პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა" - რუსთაველმა სუზან ბოილმა "ნიჭიერის" დარბაზი შოკში ჩააგდო
"ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა" - რუსთაველმა სუზან ბოილმა "ნიჭიერის" დარბაზი შოკში ჩააგდო

"ნი­ჭი­ე­რის" ჩა­წე­რა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გუ­შინ და­ი­წყო. წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტში ცვლი­ლე­ბაა, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი თიკა ფა­ცა­ცია მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ შეც­ვა­ლა. ცვლი­ლე­ბაა ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც, კონ­კურ­სან­ტებს წელს ია ფა­რუ­ლა­ვა, ნიკა გვა­რა­მია, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ლე­ვან წუ­ლა­ძე, ჭოლა შე­არ­ჩევს.

წელს "ნი­ჭი­ე­რის" კას­ტინგზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, კონ­კურ­სან­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც. პირ­ვე­ლი კას­ტინ­გის ფა­ვო­რი­ტი, რუს­თა­ვე­ლი დი­ა­სახ­ლი­სი ამა­ლია გახ­და, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი სუ­ზან ბო­ი­ლი უკვე შე­არ­ქვეს. რას გვთა­ვა­ზობს ახალ სე­ზონ­ზე "ნი­ჭი­ე­რი" და რო­გო­რია ჟი­უ­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი?

ია ფა­რუ­ლა­ვა (ჟი­უ­რის წევ­რი): ამ წუ­თას და­მა­მახ­სოვ­რდა პა­ტა­რა გო­გო­ნა ბუშ­ტე­ბით, ასე­ვე მომ­ღე­რა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც სა­ოც­რად იმ­ღე­რა Moon river და იოგი ბიჭი. სხვა ჟი­უ­რია წელს, ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა დიდ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ვხე­დავ. ისე­თი ხა­ლი­სია და ვხა­ლი­სობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად, რისი გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია, ვა­კე­თებთ.

ნიკა გვა­რა­მია (ჟი­რუ­ის წევ­რი): "ნი­ჭი­ე­რი" რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ეს უკვე ჩანს. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა მომ­ღე­რა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ლია, შოკი იყო ჩემ­თვის, ის რაც გა­ვი­გო­ნე, მისი იმი­ჯის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის და ასე­თი რამ ამ სცე­ნა­ზე არ მომ­ხდა­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა. არ ჰგავს ძველს, ნა­ნუ­კაც გან­სხვავ­დე­ბა ხა­ტი­ას­გან და გე­გაც ჭო­ლას­გან. სხვა­ნა­ი­რია და იმე­დია მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნე­ბა.

გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია (პრო­დუ­სე­რი): ბევ­რი სი­ახ­ლეა, ჭოლა და ნა­ნუ­კა და­ე­მატ­ნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვის ემო­ცი­ას შე­მა­ტე­ბენ. წამ­ყვა­ნე­ბიც სხვა შე­მად­გენ­ლო­ბაა, ვა­ნი­კოს­გან და გი­ორ­გის­გან სხვა სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს მა­ყუ­რე­ბე­ლი. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, არი­ან კონ­კურ­სან­ტე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის უცხო­ე­ლე­ბიც. კას­კა­დი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ნომ­რე­ბის.

ლე­ვან წუ­ლა­ძე, ჭოლა (ჟი­უ­რის წევ­რი): მე­სა­მედ ვარ ჟი­უ­რის წევ­რი, თუმ­ცა "ნი­ჭი­ერ­ში" პირ­ვე­ლად მი­წევს მუ­შა­ო­ბა და უფრო მე­ად­ვი­ლე­ბა, რად­გან არე­უ­ლია ჟან­რე­ბი, მხო­ლოდ მომ­ღერ­ლე­ბი არ გა­მო­დი­ან, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია და ცო­ცხა­ლია ჩემ­თვის "ნი­ჭი­ე­რი". და­მა­მახ­სოვ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ლია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლად იმ­ღე­რა. არ მგო­ნია, მკაც­რი ჟი­უ­რი ვიყო.

"ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა" - რუსთაველმა სუზან ბოილმა "ნიჭიერის" დარბაზი შოკში ჩააგდო

"ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა" - რუსთაველმა სუზან ბოილმა "ნიჭიერის" დარბაზი შოკში ჩააგდო

"ნიჭიერის“ ჩაწერა ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. წლევანდელ სეზონზე პროექტში ცვლილებაა, გადაცემის წამყვანი თიკა ფაცაცია მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ შეცვალა. ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაშიც, კონკურსანტებს წელს ია ფარულავა, ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ლევან წულაძე, ჭოლა შეარჩევს.

წელს "ნიჭიერის“ კასტინგზე მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, კონკურსანტები ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. პირველი კასტინგის ფავორიტი, რუსთაველი დიასახლისი ამალია გახდა, რომელსაც ქართველი სუზან ბოილი უკვე შეარქვეს. რას გვთავაზობს ახალ სეზონზე "ნიჭიერი“ და როგორია ჟიურის შთაბეჭდილებები?

ია ფარულავა (ჟიურის წევრი): ამ წუთას დამამახსოვრდა პატარა გოგონა ბუშტებით, ასევე მომღერალი ქალბატონი, რომელმაც საოცრად იმღერა Moon river და იოგი ბიჭი. სხვა ჟიურია წელს, ჯერჯერობით სხვა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ისეთი ხალისია და ვხალისობთ მაქსიმალურად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვაკეთებთ.

ნიკა გვარამია (ჟირუის წევრი): "ნიჭიერი“ რომ გამორჩეული იქნება, ეს უკვე ჩანს. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მომღერალი ქალბატონი ამალია, შოკი იყო ჩემთვის, ის რაც გავიგონე, მისი იმიჯის მქონე ადამიანისგანაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა. საინტერესოა ახალი შემადგენლობა. არ ჰგავს ძველს, ნანუკაც განსხვავდება ხატიასგან და გეგაც ჭოლასგან. სხვანაირია და იმედია მაყურებელს მოეწონება.

გიორგი ხაბურზანია (პროდუსერი): ბევრი სიახლეა, ჭოლა და ნანუკა დაემატნენ, რომლებიც თავის ემოციას შემატებენ. წამყვანებიც სხვა შემადგენლობაა, ვანიკოსგან და გიორგისგან სხვა სიამოვნებას მიიღებს მაყურებელი. მონაწილეების მრავალფეროვნებაა, არიან კონკურსანტები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის უცხოელებიც. კასკადი იქნება საინტერესო ნომრების.

ლევან წულაძე, ჭოლა (ჟიურის წევრი): მესამედ ვარ ჟიურის წევრი, თუმცა "ნიჭიერში“ პირველად მიწევს მუშაობა და უფრო მეადვილება, რადგან არეულია ჟანრები, მხოლოდ მომღერლები არ გამოდიან, უფრო დემოკრატიულია და ცოცხალია ჩემთვის "ნიჭიერი“. დამამახსოვრდა ქალბატონი ამალია, რომელმაც ძალიან დრამატულად იმღერა. არ მგონია, მკაცრი ჟიური ვიყო.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები