუქრებს უძღვნიან. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია სამეფო გვირგვინის ასლი, პატარა ვეფხვი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონების ნახევრად შიშველი ფოტოებით აჭრელებული კალენდარი.
ამჯერად, 62 წლის პუტინის განდიდება მისმა მხარდამჭერებმა გამოფენით გადაწყვიტეს და რუსეთის პრეზიდენტის თავს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰერაკლეს ტანი მოარგეს. მოსკოვის ერთ-ერთ გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე, სურათებზე ანტიკური პერსონაჟის 12 გმირობაა გამოსახული, რომელთაც ვლადიმერ პუტინი "სჩადის". თითოეული გმირობა შესაბამისადაა ახსნილი.
1. "ნემეის ლომის გაგუდვა" - ტერორიზმთან ბრძოლა.
2. "ლერნეს ჰიდრის მკვლელობა" პასუხი სანქციებზე.
3. "კერინიის ფურირემის შეპყრობა" - სოჭის ოლიმპიადა.
4. "სტიმფალური ფრინველების ამოწყვეტა" - სირიაში საჰაერო დაბომბვის შეჩერება.
5. "ერიმანთოსის ტახის მოთვინიერება და კენტავრთან ბრძოლა" - ოლიგარქიის ლიკვიდაცია.
6. "ავგეას თავლების გაწმენდა" - კორუფციასთან ბრძოლა.
7. "კრეტას ხარის მორჯულება" - ყირიმი.
8. "დიომედეს ულაყების მოტაცება" - კონტრაქტი "მისტრალზე".
9. "ამორძალთა დედოფლის სარტყლის მოტაცება" - გაზგაყვანილობის მშენებლობა.
10. "სამთავიანი გიგანტის გერიონის ხარების მოტაცება" - კონტრაქტი ჩინეთთან გაზის თაობაზე.
11. "ჰესპერიდეს ბარიდან ოქროს ვაშლების მოპარვა" - უკრაინაში "მინსკის შერიგების" მხარდაჭერა.
12. "ჰაესის მცველი ძაღლის ცერბერის მოთვინიერება" - ამერიკასთან ჭიდილი.